პროკურორი: კანონი ავალდებულებს პირს, გირაოში ყოფნის დროს დაიცვას კანონი, თუმცა მელია ბრალის გასაცნობად არ გამოცხადდა

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ ნიკანორ მელია ბრალის გასაცნობად არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამას კანონი ავალდებულებდა.

დეპუტატ ემზარ კვიციანის შეკითხვა, ხომ გამოცხადდა ნიკა მელია დღევანდელ სხდომაზე და რა საჭიროა მისთვის პატიმრობის შეფარდება, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა:


„კანონი ავალდებულებს პირს, დაბარებისთანავე გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოში, გაეცნოს დადგენილებას ბრალდების შესახებ. თუმცა, ნიკა მელია არ გამოცხადდა. კანონი ავალდებულებს პირს, რომ გირაოში ყოფნის დროს უნდა დაიცვას კანონი, თუმცა მან კანონი არ დაიცვა. აქედან გამომდინარე, მოცემული სამართლებრივი სივრცე და შესაძლებლობები, ის მექანიზმები, რომლებიც არსებობს კანონმდებლობაში, სხვა გამოსავალს ამ ეტაპზე არ იძლევა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სასამართლო აუცილებლად გამოიყენებს პატიმრობას. ჩვენ გთხოვთ, მოგვცეთ შესაძლებლობა, რომ მივმართოთ სასამართლოს და სასამართლომ იმსჯელოს. რას გადაწყვეტს სასამართლო, ეს სასამართლოს შესაფასებელია“. - განაცხადა გულუაშვილმა.


ამ წუთებში პარლამენტის პლენალურ სხდომაზე ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.


ირაკლი კობახიძე: წინ ვართ დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა

„წინ ვართ დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ტვ იმედის“ ეთერში განაცხადა.

შემოსავლების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის შეთავაზება, 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, უმრავლესობისთვის მისაღებია

ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში მოხდა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეთანხმების მიღწევის ძალიან დიდი რესურსი არსებობს, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერი ოპოზიციასთან დიალოგზე: ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ კონსენსუსს ეყრდნობა

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს, ვინ უფრო მოტივირებულია, მსგავსი კონსენსუსისა და შედეგის მიღწევისთვის".

დავით ჩიხელიძე ოპოზიციას: შეხედეთ თქვენს დროს არსებულ რეიტინგებს და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა სფეროში წინსვლა გვაქვს!

„შეხედეთ თქვენს დროს არსებულ რეიტინგებს და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა სფეროში წინსვლა გვაქვს!“  – აცხადებს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრისას.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ღია კარის დღე გამართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების, ბაღების და სპორტკომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა.

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრაზე ვირუსის მართვისა და პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს.

კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ექიმმა ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

 

ტექნიკური უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტი ნატოს საგრანტო პროექტში ჩაერთვება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები ნატოს საგრანტო პროექტში ჩაერთვებიან.

სოფო კილაძე: ევროპელი პარტნიორების შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა "ბავშვის კოდექსის" სახით პროგრესული დოკუმენტი მიიღო 

როგორი უნდა იყოს ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის და როგორ უნდა მიუდგეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს სახელმწიფო, სწორედ ამ საკითხებზე ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის განთავსებისა და ინტეგრაციული განათლების ინსტიტუტსა და სამსახურს ესტუმრნენ.

ჟურნალისტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება შეეზღუდებათ 

მედიის წარმომადგენლებს, უსაფრთხოების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება შეეზღუდებათ. ამის შესახებ კორონავირუსის თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

100 აშშ დოლარი 1,14 ლარით გაძვირდა

27 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8042 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.14 თეთრი შეადგინა.

TI-ს ანგარიშში მობილური ინტერნეტ აბონენტების შესახებ 11%-15%-იანი ცდომილებებია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ანგარიში გამოაქვეყნა. 

​პრეზიდენტი: ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.

ბაგრატიონის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N61-ში სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაციონალები“ და მათი განშტოებები ზნეს არ იცვლიან. შეხვედრიდან გამოსულებმა ტყუილებისა და ლანძღვის კორიანტელი დააყენეს

მმართველი პარტია თანხმდება პრინციპს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში, არავის ექნება მარტოდმარტო მთავრობის დაკომპლექტების საშუალება, თუმცა მგონია, რომ ამაზე არ წავა ოპოზიცია და ამას გააკრიტიკებს სამოქალაქო სექტორი. იტყვიან, არც 40-41% არ არის საკმარისი მთავრობის შესაქმნელადო,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

Wizz Air-მა 12 მარტიდან 2 აპრილამდე ქუთაისი-მილანის რეისები გააუქმა

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმე რეისი გააუქმა, რამდენიმე ქალაქის მიმართულებით კი რეისების რაოდენობა შეამცირა.

ანდრონიკაშვილის მეორე შესახვევში გზის საფარი მოეწყო 

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება 

საქრთველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

თბილისის ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მორიგ პროექტს იწყებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მორიგ პროექტს იწყებს. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. 

მამუკა მდინარაძე: რუსეთის მიზანია ქართული სახელმწიფო მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ამყოფოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლის გატაცებას გამოეხმაურა.