ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცები და მათი დამქაშები ცდილობენ, რუსი ტურისტების ნაცვლად რუსი ჯარისკაცები შემოვიდნენ საქართველოში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სანქციებს აფასებს და წერს, რომ ამ დღეებში მიმდინარე პროცესები, უკვე ცალსახად, საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზარალებელი გახდა.

მისი თქმით, ნაცებმა და მათთან ასოცირებულებმა კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, კვლავ ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვალონ.


„ამ დღეებში მიმდინარე პროცესები, უკვე ცალსახად საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზარალებელი გახდა: შემცირდა ლარის ღირებულება და ქვეყნის შიდა პროდუქტი (2%), საკურორტო სეზონი ჩავარდნის პირასაა, შემცირდა ტურისტებისა და ინვესტიციების რაოდენობა.


აქციები, რომლებიც ანტისაოკუპაციო და ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებითა შეფუთული, რეალურად ნაციონალებისა და ევრონაცების ლიდერების (ბოკერია, სააკაშვილი, გვარამია, გაბუნია) ხელშეწყობითა და ხელმძღვანელობით იმართება. ვითომ ანტისაოკუპაციო ლოზუნგებით ცდილობენ დაძაბულობის მუხტის შენარჩუნებას, ბაქიბუქობენ ტელეეკრანიდან, ფრონტის ხაზიდან გაქცევა კარგად ეხერხებათ (გავიხსენოთ 2008 წელი, როგორ შეატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის ჯარს, როგორ მიატოვეს ჯარისკაცების ცხედრები...), მიტინგებიდანაც მშვენივრად იპარებიან, როგორც კი საფრთხეს ხედავენ (იქნებ ვინმემ ნახა ერთი ოპოზიციური ლიდერი, რომელსაც მიტინგის ღამეს თუნდაც თეთრი პერანგი ჰქონოდა დასვრილი?).


იმ დროს, როცა ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, ნაცები და მათი დამქაშები ცდილობენ, რუსი ტურისტების ნაცვალად რუსი ჯარისკაცები შემოვიდნენ საქართველოში.
ნაცებმა და მათთან ასოცირებულებმა კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, კვლავ ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვალონ.


საჭიროა ყველამ გონებას მოუხმოთ, ემოციები დავიოკოთ და გავიაზროთ, რა პროცესების პროვოცირებას ცდილობენ რადიკალური ძალები და დასკვნები გამოვიტანოთ“. - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკპოსტში.


ხვალ პარლამენტში ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

ხვალ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

ქუთაისში ბაზარი იწვის

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბაზარი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. 

ჩინეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი პრეპარატის წარმოება დაიწყო

ჩინეთში, ქალაქ ტაიჩჟოუში შექმნეს პრეპარატი, რომელიც, პოტენციურად, ადამიანებს კორონავირუსისგან განკურნავს. 

სოფელ ჭუბერში მამაკაცი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა.

მინისტრის განმარტება - ეკატერინე ტიკარაძე საპარლამენტო კომიტეტზე ვიზიტის გადადებას ითხოვს

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ვიზიტის გადადებას მარტის ბოლომდე ითხოვს“, - ამის შესახებ ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა  და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში

"ჩვენ, გერმანელებმა - როგორც ევროპელებმა, უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში",-ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთიმ განაცხადა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 66-107კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მეუფე გრიგოლ კაცია: მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ის მეუფე პეტრესთვის ხარისხის დაბრუნების მომხრეა, თუკი პეტრე ცაავა მოინანიებს. 

დავით ზალკალიანი: საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა შეაჯამა.

ამერიკამ სირიაში სამხედრო ტექნიკა გაგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან სირიაში სამხედრო ტექნიკის კოლონა გაგზავნა.

ეკოლიდერთა სკოლა მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 9-13 მარტის სკოლაში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.

თელავში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა

თელავში საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლელომ" რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა. 

ბაღდადში ამერიკული სამხედრო ბაზა დაიბომბა

ბაღდადში ამერიკის საელჩოსა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციური სამხედრო ძალების ბაზასთან, საჰაერო თავდასხმების შედეგად, აფეთქებები მოხდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში შეხვედრები დაასრულა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა.

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

გუდაურში მკვლელობა მოხდა

გუდაურში გამთენიისას ერთი ადამნიანი მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრილია. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად შესყიდული სახლი მოინახულა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წყალტუბოს სოფელ ხომულში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულეს.