სოსო არჩვაძე: ის, რაც ამ რამდენიმე დღის წინ „რუსთავი2“-ის ეთერში ვიხილეთ, საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიაა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს, რომ რუსეთთან ურთიერთობების არევა საქართველოს მრავალმილიარდიან ზიანს მიაყენებს.

მისი თქმით, ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტიზმი შრომაში, სწავლაში, პროფესიონალიზმში ვლინდება.


„ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, მწერლის, „მედიცინის მამა“ ჰიპოკრატეს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რითაც ის ახალგაზრდა ესკულაპებს მოძღვრავდა, იყო: „არ ავნო!“ - არ ავნო ავადმყოფის სხეულს, კიდევ უფრო არ დაუმძიმო მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


ძველი ბერძენი ესკულაპის ეს შეგონება არანაკლებ აქტუალურია საჯარო სივრცეში მოქმედი ნებისმიერი პირისთვის, ვისაც თანამედროვე ინფორმაციის საშუალებებით ათასობით, ასეულ ათასობით ადამიანის სმენასა და გონებაზე შეუძლია საკუთარი აზრის მიწოდება და ზემოქმედება. მისმა ერთმა ნათქვამმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს მრავალი ადამიანის ძალისხმევის შედეგი.


ის, რაც ამ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ „რუსთავი2“-ის ტელეეთერში, ფაქტობრივად, არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული დივერსია.


არავინ უარყოფს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა, მისი ცალკეული დარგები და რეგიონები იმაზე მეტად არიან დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, ვიდრე ეს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ზღვრულ ნიშნულს შეესაბამება. მაგრამ და სწორედ ამიტომაც არაა საჭირო ქვების სროლა იმ მიმართულებით, საიდანაც ზარბაზნის ლულები იმზირებიან. ამ უკანასკნელთაგან წამოსული საფრთხის აცილება სკაბრეზული გამონათქვამებით ნამდვილად არ მიიღწევა.


უნდა ყველამ გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი მოცემულობაა და მას ვერ „დავხურავთ“. მასთან ურთიერთობა და სიტუაციის დალაგება ინსტიტუციურად უფლებამოსილი მაღალინტელექტუალური, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანების კოორდინირებული ძალისხმევის ფორმატში უნდა ვაწარმოოთ.


ასეთივე მოცემულობაა ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობები: რუსეთზე მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მეექვსედი, უცხოელი ტურისტების მესამედი, საზღვარგარეთ რეალიზებული ღვინის ყოველი ხუთი ბოთლიდან სამი და საქართველოში მოხმარებული ხორბლის ორი მესამედი. ფაქტობრივად, საქართველოს მრავალი ათასი ადამიანის, მევენახიდან და კირითხუროდან დაწყებული და ჰოსტელიერებით დამთავრებული, ეკონომიკური კეთილდღეობა ჯერჯერობით რუსულ ბაზარზე, რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზეა დამოკიდებული.


ამ ურთიერთობების არევა და უფრო მეტიც, გაწყვეტა, საქართველოს მრავალმილიარდიან ზიანს მიაყენებს. ქვეყნის არა მარტო ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის დონე რამდენიმე წლით უკან იქნებოდა გადასროლილი. ზრდის ნაცვლად მივიღებთ უკანდახევას, მოსახლეობის ტოტალურ გაღარიბებას (მარტო ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით შვიდი ათასი შინამეურნეობის წლიური შემოსავლების ეკვივალენტურია), ჰიპერინფლაციას, სერიოზულ დარტყმას სახელმწიფოებრივი მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობაზე.


ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთში მცხოვრები და დასაქმებული ჩვენი მრავალი ათასი თანამემამულე, რომელთა ბედზე, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ტემპერატურა...


როგორც სულგანათლებულ რეზო თაბუკაშვილს აქვს ნათქვამი, პატრიოტიზმი არაა პროფესია, პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ჩვენ აქციები და მიტინგები არ უნდა ვაქციოთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. საქართველოს ხსნა შრომაზე, განათლებულობაზე, პროფესიონალიზმზე, ადამიანურ და ინსტიტუციურ ურთიერთობებში ეთიკაზე დაფუძნებულ პატრიოტიზმზე გადის...“ - წერს სოსო არჩვაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“-ში ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ მონოლოგში რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.


 


საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.