აფხაზეთში ავარია მოხდა - ათამდე ადამიანი ჰისპიტალიზირებულია, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები

ოკუპირებულ აფხაზეთში, პიცუნდაში სამარშუტო ტაქსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 9 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები არიან.

მედიის ინფორმაციით, სამარშუტო ტაქსიში სულ 15 მგზავრი იმყოფებოდა.


ჰოსპიტალიზირებულთა შორის რუსეთის 7 მოქალაქეა, მათ შორის ბავშვები არ არიან.


მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


გაეროს ოფისთან 10 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ვაკეში, გაეროს ოფისთან 10 დეკემბერს 12:30 საათზე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

"წინანდლის პრემიის" ლაურეატები 10 დეკემბერს გამოვლინდებიან

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 10 დეკემბერს 19:00 საათზე "წინანდლის პრემიის" ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

გიორგი ვოლსკი: ჩვენი ამოცანაა, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ქმედუნარიანი

„ჩვენ ვხედავთ, რომ უზენაესს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა ჩვენი ამოცანა მაინც არის ის, რომ საუკეთესო კანდიდატურები შევარჩიოთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ იყოს სასამართლო იყოს ქმედუნარიანი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ომბუდსმენი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შიშები გვაქვს

"შიშები გვაქვს იმასთან დაკავშირებით როგორი იქნება ექიმ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა",- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

რიმა ბერაძე ჩუღურეთში მცხოვრებ 10 წლის კესარიას ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ტრადიციული კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პატარები დეპუტატს საახალწლო სურვილებს უგზავნიან.

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ძალიან მძიმე და მტკივნეულია 

„ყველა შესაძლო არხი ჩართულია ოსურ და რუსულ მხარეებთან, კერძო პირებით დაწყებული, რუსეთის ფედერაციასთან ყველა ოფიციალურ დონეზე  კომუნიკაციით დასრულებული“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნასთან დაკავშირებით გააკეთა.

საპატრიარქო: დავით გარეჯში შემავალი "უდაბნოსა" და "ჩიჩხიტურის" მონასტერთა საკითხი გადაუჭრელი რჩება 

საპატრიარქო დავით გარეჯის საკითხს ეხმაურება.

მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთთან დაკავშირებით WADA-ს რეკომენდაციას გაითვალისწინებს

WADA სრულად აკონტროლებს სპორტულ ღონისძიებებზე დოპინგთან დაკავშირებულ საკითხებს და სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს იღებს, რომელსაც შემდგომ მსოფლიო სპორტული ორგანიზაციები ითვალისწინებენ.

Saudi Aramco ეფლის $500 მლრდ-ით უკან ჩამოტოვებას გეგმავს

როგორ პორტალი M2B წერს საუდის არაბეთის უდიდესი სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco 11 დეკემბერს ბირჟაზე გასვლას გეგმავს, რის შემდეგაც ის დღეს არსებულ უძვირეს კომპანია Apple-ის უკან, სავარაუდოდ, $500 მლრდ-ით ჩამოიტოვებს.

 
ლევან გოგიჩაიშვილი დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ თვითრეგულირებას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის თანაავტორია, მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების პრეცედენტით ბიზნეს სექტორმა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფომ.

თამარ ჯაფარიძე Europabet-ის სოციალურ კამპანიაზე: ეს არის ტემპერატურის დასაწევად დაწყებული პროექტი

საზოგადოებრივი მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე „ევროპაბეთის“ მიერ სოციალური პროექტის - „პასუხისმგებლიანი თამაშის“ წამოწყებას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ეს ნაბიჯი დაგვიანებული და არასაკმარისია.

10 დეკემბერს მეგზევის დღე აღინიშნება

10 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, მეგზევის დღე აღინიშნება.

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 10 დეკემბერს, თბილისის რამდენიმე უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე: უზენაესის მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზეც იმსჯელეს.

ივანე მაჭავარიანი: გადამხდელს საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ გადამხდელს საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება.

მამუკა მდინარაძე: უმრავლესობის სხდომაზე სამ ძირითად საკითხზე ვიმსჯელეთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დამთავრების შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებს.

თსუ-სა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ერთობლივ პროფესიულ და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. 

ანრი ოხანაშვილი: პოზიციები დავაახლოვეთ და 2-3 დღეში საზოგადოებას გადაწყვეტილებას გავაცნობთ

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომაზე  იმ საკითხზე იმსჯელეს, რომელიც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს.

აბაშიძე რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შესაძლო გახსნაზე: ასეთი ცენტრი არ იხსნება

"ჩვენი ინფორმაციით ასეთი ცენტრი არ იხსნება",- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შესაძლო გახსნას ეხებოდა.  

ლარი 0.2 თეთრით გამყარდა

9 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9446 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 2.9466 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა.

მამუკა მდინარაძე: "ნაციონალური მოძრაობა" მგონი მხედრიონს ქმნის

„ცალკე იურიდიული ჯგუფის შექმნა, რომელიც სამართალდამცავის ფუნქციებს შეითავსებს, სრული მარაზმია“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას იურისტთა ჯგუფის შექმნაზე, რომელიც 20 ივნისიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე იმ სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს გამოავლენს, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ.