ნიკოლოზ მეტრეველი: საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ გაბუნიას უკან სააკაშვილი და, დიდი ალბათობით, რუსეთი დგას

ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ამ პროცესებში „ნაცმოძრაობის“ როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, გვარამიაც ან სააკაშვილიც საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, სწორედ რუსეთში მყოფ ადამიანებთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. შეიძლება ეს შკლიაროვი იყოს და მისი დაჯგუფება, რომელიც ვაშაძეს ეხმარებოდა.


„ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ შეგვიძლია, მტრული ძალა ვუწოდოთ. ნებისმიერი მოქმედება აწყობს ორ ძალას: თუნდაც პანკისის მოვლენები, თუნდაც ბათუმის მოვლენები გავიხსენოთ. ბათუმში რომ არეულობა იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ კიდევ მაშინ იკრიბებოდნენ პარლამენტის შენობასთან. ქვეყნის გარეთ არის რუსეთი, რომელსაც, ასევე, უნდა არეულობა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ეს არის ძალიან ლოგიკური ჯაჭვი, ეს ჯაჭვი იკვრება და არის ორკესტრირებული მოქმედება. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ კვირის გადაცემის ანონსი და დასაწყისი არ იცოდა გვარამიამ? ან სააკაშვილმა არ იცოდა? რა თქმა უნდა, ისინი ამის შესახებ საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი ამავე დროს, დიდი ალბათობით, სწორედ რუსეთში მყოფ ადამიანებთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. შეიძლება ეს შკლიაროვი იყოს და მისი დაჯგუფება, რომელიც ვაშაძეს ეხმარებოდა; შეიძლება ეს ადამიანები არიან, შეიძლება სხვა ადამიანები, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი, ძალიან ბინძური ავანტიურა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ წამოიწყო“,- განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.


ექსპერტის თქმით, მტერი არის ქვეყნის ქვეყნის შიგნითაც და თბილისიდან 20 კილომეტრში, ცხინვალსა და სოხუმში დაბანაკებული. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, რის წინაშე ვდგავართ.


„ეს ადამიანები, ეს ავანტიურისტები 20 ივნისს გასცდნენ წითელ ხაზებს. და ახლა არის მოქმედების დრო, გაჩერება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ მტერი არის ქვეყნის ქვეყნის შიგნითაც და მტერი არის თბილისიდან 20 კილომეტრში, ცხინვალსა და სოხუმში დაბანაკებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, რის წინაშე ვდგავართ. ნახეთ, როგორ დაგვარტყეს, დაგვარტყეს ეკონომიკაზე, ვხედავთ ლარის დევალვაციას და ეს ყველაფერი ამ ავანტიურულმა, მტრულმა მოქმედებამ გამოიწვია, რომელიც პირდაპირ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, თორემ გინებით რომ საქმე კეთდებოდეს, გინებით რომ პრობლემები გვარდებოდეს - ვინ დაგვასწრებდა ჩვენც გინებას, მაგრამ ამით საქმე არ კეთდება. ამით რა მივიღეთ, მივიღეთ ის, რომ ტურისტული სეზონი ჩაწვა, უამრავი სხვა საფრთხის წინაშე ვართ და გამოჩნდა, რომ პუტინიც კი მორალური უპირატესობით ამ უსინდისო საქციელის მერე. მინდა საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რომ ამის უკან არ დგას მარტო გაბუნია და მისი რამდენიმე პროდიუსერი, თუ ვინც უწერს ამ ტექსტებს; ამის უკან დგას სააკაშვილი და დგას დიდი ალბათობით სწორედ რუსეთი“, - განაცხადა მეტრეველმა.


შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“-ში ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ მონოლოგში რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.


23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

შიდა ქართლის ტყეში გაჩენილ ხანძარს 2 ვეტმფრენი, 10 სახანძრო და 170 მეხანძრე-მაშველი ებრძვის

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა რეალობად იქცა და ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება

2019 წლის 20 აგვისტოს, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი  დავით ფერაძე, ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი  ქვეყნებისა  და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ვაკეში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, პოლიტკოვსკაიას N8-ში და ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთან დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი განახლდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის N5 და N6 კორპუსებთან მდებარე სკვერი რეაბილიტირდა.

ფეისბუკმომხმარებელი მიხეილ სააკაშვილს: რომელ სანდოობაზეა საუბარი?..

„რომელ სანდოობაზეა საუბარი?..“ - ფეისბუკმომხმარებელი ავთანდილ კემულარია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. 

როგორ მივედით რეალობამდე, სადაც ქვეყნის მთავარი კრიმინალები, მავნებლები და პარაზიტები განაგრძობენ თვითრეაბილიტაციას და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას - POSTV ანალიტიკა

როგორ მივედით რეალობამდე, სადაც ქვეყნის მთავარი კრიმინალები, მავნებლები და პარაზიტები განაგრძობენ თვითრეაბილიტაციას და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, - ამ კითხვას ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია პასუხობს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა  

რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი-არგვეთას (F4) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, დაინეტერესბული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინანდადებები გაიხსნა.

23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10  საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

ქეთევან ციხელაშვილი: საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო გამოხმაურებებია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელშვილი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებს მკაფიო მხარდაჭერად აფასებს.

"ჯორჯიან მანგანეზი" Human Rights Watch-ის ანგარიშს პასუხობს

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" Human Rights Watch-ის მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს. 

დაურ კოვე: საუბარი, რომ აიბღა რუსეთის შემადგენლობაშია, დეზინფორმაციაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ საუბარი იმაზე, რომ აიბღა დღეს რუსეთის შემადგენლობაშია - დეზინფორმაციაა.

ქიბარ ხალვაშსს იმედი აქვს, ჟურნალისტები აზრს შეიცვლიან და არხს დაუბრუნდებიან

"რუსთავი2"-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.

adjarabet.com-მა პროექტ „არიქას“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომპანია adjarabet.com-მა მხიარული და აზარტული პროექტის, „არიქას“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლინა.

ლარი მცირედით გამყარდა

22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9336 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა.
 

ქიბარ ხალვაში : ყველაფერს გავაკეთებ რუსთავი2-ის გადასარჩენად

"რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მასწავლებლობის მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის  ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს

ნუკრი ქანთარია: ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს

„ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს“, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და ზაზა თ. დააკავეს.

გორში ტყეს ცეცხლი უკიდია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი „112“-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელს საყავრეს ტყეში ხანძარია.

ლაურა ღაჭავას 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაოს გადახდა შეუფარდა.