ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

ზაზა გაბუნია, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან ორდღიან სამუშაო შეხვედრას მართავს.


„ჩვენ პრაქტიკულად მუდმივი, ღია და უწყვეტი კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან ამ საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეფორმასთან დაკავშირებით. ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენი ხედვების დაახლოებისთვის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი პრაქტიკულად უკვე გადადის ფინალურ ეტაპზე, როდესაც ჩვენ საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას წარვუდგენთ რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის და ჩვენი ხედვების ფორმალიზება ოფიციალურ დოკუმენტში, არამედ, მათ შორის, ეს იქნება ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განაგრძოს საქართველოს პარლამენტმა პროცესში მონაწილეობა რეფორმის განხორციელების, იმპლემენტაციის, მონიტორინგის შეფასების თვალსაზრისით. ამავდროულად ეს იქნება დადასტურება ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდი კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის და ეს საქმიანობა, როგორც ჩანს, იქნება საკამოდ შრომატევადი, მათ შორის, თვითმმართველობის კოდექსში, საბიუჯეტო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები და სხვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ სამუშაო შეხვედრის გახსნისას.


მისი თქმით, საპარლმენტო სამუშაო ჯგუფი არის ინტერფრაქციული, და ვიდრე ჯგუფი საბოლოო დოკუმენტს ჩამოაყალიბებდეს, ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათი მოსაზრებების მოსმენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.


ამის შემდეგ შიდა სახელისუფლებო კონსულტაციები გაიმართება, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ერთიანი დოკუმენტი, რომელიც ყველასათვის იქნება მისაღები, ვინაიდან ეს არ არის ერთი პარლამენტარის, ერთი რომელიმე ჯგუფის დოკუმენტი, ეს იქნება საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის.


კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ასევე მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას იმ დიდი მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეს ორგანიზაცია უწევს საქართველოს, მათ შორის, თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.


შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი ხედვა და რეკომენდაციები წარმოადგინეს თვითმმართველი ერთეულების როლის გაზრდაზე საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფაზე.


ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ასევე სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების საკითხები და მექანიზმები, რომლებიც უნდა იყოს გამოყენებული სტრატეგიის განხორციელებისა და მონიტორინგის შეფასების პროცესში.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.


შეხვედრა გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის, შვეიცარიის და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.


 


საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.