რუსეთი ოკუპანტია, არა ოკუპაციას- სამოქალაქო აქტივისტებმა, თბილისში, პარლამენტში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ, ხოლო პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
სამოქალაქო აქტივისტების აქციას რუსი ტურისტი შეუერთდა. მან სამოქალაქო აქტივისტებს პროტესტის მიზეზი კითხა, რის შემდეგაც აქციის პათოსი გაიზიარა და ტრანსფარანტით ხელში აქციის მონაწილეებთან ერთად დადგა.
აქციას სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები შუერთდნენ და მეფე ერეკლეს სასახლის ბურჯზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.