კახა კალაძე შს მინისტრის გადაწყვეტილებას, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლის შესახებ, ღირსეულს უწოდებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.

„მინდა გამოვეხმაურო შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გადადგმულ ღირსეულ ნაბიჯს, მან დღეს პარლამენტს მიმართა თხოვნით- გამოვიდეს სიტყვით პლენარულ სესიაზე 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რა მოხდა რეალურად. მინდა მადლობა ვუთხრა გიორგი გახარიას ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. იყო გარკვეული გადაცდომები და ამის შესახებ სამართლებრივი მოკვლევა უკვე დაწყებულია. თქვენ იცით, რომ 10 სამართალდამცავს უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება. თუ გამოვლინდება ძალის გადამეტების ფაქტი, ამას, რასაკვირველია, მოჰყვება სათანადო რეაგირება,“-აღნიშნა კახა კალაძემ.


გიორგი ვოლსკი ვანო მერაბიშვილზე: მთელმა მსოფლიომ იცის, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და შემაძრწუნებელი იყო

„ძალიან სერიოზული ლუსტრაცია მოხდა. გიგა ბოკერიამ გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც საკმაოდ სერიოზულ კითხვებს ბადებს. მან გამოაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი. ამ დროს მთელმა მსოფლიომ იცის, სტრასბურგიდან დაწყებული და დამთავრებული საქართველოს ნებისმიერი პატარა სოფლით, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო და იმდენად შემაძრწუნებელი, რომ მეხსიერებიდან არავის ამოსდის“, - განაცხადა TV პირველის ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანაზე: შემომთავაზეს მეთქვა, რომ მოხდა ჟვანიას მკვლელობა და მემხილებინა სააკაშვილი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მის ციხიდან გაყვანას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა.  

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

ვანო მერაბიშვილი: შეუძლებლად მიმაჩნია ჩემი დანიშვნა რომელიმე მინისტრის პოსტზე

"ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრად მუშაობდა, მინისტრად ვერ იმუშავებს", -ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მის მიერ სამთავრობო უწყებებში მაღალი თანამდებობის შესაძლო დაკავების შესახებ. 

ნათია თურნავა: მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დავუდგებით გვერდში ინოვაციურ საქმიანობასა და ახალ ტექნოლოგიებს

„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“.

კახა ლაკაძე: ლაშა ტალახაძე მომავალი თაობისთვის შრომის, თავდადებისა და წარმატების მაგალითია

თბილისი მერი კახა კალაძე სპორტსმენ ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად მესამედ აღიარებას ულოცავს.

ნინო ცავიაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. 

ქალაქ ლაგოსთან მეკობრეებმა ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს, რა დროსაც ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს. 

„შემოქმდებითი ევროპის“ მხარდაჭერით საქართველოში კინოსაგანმანათლებლო ონლაინ აპლიკაცია იარსებებს

მრავალფუნქციურ სივრცეში „ტერმინალი“ ეროვნული კინოცენტრი საზოგადოებას წარუდგენს კინოსაგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმას, რომელი ცევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას დესტრუქციული დღის წესრიგი აქვს

„მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით“.

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს

„2019 წელი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური გუნდი აშენებს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც წარმოუდგენელია ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის გარეშე".

„ფრესკომ“ შრომითი უფლებების დარღვევის უარყოფაზე სასამართლო დავა წააგო

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია „ფრესკოს“ სარჩელი Facebook-ის გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორ გიორგი ლაბაძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით.

ახალგაზრდა აქტივისტები ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აქციას მართავენ

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. 

ქუთაისში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა

ქუთაისის სპორტის სასახლეში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა.

აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან „შუა დერეფნის“ გაციფროვნების შესაძლებლობებზე ისაუბრა

შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მახტარ დიოპთან.

ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიოს მხრიდან ვხედავთ

"კიბერშეტევა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა".

რუსეთის საგარეო უწყება კიბერშეტევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ოფიციალური მოსკოვი კიბერშეტავასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს.

ავსტრალია საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობს

ავსტრალიის მთავრობა უერთდება საერთაშორისო პარტნიორებს და გმობს საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ განხორციელბულ კიბერშეტევას.

გიორგი ვოლსკი: ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი

„ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი“ ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას.

გიორგი გახარია რუსულ კიბერშეტევაზე: ეს შეუწყნარებელი აქტი ჩვენი სუვერენიტეტითვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად

"საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას".

ესტონეთი საქართველოს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის გამო მხარდაჭერას უცხადებს

ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის გამო.