სირცხვილია - აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე დაიგეგმა

 საქართველოში რუსი დეპუტატების ყოფნას საქართველოს მოქალაქეები 19:00 საათზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის წინ გააპროტესტებენ. 

"რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში სხდომას უძღვება. საჭიროა დროული და დაუყოვნებლივი წნეხი. ვაიძულოთ, რომ შეწყვიტონ და მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.


ამიტომ, გამოდი პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე! წამოიღეთ სასტვენები, პლაკატები, დროშები.


პ.ს. აქცია თავდაპირველად სპონტანურად დაიგეგმა და დილით გამოვედით ადამიანების ნაწილი პარლამენტთან. მეტ ადამიანს გელოდებით დღეს შვიდზე! #პუტინხუილო!" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ამასთან  საქართველოში რუსეთის დუმის სამი დეპუტატის — სერგეი გავრილოვის, ივან სუხარევისა და ალექსეი ჩეპას ყოფნას, რომლებსაც საქართველოს წინააღმდეგ საჯარო განცხადებები აქვთ გაკეთებული და ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს საქართველოს სხვადასახვა ქალაქებშიც (ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში)გააპროტესტებენ.


მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა და მას შემდეგ შეწყდა, რაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა სხდომას უხელმძღვანელა.


აღნიშნული ფაქტი "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა გააპროტესტეს.


ოპოზოციისა და საზოგადოების ღია, ერთიანი და უპრეცედენტო პროტესტის შემდეგ რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოსვლა მმართველი გუნდის წევრებმაც გააპროტესტეს.


თამარ ჩუგოშვილი: რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა



თალაკვაძე: რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს!



თამარ ხულორდავა: მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს



პრეზიდენტი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს ჩვენსა და ოკუპანტს შორის



კობახიძე: ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო მძიმე სანახავი



კახა კალაძე: მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, დაუშვებელია რაც დღეს ხდება



ირაკლი ღარიბაშვილი: კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი



პრემიერი: მივმართავ ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები



უპრეცედენტო პროტესტის შემდეგ თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას ივანიშვილიც იზიარებს



19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) პირველად მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში".


ღონისძიებას 24 ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის იქნება რუსეთის დუმის სამი დეპუტატი — სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი და ალექსეი ჩეპა. ამ დეპუტატებს საქართველოს წინააღმდეგ საჯარო განცხადებები აქვთ გაკეთებული და ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს.


 


 


 


სიახლეები მსგავს თემაზე

ბათუმში რუსი დეპუტატის პარლამენტში ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

ბათუმში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 15:00 საათზე გაიმართება.

კობახიძე: ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო მძიმე სანახავი

ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

"რუსეთი ოკუპანტია", "თავისუფლებასთან წააგებთ"-აქცია ქუთაისის მერიასთან

"რუსეთი ოკუპანტია", "თავისუფლებასთან წააგებთ"-ამ მიწოდებით ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა.

ანაკლიაში მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

ანაკლიის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.

ქედაში ახალგაზრდა გოგო ხევში გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა ქედაში. 25 წლამდე გოგო შემთხვევით ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად,  ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

ნათია თურნავა - ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მთავარ აქცენტს საოჯახო ტიპის სასტუმროებზე ვაკეთებთ

„მთავარი აქცენტი საოჯახო ტიპის სასტუმროებზე გაკეთდება. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“ დაამტკიცა. დოკუმენტი მაღალმთიანი დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და არსებული პოტენციალის ანალიზის საფუძველზე მომზადდა.

VIDEO - როგორ იქცეოდა აქციაზე სამართალდამცველი, რომელიც დღეს დააკავეს - პროკურატურა ვიდეოს ავრცელებს

პროკურატურა იმ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც 20 ივნისის მოვლენებისას სამართალდამცველის მხრიდან ძალის გადამეტებაა ასახული. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი პროკურატურამ დღეს დააკავა.

20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ

20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა.

დიმიტრი ხუნდაძე: სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები საჭირო მედიკამენტებს მიიღებენ ერთ ლარად

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მთავრობა ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს და ერთ-ერთია მედიკამენტებთან დაკავშირებით, პრემიერის დღევანდელი ინიციატივა.

დაკავებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი

პროკურატურამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ხვალ, საღამოს კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ნაძალადევის რაიონში, სააკაძის ქუჩაზე N37-თან, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.

აკაკი ზოიძე: 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად, მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრემიერ -მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო შეამსუბუქებს. 

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება. 

რატი იონათამიშვილი: ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მამუკა ბახტაძის, დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას პოზიტიურად აფასებს.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.