პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გააცნო

დღეს 10:00 საათზე ნიკანორ მელია პროკურატურაში იყო დაბარებული.

საქართველოს პარლამენტის წინ 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში დღეს 10:00 საათზე ბრალდების წარდგენის მიზნით დაბარებული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი  ნიკანორ მელია.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელიას ჰქონდა გამოცხადების ვალდებულება, მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც დადგენილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ, გაეცნო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს.  

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების მიერ  მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის, ნიკანორ მელიას მიმართ პროკურატურამ ბრალდების დადგენილება 2019 წლის 25 ივნისს გამოიტანა.

ბრალდებულს ან/და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებები გადაეცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში - ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად,  გენერალურმა პროკურატურამ უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად კანონით გათვალისწინებული თანხმობის მიღების წინადადებით.


ავარია ნიგვზიანთან - დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

ქეთევან ციხელაშვილი: ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ

„ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები  უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ“.

ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ, ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბარათაშვილის ხიდზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ქეთევან ციხელაშვილი: დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

"მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".

რუსეთში 16 წლის მოზარდმა ოჯახის ხუთი წევრი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

რუსეთში მოზარდმა დედა, პატარა და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

გიგლა ბარამიძე იმედის ფილმზე - სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით „იმედის" ეთერში გასულ ფილმს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სენაკში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სენაკში, სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანია დაღუპული. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

18 აგვისტო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა.

არჩილ თალაკვაძე: გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან

"24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!".

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ემსხვერპლა. ავარია გუშინ ღამე მოხდა.

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ვაკის მაჟორიტარი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

სალომე ზურაბიშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა

"24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით წერს.

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.

მალხაზ და მედეა მაჩალიკაშვილები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედეა მარგოშვილი ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მათი შვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა, რომლებმაც შურისძიების მოტივით მოქალაქის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თბილისსა და რუსთავში ფილმის „Fast and Furious 9“ გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - დაკავებული რვავე პირი ცხინვალის იზოლატორშია

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 7 ადამიანი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.