საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია AIR MALTA-მ დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია "AIR MALTA"-მ დაიწყო. პირველი რეგულარული რეისი მალტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 06:30 წუთზე Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდა. 

საინაუგურაციო რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით საზღვარზე ქართული ღვინო და ქართული წარმოების ჩირი ,,ჩიკორი“ დაურიგდათ. მალტაზე გაფმრენ მგზავრებს კი ავიაკომპანიის ბრენდირებული სუვენირები.


საქართველოს ავიაბაზარზე ეარ მალტას ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით აეროპორტის ტერმინალში საზეიმო დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, ავიაკომპანია AIR MALTA-ს მარკეტინგის მენეჯერმა მარიონ პეისიმ, ტავ ჯორჯიასა და ინტერკო თრეველ ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც საქართველოში ეარ მალტას კომერციული წარმომადგენლები არიან. რეგულარული რეისები მალტადან თბილისის მიმართულებით  ხუთშაბათობით შესრულდება. 


,,საქართველოს აეროპორტების დირექტორის“ გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ევროკავშირიდან ახალი ბაზრების ათვისებას.


,,ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ბაზარზე. განსაკუთრებით გვახარებს ევროკავშირის ქვეყნებიდან ასეთი პროცესები. დღეს დაიწყო საქართველოში ოპერირება ავიაკომპანია AIR MALTA”-მ, რომელიც ერთმანეთთან არამხოლოდ საქართველოსა და მალტას დააკავშირებს, არამედ ათეულობით ქვეყანას, განსაკუთრებით კი იტალიას, სადაც ავიაკომპანია ოპერირებს. დღეიდან მგზავრებს საშუალება ექნებათ კომფორტული და თანამედროვე AIRBUS A 320 ტიპის ავიალაინერებით იმოგზაურონ საქართველოში", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საავიაციო სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს სწორად პოზიციონირებისთვის. სწორედ მსგავსი აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარს „AIR MALTA“-ს  სახით კიდევ ერთი ავიაკომპანია შეემატება.


ავიაკომპანია “AIR MALTA” 1974 წლის აპრილიდან ოპერირებს. მისი სათაო ოფისი მალტას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის 39 მიმართულებით ასრულებს.


 


 


ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მეტროსადგურ "სამგორში" ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მკურნალობას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგ საყოველთაო-სახალხო განხილვას დღეს  ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის რელსებში ჩავარდა

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის რელსებში  ჩავარდა.

 

 
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია (ფოტოები)

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სალომე ზურაბიშვილი: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოების პასუხისმგებლობაცაა

პრეზიდენტმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ცაიშის სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

ზაზა გაბუნია: პროპორციული სისტემა არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივებს მიმართა.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები: ე.წ. სასაზღვრო პუნქტების დახურვა ვითარების ესკალაციას იწვევს

„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადამსვლელი პუნქტების დახურვა, დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას".

მაშველებმა მიწის მასიდან გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს

ჭავჭავაძის 32 ნომერში იწის ქვეშ მოყოლილი მუშის ამოყვანის სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

17 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მეგი ნიკოლსონს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტს, მეგი ნიკოლსონს შეხვდა.

 

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეების მობილურ ტელეფონებს თაღლითურად დაეუფლა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს.

 

 
თბილისში 34 წლის კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში 34 წლის კაცი ცემით მოკლეს. შემთხვევა დღეს, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 
ჭავჭავაძის გამზირზე მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა

ჭავჭავაძის 32 ნომერში, მიწისქვეშა სამუშაოების შესრულების დროს, მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

უკრაინაში, ქალაქ დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლაში „ქართული სული“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ქუთაისში რამდენიმე კაცი ქალის სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადეს.

 
ტუნისში რიგით მეორე თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.