ნათია თურნავა - ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას უნდოდა დაწესებულიყო სანქციები, რომელიც დიდ პრობლემებს შეუქმნიდა მოსახლეობას

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას უნდოდა, დაწესებულიყო სანქციები, რომელიც ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დააყენებდა რიგით მოსახლეობას, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაკეთდა მაქსიმუმი იმისთვის, რომ მიგვეღწია საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის - ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ასევე ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან, EFTA - ს ქვეყნებთან", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შექმნილი ვითარების კომენტირებისას, რომელიც საქართველოში წარმოიქმნა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.


ნათია თურნავას განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა გზა გაუხსნა ქართველ მწარმოებლებს 2,3 მილიარდ ახალ მომხმარებლამდე.


„ეს არის ის შესაძლებლობა, რაც შევუქმენით ქართულ ბიზნესს. წინა მთავრობის მსგავსად, ბიზნესს კი არ ვაკონტროლებთ და კი არ ვკარნახობთ, რომელ ქვეყანაში რა გაიტანონ, არამედ მივეცით მათ სრული შესაძლებლობა და თავისუფლება, რომ შეღავათიანი პირობებით ჰქონოდათ წვდომა უზარმაზარ ბაზრებზე და თვითონ აერჩიათ, სად გაყიდონ საკუთრი პროდუქცია. ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც კარნახობს ბიზნესს, თუ სად რა გაიტანოს, ბიზნესი თავად ირჩევს. თუმცა ასევე ირჩევს ტრადიციულ ბაზარსაც, მათ შორის რუსეთის ბაზარს და ეს არის მათი არჩევანი, რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მართალია რუსეთის ბაზარი ჩვენს ექსპორტში არ არის დომინანტი და გასული წლის მონაცემებით, ექსპორტში წილი მხოლოდ 13%-ს შეადგენს, მაგრამ ამ კონკრეტული მაჩვენებლის უკან დგას ათობით მეღვინე, ფერმერი, ასევე სხვა მწარმოებლები და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს და მათზე ვიზრუნოთ.


ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გამოყო ტურიზმის სექტორი, სადაც რუსეთიდან ტურისტულ ნაკადებს 25 პროცენტი უკავია.


„ამ მაჩვენებლის უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, ჩვენი საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები, ტაქსის მძღოლები, რესტორნის მესვეურები, ვინც ელოდებოდა ამ მილიონ ტურისტს და არავის აქვს უფლება, პატივი არ სცეს ბიზნესის არჩევანს, ან ჩაერიოს მათ არჩევანში და შეურაცხყოფა მიაყენოს", - განაცხადა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკოსს სწორედაც რომ უნდოდა, დაწესებულიყო სანქციები, მიეღოთ ხისტი გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დააყენებდა რიგით მოსახლეობას.


„ზარალი, რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო, 4 მილიარდ ლარს გადააჭარბებდა და ამას თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობდა. დღეს ვიმყოფები ბათუმში, სადაც ვხედავთ დაცარიელებულ პლაჟებს, რაც არის იმ მავნებლური მიდგომის შედეგი, რასაც ამ ბოლო დროს ვხედავთ. ვგულისხმობ, ისტერიასა და ყოველგვარ ზღვარს გადასულ შეურაცხყოფას ქართული ღვინისა და მეღვინეების მიმართ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები კარგად ხედავენ, თუ ვინ არის, პასუხისმგებლიანი მთავრობა, როგორ ვიქცევით და ასე ვთქვათ, მაქსიმალურად დაბალანსებულ მიდგომას ვიჩენთ, რომ არ დავაზარალოთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და სად დგანან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები რომლებიც არანაირ პასუხს არ აგებენ საკუთარ გამონათქვამებზე და მათ შედეგებზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.


საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.