რუსეთს საქართველოში იგივე გეგმები არქვს, რაც სირიასა და უკრაინაში ჰქონდა?!

უკრაინის გენშტაბის ყოფილი სარდალი ვოლოდიმირ ზამანა სოციალურ ქსელში რუსეთ–საქართველოს შორის დაძაბულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოსთან მიმართებაში კრემლის შესაძლო გეგმებზე საუბრობს.

M2B უკრაინელი გენერალ–პოლკოვნიკის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„თბილისში განვითარებულ მოვლენებს თვალს ვადევნებ. საქართველოში რუსეთის დელეგაციის ქმედებებს ვაფასებ არა მხოლოდ ისეთად, როგორიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აუცილებელ დაგმობას იმსახურებს, არამედ ისეთად, რომელსაც ხელეწიფება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა.


დუმის დეპუტატის ქმედებები – იმ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესაძლებლობები გახსნა და უცხო ქვეყნებში ჩვენი ქვეყნის დანაწევრებას აგიტირებდა, – პროვოკაციული და მიუღებელია.


ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, კრიზისის დარეგულირების მიზნით პოლიტიკურ პროცესზე გადავიდნენ. დღეს მთავარია – ქვეყნის მმართველობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. აღვიქვამ რა რუსეთის ქმედებებს – და აქ სრულად ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს – ეს არის ჩვენთვის, უკრაინელებისთვის მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის აქტის დასაწყისი.


მიუღებელია, როდესაც აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელი – სახელმწიფოსი, რომლის ჯარებმა მიიტაცეს ტერიტორიები, ათობით ათასი ქართველის და უკრაინელის სიცოცხლე შეიწირეს, ცდილობს ჩვენი მეგობრის საშინაო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას, დაპირისპირების, კონფლიქტის პროვოცირებას, თუმცა უკვე რუსული სცენარით. მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ვითარების დასამშვიდებლად და იმისათვის, რომ ვერ გამოიყენოს მტერმა ჩვენი მეგობარი ხალხის გასაგები განწყობები ქვეყნის შიგნით ვითარების ასარევად.


ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაძაბვისა და რეგიონში აშშ–რუსეთს შორის კონფრონტაციის გაძლიერების ფონზე, საქართველოში რუსეთის ფედერაციის ქმედებები ნიშნავს, რომ მას სურს აქ ხელოვნურად შექმნას წინაპირობები დასავლეთისთვის მეორე ფრონტის გასახსნელად. ასე იქცეოდა რუსეთი სირიაში, რათა აეძულებინა ცივილიზებული სამყარო, შეესუსტებინა გავლენები უკრაინის ევროატლანტიკურ პროცესებზე. მას ეს არ გამოუვიდე! მწამს, რომ არც ახლა გამოუვა.


დაბოლოს, მინდა, რომ ჩემი ხმა ჩვენმა მეგობარმა ქართველებმა გაიგონონ. ჩვენ თქვენს ნებისმიერ არჩევანს დავუჭერთ მხარს. თუმცა, გთხოვთ: არ წამოეგოთ კრემლის პროვოკაციას. ყველაფერი გააკეთეთ, რაც თქვენს ძალებშია, რომ შეინარჩუნოთ ტერიტორიული მთლიანობა, თქვენი მიწები აგრესორი ქვეყნის კლანჭებიდან. უკრაინელები ყოველთვის მთელი გულით იქნებიან თქვენთან“.


ხვალ პარლამენტში ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

ხვალ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

ქუთაისში ბაზარი იწვის

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბაზარი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. 

ჩინეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი პრეპარატის წარმოება დაიწყო

ჩინეთში, ქალაქ ტაიჩჟოუში შექმნეს პრეპარატი, რომელიც, პოტენციურად, ადამიანებს კორონავირუსისგან განკურნავს. 

სოფელ ჭუბერში მამაკაცი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა.

მინისტრის განმარტება - ეკატერინე ტიკარაძე საპარლამენტო კომიტეტზე ვიზიტის გადადებას ითხოვს

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ვიზიტის გადადებას მარტის ბოლომდე ითხოვს“, - ამის შესახებ ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა  და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში

"ჩვენ, გერმანელებმა - როგორც ევროპელებმა, უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში",-ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთიმ განაცხადა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 66-107კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მეუფე გრიგოლ კაცია: მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ის მეუფე პეტრესთვის ხარისხის დაბრუნების მომხრეა, თუკი პეტრე ცაავა მოინანიებს. 

დავით ზალკალიანი: საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა შეაჯამა.

ამერიკამ სირიაში სამხედრო ტექნიკა გაგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან სირიაში სამხედრო ტექნიკის კოლონა გაგზავნა.

ეკოლიდერთა სკოლა მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 9-13 მარტის სკოლაში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.

თელავში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა

თელავში საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლელომ" რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა. 

ბაღდადში ამერიკული სამხედრო ბაზა დაიბომბა

ბაღდადში ამერიკის საელჩოსა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციური სამხედრო ძალების ბაზასთან, საჰაერო თავდასხმების შედეგად, აფეთქებები მოხდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში შეხვედრები დაასრულა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა.

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

გუდაურში მკვლელობა მოხდა

გუდაურში გამთენიისას ერთი ადამნიანი მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრილია. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად შესყიდული სახლი მოინახულა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წყალტუბოს სოფელ ხომულში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულეს.