ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას “საქართველოს ევროპული გზა" უმასპინძლებს

ბათუმი 11-12 ივლისს საერთაშორისო კონფერენციას “საქართველოს ევროპული გზა” უმასპინძლებს.

წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩევა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10წლისთავს ეძღვნება.


ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვევიან, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთამინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, სომხეთისსაგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთამინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელროტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიისა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნები, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.


ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციას - „ღირებული თანამშრომლობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები” 11 ივლისს მისასალმებელი სიტყვით გახსნის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე,ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.


კონფერენცია ორი დღის განმალობაში გაგრძელდება და სხვადასხვა თემატურ სამუშაო სესიაზე მონაწილეები შეაფასებენ “აღმოსავლეთ პარტნიორობას”, ათწლეულის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ახალ იდეებს ევროპული ინტეგრაციის პროცესისწინსვლისათვის და იმსჯელებენ სამომავლო ნაბიჯებზე.


მასშტაბური კონფერენციის პირველი სესია სწორედ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” შექმნას და ამ სტრატეგიული პროექტის ეფექტიანობას მიეძღვნება.შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 6 პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, უკრაინის,საქართველოსა და სომხეთის) თაოსნობით შეიქმნა და ამოქმედდა შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივა - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, რომლის მიზანიც ევროკავშირთან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აჩქარებული პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და მათევროკავშირთან მეტი დაახლოებისთვის გზა გაუხსნა. აღსანიშნავია, საქართველომ სრულად გამოიყენა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიერშემოთავაზებული შესაძლებლობები, მათ შორის ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება, ევროპისენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს წევრობა და სხვა.


ორდღიანი კონფერენციის მომდევნო ცხრა თემატურ სესიაზე განხილულ იქნება “აღმოსავლეთ პარტნიორობის”, როგორც ევროკავშირის საგარეოპოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის განვითარება, დემოკრატიული ტრანსფორმაცია სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში, შავიზღვის უსაფრთხოება, ჰიბრიდული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. კონფერენცია შემაჯამებელი სესიით 12 ივლისს დასრულდება,სადაც იმსჯელებენ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.


„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღსანიშნავ კონფერენციაში მონაწილოებას ასევე მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიურიწრეების, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები.


ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან ტარდება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია წინაწლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც შინაარსით, ისე მისი უპრეცედენტო მასშტაბით და მონაწილეთა დონით.


აღსანიშნავია, საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად ბათუმში ასევე გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი საინვესტიციოფორუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას,ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრისთანაორგანიზებით იმართება. ფორუმში მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე რამდენიმე ქვეყნის,მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილიბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალირანგის წარმომადგენლები. ფორუმი 11 ივლისს გაიხსნება.​


 


ბერიკა შუკაკიძე: კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. 

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

დავით ზალკალიანი: აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა 

„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“.

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა

ჯანდაცვის  სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის  1 რეანიმობილი  განათავსა.

ანდრეიჩენკომ და ბახტაძემ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.

 

საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო.

საყავრეში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ჩუღურეთის რაიონში სულიაშვილის N8-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები საქართველოს დაცული ტერიტორიების ორ ბუნების ძეგლს - მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების'' დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.

ანაკლია-განმუხურში Echowaves Festival გაიხსნა

განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves 22 აგვისტოს, საღამოს 5 საათზე გაიხსნა. წუხელ ფესტივალის სტუმრებისთვის ერთ-ერთმა ჰედლაინერმა ნინა კრავიცმა დაუკრა.

მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

24 აგვისტოს მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის საინტერესო და სახალისო გასართობი აქტივობები გაიმართება.

საქართველოს გენერალური კონსული ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

მაინის ფრანკფურტში  გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან,  ლუსია პუტრიხთან შეხვედრა გამართა.

ტიხონოვის და მარჯანიშვილის ქუჩებზე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სადაც დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

Wizz Air ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით რეისებს ამატებს

Wizz Air საქართველოში, ქუთაისიდან ორი ახალი ქალაქის, Wizz Air ფრენების დაწყებას აანონსებს.

ბელარუსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით დღეს ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია.

ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემა ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს.