ივანე მაჭავარიანი - საუბარი, რომ მეტი გაყიდული ღვინო რუსეთში ან მეტი ტურისტი რუსეთიდან დასავლურ არჩევანზე უარს გვათქმევინებს, სულ მცირე, სიბეცეა

ეს არის სიბეცე როგორც მინიმუმ, ან არის მავნებლობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

„ურთიერთობის დალაგება არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პრეტენზიები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რამენაირად შერბილდება. სამწუხაროდ, არც იმას ნიშნავს, რომ რუსები უარს იტყვიან ამ ტერიტორიების აღიარებაზე. მაშინ რას ნიშნავდა ურთიერთობების დალაგების მცდელობა, როცა ამას „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა მოსახლეობას - ეს ნიშნავდა ბიზეს, ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობების მაქსიმალურად გამიჯვნას პოლიტიკისგან",- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


როგორც მან აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობამ სავაჭრო და კულტურულ ნაწილში, ვერ შეანელა წინსვლა და მისწრაფება დასავლეთთან ურთიერთობის განმტკიცებაში.


„მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, რომ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებთაც რბილად რომ ვთქვათ, არც თუ მარტივი პოლიტიკური ურთიერთობებები აქვთ, ვაჭრობა, მიმოსვლა და კულტურული ურთიერთობები გრძელდება. ახლა ცოტა სხვანაირად შევხედოთ ჩვენც ამ საკითხს. რუსეთთან ურთიერთობების დალაგებამ სავაჭრო და კულტურულ ნაწილში შეანელა თუ არა ჩვენი წინსვლა და მისწრაფება დასავლეთთან, პირიქით - გააძლიერა. მე შეგახსენებთ, რომ ამავდროულად, ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. პარალელურად, მოხდა ვიზალიბერალიზაცია, ნატოსთან ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომელიც ჯერ არ ახსოვს ნატოსა და საქართველოს",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მისი თქმით, ეს საკითხი ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის წარმოჩენილი ისე, თითქოს ეს არის ურთიერთგამომრიცხავი.


„ვიცი, რომ ძნელია... ერთი მხრივ, გვაქვს სერიოზული პრეტენზიები რუსეთთან, მეორე მხრივ, ხდება რაღაცა ტიპის ურთიერთობების გაღრმავება... პოლიტიკაში ასეთი რამეები შეიძლება შეთანხმდეს და თუ პასუხიმგებლობით მოვეკიდებით ამ საკითხს, ის ათიათასობით ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული დღეს ტურიზმის სექტორში, მათზე უნდა ვიფიქროთ. განვთავისუფლდეთ ამ კომპლექსისგან. სირცხვილის განცადა იმიტომ, რომ ცოტათი მეტი ბოთლი ღვინო გაიყიდა რუსეთში ან თავის მართლების პოზაში დგომა, არის სიბეცე", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


 


ბერიკა შუკაკიძე: კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. 

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

დავით ზალკალიანი: აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა 

„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“.

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა

ჯანდაცვის  სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის  1 რეანიმობილი  განათავსა.

ანდრეიჩენკომ და ბახტაძემ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.

 

საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო.

საყავრეში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ჩუღურეთის რაიონში სულიაშვილის N8-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები საქართველოს დაცული ტერიტორიების ორ ბუნების ძეგლს - მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების'' დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.

ანაკლია-განმუხურში Echowaves Festival გაიხსნა

განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves 22 აგვისტოს, საღამოს 5 საათზე გაიხსნა. წუხელ ფესტივალის სტუმრებისთვის ერთ-ერთმა ჰედლაინერმა ნინა კრავიცმა დაუკრა.

მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

24 აგვისტოს მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის საინტერესო და სახალისო გასართობი აქტივობები გაიმართება.

საქართველოს გენერალური კონსული ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

მაინის ფრანკფურტში  გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან,  ლუსია პუტრიხთან შეხვედრა გამართა.

ტიხონოვის და მარჯანიშვილის ქუჩებზე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სადაც დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

Wizz Air ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით რეისებს ამატებს

Wizz Air საქართველოში, ქუთაისიდან ორი ახალი ქალაქის, Wizz Air ფრენების დაწყებას აანონსებს.

ბელარუსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით დღეს ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია.

ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემა ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს.