არჩილ თალაკვაძე: თუ პოლიტიკურ პარტიებს სურთ, მიიღონ მონაწილეობა პროპორციულ არჩევნებში და აჩვენონ, რა სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლიათ საქართველოსთვის

პოლიტიკურ პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა პროპორციულ არჩევნებში და აჩვენონ, რა სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლიათ საქართველოსთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ეს არჩევნები ვერ მოხდება ისე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“  დაიტოვოს ოპოზიციაში ექსკლუზივი და სხვა პარტიები აიძულოს, რომ მხოლოდ მასთან ერთად გაფორმდნენ ფურცელზე, გაფორმდნენ ბლოკში და შექმნან რაღაც ფიქტიური გაერთიანებები და ისე მოიპოვონ ადგილები პარლამენტში“,- განაცხადა თალაკვაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით  აღნიშნა, რომ ყველა პარტიას თანაბარი სასტარტო პირობები ექნება.


„ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ ჩავატაროთ 2020 წელს პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით. თუ პოლიტიკურ პარტიებს და ამ პარტიასაც, სურთ მონაწილეობა, თუ მათ მართლა სჯერათ, რომ არიან პოლიტიკური პარტია, აქვთ იდეოლოგია და ჰყავთ მიმდევრები და მხარდამჭერები, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, კეთილი ინებონ და აჩვენონ პროპორციულ არჩევნებში, თანაბარ სასტარტო პირობებში თუ რა შეუძლიათ მათ რეალურად და რა სასიკეთო ცვლილებების, თუ ასეთი შეუძლიათ, მოტანა საქართველოსთვის. მაგრამ, ეს არჩევნები ვერ მოხდება ისე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვოს ოპოზიციაში ექსკლუზივი და სხვა პარტიები აიძულოს, რომ მხოლოდ მასთან ერთად გაფორმდნენ ფურცელზე, გაფორმდნენ ბლოკში და შექმნან ფიქტიური გაერთიანებები და ისე მოიპოვონ ადგილები პარლამენტში. ასე ვერ მოხდება. ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება თანაბარი სასტარტო პირობები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 


მისივე თქმით, ბუნებრივ უპირატესობაზე უარს ამბობს მმართველი პარტიაც, რაც დღეს არსებული შერეული სისტემით ჰქონდა.


„შეგახსენებთ, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მივიღეთ, როდესაც კონსტიტუცია შევცვალეთ. უბრალოდ, ეს იყო დაგეგმილი 2024 წელს. აქაც ჩვენ გვქონდა არგუმენტები და დღესაც გვაქვს თუ რატომ 2024, მაგრამ რადგან ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთა არის, მზად ვართ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღეს დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ მოვუსმინოთ ხალხს, შევასრულოთ ხალხის მოთხოვნა და ჩავატაროთ არჩევნები პროპორციული წესით ნულოვანი ბარიერით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​


ავარია ნიგვზიანთან - დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

ქეთევან ციხელაშვილი: ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ

„ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები  უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ“.

ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ, ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბარათაშვილის ხიდზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ქეთევან ციხელაშვილი: დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

"მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".

რუსეთში 16 წლის მოზარდმა ოჯახის ხუთი წევრი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

რუსეთში მოზარდმა დედა, პატარა და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

გიგლა ბარამიძე იმედის ფილმზე - სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით „იმედის" ეთერში გასულ ფილმს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სენაკში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სენაკში, სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანია დაღუპული. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

18 აგვისტო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა.

არჩილ თალაკვაძე: გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან

"24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!".

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ემსხვერპლა. ავარია გუშინ ღამე მოხდა.

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ვაკის მაჟორიტარი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

სალომე ზურაბიშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა

"24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით წერს.

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.

მალხაზ და მედეა მაჩალიკაშვილები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედეა მარგოშვილი ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მათი შვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა, რომლებმაც შურისძიების მოტივით მოქალაქის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თბილისსა და რუსთავში ფილმის „Fast and Furious 9“ გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - დაკავებული რვავე პირი ცხინვალის იზოლატორშია

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 7 ადამიანი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.