მთავრობა მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს

მთავრობა მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, ხოლო ახლების მშენებლობის გარანტად  სახელმწიფო დადგება.

აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს დღევანდელ შეხვედრაზე გააცნო.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, სადაც მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული და ხელისუფლების ამოცანაა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები.


სწორედ ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მცირე სასტუმროებისთვის სესხების პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება, ხოლო საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პრიორიტეტიმიენიჭება ტურიზმის ინდუსტრიას და სასტუმრო ბიზნესს,რათა განვითარებისა და გაფართოების ახალიპროექტები არ გაჩერდეს.


ბიზნესის წარმომადგენლებთან საუბრისას განხილული იყო სხვა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც ხელისუფლება გეგმავს, რათა ტურიზმის ბიზნესისთვის შესაძლო ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს.


მათ შორისაა აგრესიული მარკეტინგული კამპანია ქვეყნის უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისა და  ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო გაზრდისთვის. ამავდროულად, გაკეთდება ყველაფერი ტრადიციული ბაზრების შესანარჩუნებლად.


პრემიერმა და ბიზნესასოციაციის წევრებმა ბიზნესისთვის საინტერესო სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდნენ.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

 
SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა

ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა.

თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს შეხვედრა გაიმართება

თბილისი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის რეგიონულ შეხვედრას 2019 წლის 17 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მასპინძლობს.

განათლების მინისტრი: „ევროპული ხარისხი განათლების სფეროში - ეს ჩვენი სტრატეგიაა“

განათლების რეფორმის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და ახლო მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირებისთვის მადლობა გადაუხადა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.

ასპინძაში ყირიმ კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ასპინძაში 30 წლის მამაკაცი ყირიმ კონგოს ჰეპორაგიული ცხელების დიაგნოზით გარდაიცვალა. გ.ნ-ს დაავადების გადამტანმა საქონლის ტკიპამ უკბინა.

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

დღეს,საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, Microsoft-ის ხელოვნურ ინტელექტზე ქართული ენის შესახებ.

ფულადი გზავნილების მოცულობა ევროკავშირიდან 24.8%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით $146.4 მლნ-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლარი მცირედით გაუფასურდა

16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.01 თეთრი შეადგინა.
  

კახა კალაძე: "როგორც მოსახლეობას შევპირდით, ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა"

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, დღეს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთად აღნიშნეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება

17 სექტემბერს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.

თბილისის მერმა ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილება მიიღო

ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება.

სოფიო ქაცარავა: „ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა“

„ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა“.

საბურთალოს გამგეობა და პრაღა 3 ქალაქის განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებენ

საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მუნიციპალიტეტ პრაღა 3-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ბეწვის ხიდზე დავდივართ და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება თვლის, რომ ამ გზაზე დაბრკოლებების შექმნა არ არის საჭირო“

"ჩვენ დავდივართ ბეწვის ხიდზე და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება თვლის, რომ ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა, საჭირო არ არის“.

გიორგი გახარია : ვისაუბრეთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა მაღალი იყოს

გიორგი გახარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში  ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.

კრეატიული ეფექტურობა - სიახლე Ad Black Sea 2019-ზე

რამდენიმე დღე რჩება უკვე ტრადიციად ქცეული, საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის Ad Black Sea 2019-ის გახსნამდე.

საქართველოს ელჩმა სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სალვა კირ მაიარდიტს.