ვახტანგ მაისაია: გაბუნიას ტექსტი რუსული სპეცსამსახურების მიერაა მომზადებული და მისი მიზანი იყო, რუსეთს მისცემოდა საშუალება, 2008 წლის ავანტიურა გაეგრძელებინა 

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ბრძოლის ერთ-ერთი რუსული ტექნოლოგია გამოიყენა.

მისი მტკიცებით, გაბუნიას ტექსტი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული და მისი მიზანი გახლდათ, რუსეთს მისცემოდა საშუალება, 2008 წლის ავანტიურა გაეგრძელებინა. როგორც ექსპერტი ამბობს, ამავე დროს ეს პასაჟი პუტინმა გამოიყენა პირადი რეიტინგის გასაუმჯობესებლად.


„რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა აგებულია ე.წ გერმისოვის თეორიაზე, რომელიც ეყრდნობა ჰიბრიდული ომის კონცეფციას. „რუსთავი 2“-ის ე.წ ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადება, მისი ვორდინგი რომ შევაფასოთ, ძალიან კარგად წარმოჩნდება, რომ იმ ტერმინებს, რომლებიც მან გამოიყენა რუსულ ორიგინალში, ძალიან კარგად ფლობენ რუსეთის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები და სპეცსამსახურები. ბუნებრივია, გაბუნია ამ სიტყვებს თავისით ვერ მოიძიებდა. ეს კარგად მომზადებული ტექსტი იყო, წინასწარ შეთანხმებული. ეს დასტურდება იმითაც, რომ, როგორც კი ეს პროვოკაცია გაჟღერდა, რუსეთი ეგრევე პროვოკაციაზე გადავიდა. პუტინის მისამართით უცენზურო გამონათქვამები არაერთხელ და არანაკლებ გავლენიანი პირებისგანაც გაჟღერებულა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ ამ განცხადებას გამოეხმაურა. მან გამოიყენა ცნობილი ტექნოლოგია - კეთილი მეფის მანტია მოისხა და თან დაგვემუქრა ყველა კუთხიდან გამომდინარე“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.


შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“-ში ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ მონოლოგში რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.


არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოკლე დროში დავადგინოთ ახალუბანში მცხოვრები მოქალაქეების ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოფელ ახალუბანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

ბორჯომში საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს

სახალხო დღესასწაულზე „ბორჯომობა 2019“ საპატიო მოქალაქეები დაასახელეს.

რუსმა სამხედროებმა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ამ დროისთვის არსებული ინფორემაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში - ფოტორეპორტაჟი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

დავით ზალკალიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი რესურსი და საერთაშორისო მექანიზმი არსებობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში ჩავიდა და მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.

რომელ უბნებში მუშაობენ უკვე მართლწესრიგის ოფიცრები და როგორ დავუკავშირდეთ მათ

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონს 117 მართლწესრიგის ოფიცერი ყავს, რომლებიც საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა

დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი. ასპარეზობაზე ბოლოს 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ. 

რომან კაკულია: საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს საქართველოში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ

„ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის რეიტინგის შენარჩუნება მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს ამ ქვეყანაში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ, -

თამარ კიკნაძე: სახელმწიფო კონსორციუმს ყველაფერში გაყვა, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც სახელმწიფო ინტერესს აზიანებდა და სწორედაც მოიქცა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე პოსტს აქვეყნებს.

გიორგი ცუცქირიძე: რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული ჯგუფი „კონტი“, კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

 

ლადო ბოჟაძე: საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ნებისმიერ შემთხვევაში და აშენდება კიდეც!

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე,  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

ავტოავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისში გადაიყვანეს

ზუგდიდის ცენტრში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

გია აბაშიძე: სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი“ არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში

ექსპერტი გია აბაშიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება.

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც იქნა აღიარეს, რომ "კონტი" რეალურად არც ყოფილა პროექტში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით თვალაბეიშვილი: საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც

„საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. მხოლოდ 2018 – 19 წლებში დაწყებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდ დოლარზე მეტს ინვესტიციას მოიტანს".

თამარ მახარობლიძე: სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მისცა ყველანაირი საშუალება გადაერჩინა საკუთარი მონაწილეობა ამ პროექტში და შეესრულებინა ვალდებულებები

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

ქუთაისში სარდაფები გატეხეს

ქუთაისში აღმაშენებლის 11 ნომერში ორი სარდაფი გატეხეს.

ოთარ ანგურიძე:  „Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის

„Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა საქართველო სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე

"სახალხო დღესასწაული "ბორჯომობა" დაიწყო

17 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ აღინიშნება.

სოსო არჩვაძე: „Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა

„Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა,“.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება".