ვასაძე პოლიციელებს მიმართავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ვერის პარკში მორიგი განცხადება გააკეთა.

„მივდივართ შიშველი ხელებით და არ ჩავატარებინებთ არავითარ პრაიდს, მივალთ შიშველი ხელებით და თეთრი ცხვირსახოცებით. მზაობა არის სრული, უამრავი ხალხი გველოდება, ველოდებით ადგილს და დროს. დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ჩვენი მისია, ჩვენი მიზანი, ჩვენი დანიშნულება არის, რომ ქვეყანაში არ დავუშვათ არეულობა.


ყველა ჩვენს მომხრეს მოვუწოდებთ წესრიგისკენ, სახელმწიფო გადმოვიდა ხალხის მხარეს. შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ ჩატარდება. მაგრამ ხედავთ, რომ ჩვენს სახელმწიფოზე არის უპრეცედენტო ზეწოლა უცხოელი ელჩების და სამთავრობოების მხრიდან, რომელსაც ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი დანიშნულება  არის, რომ ის უამრავი ხალხი, რომელიც იქ აპირებს მისვლას, შეიძლება მოხდეს დიდი არეულობა, არ დავუშვათ რომ ხალხი ბრბოდ აქციონ, რა გეგმაც იყო თავიდან.


ამ მიზნით შევიკრიბეთ აქ. ჩვენ არავითარი არაფორმალური დაჯგუფება არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს სახალხო ერთობა, რომლებმაც ვთქვით, რომ გავარღვევთ ნებისმიერ კორდონს და იმ გარყვნილების მქადაგებლებს გავათრევთ იქიდან. რომ ისინი ხალხმა შუაზე არ გახლიჩოს.


რაც შეეხება პროცესებს, რომლებიც წასულია ე.წ. ლიბერალ-მარკსისტების-ფაშისტების ბანაკში არის ძალიან სასაცილო, წასულია რღვევა. ყველაზე ჭკვიანი ნაცი აღმოჩნდა მელია, როგორც ველოდებოდით, რომელიც გადმოვიდა ხალხის მხარეს და თქვა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს. ეს პროცესი მათში გაგრძელდება.


ჩვენ ველოდებით, რომ თუკი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ამ უპრეცედენტო ზეწოლას, რისი დიდი იმედიც მაქვს, გარკვეული ნაწილი ჩვენი პოლიციელებისა ასევე გადმოვა ხალხის მხარეს. მოვუწოდებთ მათ არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაექვემდებარონ უკანონო ზეწოლას ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან, არ ანაცვალონ ის თავის ხელფასებს ხალხის სიყვარულს, ხალხის პატივისცემას და დაგვეხმარონ წესრიგის დამყარებაში.


გადამწყვეტი ბრძოლის წინ კაცებს გვჩვევია დუმილი და მზაობა, ბევრ ლაპარაკს არ დაგიწყებთ.


უდღეური აქცია მაინც ჩატარდება კითხვაზე ვპასუხობ, რომ ეს აქცია არ ჩატარდება.


თუკი ეს ვინმესთვის გაუგებარია, თუკი ესენი ელოდებიან რაღაცა თავის მართლებას, კომპრომისებს, მოფერებას. მოფერება ჩვენ დავამთავრეთ. არავითარი კომპრომისები არ იქნება, მზაობა არის იმის, რომ ქვეყანაში არ დავუშვათ არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება, დამხობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის რაც წესით უნდა იყოს სახელმწიფოს საზრუნავი, სახელმწიფოს მიერვე იქნება მოგვარებული, თუ ასე არ მოხდა ჩვენ დავეხმარებით სახელმწიფოს მის მოგვარებაში.


მინდა მოვუწოდო შსს სასწრაფოდ დააპატიმრონ ექსტრემისტები, ისინი არ ემორჩილებიან შსს-ს განჩინებას და 200-300 კაცის მეშვეობით რადიკალიზაციას ახდენენ.


ეს არის ერთი მუჭა ხალხი, რომელიც მათ უნდა ანაცვალონ მთელ ქართველ ერს.


დაიწყება განცხადებები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებიდან, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. დღეს გავრცელდა ჩვენი ძმების ფერეიდნელების განცხადება, ამის წინააღმდეგ. ჩვენ ველოდებით კიდევ სხვადახვა ეროვნული თემებისგან განცხადებას. მინდა მივმართო კავკასიის რეგიონში ყველა მცხოვრებს, რომ ჩვენ ძმები ვართ, დროებით დანაწევრებულ, მაგრამ ერთიან საქართველოში მცხოვრებ აფხაზებსა და ოსებს, ნამდვილ ოსეთში მცხოვრებს ოსებს, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოში შედიან. ჩვენს უახლოეს ძმებს ინგუშებს, ჩეჩნებს, ავარებს, ლეკებს, დაღესტნელებს, ყაბარდო ბალყარელებს, ადიღელებს, ყარაჩაე ჩერქეზელებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს - ძმებო და დებო, ამ დღეებში საქართველოში წყდება ჩვენი ზნეობის ბედი. თუ ჩვენ გაგვტეხენ, მაგრამ ჩვენ არ გაგვტეხენ -  ეს მოხდება მთელ კავკასიაშიც . ჩვენ თქვენ არ შეგარცხვენთ. ჩვენ წესრიგის დაცვაში დავიხოცებით თუ საჭიროა და არ დავუშვებთ კავკასიის გარყვნას. გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება. ჩვენი ძმები ქისტები არ დაგვავიწყდეს. ჩვენ თქვენგან არაფერი მხარდაჭერა არ გვჭირდება, გარდა თქვენი პოზიციის მოსმენისა. ჩვენ თქვენი პოზიცია წინასწარ ვიცით, მაგრამ ეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ უდღეურებს და პროვოკატორებს ჩვენი ხელებით მივხედავთ. დაგვიდეგით გვერდით, გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება.


გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, ზნეობრივ საქართველოს, გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, ზნეობრივ კავკასიას“,-განაცხადა ვასაძემ.


სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

პრემიერი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე

ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

განახლებული ბუნების ძეგლები და მათი ეკონომიკური სარგებელი

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წელს ბუნების 3 ძეგლი განაახლა. მტირალას ეროვნულ პარკში, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში ვიზიტორებს ახლა უკვე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და დახვდებათ.

პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ

დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

რუსეთის ბაზარზე ტურიზმის ადმინისტრაციის დანახარჯი განულდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს.

ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი – მრავალპროფილური მომსახურება

16 ივლისს ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. კლინიკა 61 საწოლზეა გათვლილი და რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.

ლარის კურსი

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8555 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.53 თეთრი შეადგინა.
 

ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა

„ეს ჩვენთვის, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არის მოვლენა, ახალი სიტყვა, ახალი ნაბიჯი", - ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ბათუმში იახტკლუბის მიმდებარედ 5 ცათამბჯენი აშენდება - გადაწყვეტილებას დღეს ბათუმის საკრებულოში ხმაური მოჰყვა

ბათუმის საკრებულოში დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება ე.წ. "რივიერას" განაშენიანებაზე ბათუმის საქმის წარმოების გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა.

უკრაინაში აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უკვე მეორედ სტუმრობდნენ.