ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას მოდერაციას გაუწევენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე, სამუშაო სესიებს მოდერაციას გაუწევენ მედიის ცნობილი წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენციის პირველი სესიის თემაა „პარტნიორობის 10 წელი - პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“, რომლის მოდერატორია „Think the Unthinkable”-ის დამაარსებელი და თანადირექტორი, ჟურნალისტი ნიკ გოუინგი.


1996-2014 წლებში გოუინგი BBC-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების - BBC World News-ის წამყვანი, 18 წლის განმავლობაში ITN-ის რომისა და ვარშავის ბიუროს ხელმძღვანელი და Channel Four News-ის დიპლომატიური რედაქტორი იყო. ის გახლათ ასევე რამდენიმე საბჭოს წევრი, მათ შორის Chatham House, Royal United Services Institute, Overseas Development Institute.


მეორე სესიას „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“ მოდერაციას გაუწევს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი და უფროსი მკვლევარი სტივენ ბლოკმანსი. 20 წლის განმავლობაში, ბლოკმანსი ჩართული იყო ევროკავშირისა და ეროვნული დონორების მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში. ის ასევე განვითარებადი ქვეყნების მთავრობების მრჩეველი გახლდათ ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართულებით.


რიგით მესამე სესიის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ - სტიმული დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ მოდერატორია პოლონეთის დიპლომატიის ევროპული აკადემიის დამაარსებელი და დირექტორი, კატარინა პისარსკა.


„2020 წელი - 20 მიზანი პარტნიორთა გასაძლიერებლად“ კონფერენციის მეოთხე სესიაა, რომლის მოდერატორია ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის და სომხეთი-ევროკავშირისა და აზერბაიჯანი-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, საჯად კარიმი. საჯად კარიმი ევროპული პარლამენტის წევრად 33 წლის ასაკში აირჩიეს. 2019 წელს მას მინიჭებული აქვს ევროპარლამენტის ჯილდო ევროკავშირის საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის.


სესიის „შავი ზღვის უსაფრთხოება: დაპირისპირებებიდან შესაძლებლობების ზღვამდე“ მოდერატორია ევროკავშირი-აზიის ცენტრის დირექტორი და ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი, ფრეიზერ კამერონი.


კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ასევე ღამის სესია, რომლის თემაა „თანამედროვე პასუხები თანამედროვე საფრთხეებს: მშვიდობა ჰიბრიდული გამოწვევების ეპოქაში“. ღამის სესიას მოდერაციას გაუწევს ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის რუსეთის პროგრამის დირექტორი და უფროსი მკვლევარი, ბრაიან ვიტმორი.


სესიის „მაღალი დონის სადისკუსიო პანელი ურთიერთკავშირის თემაზე“ მოდერატორია ევროპული ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ლი.


რიგით მეშვიდე სესიის - „მომავლის ინვესტიცია: განათლება და გადაადგილების შესაძლებლობები ახალგაზრდა თაობებისათვის“ მოდერატორია ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, კლერ მუდი. იგი ამჟამად უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომისიის ვიცე-თავმჯდომარეა. ის ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტის, მრეწველობის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის და ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის წევრია. მუდი ასევე ევროკავშირი-სომხეთის და ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტებისა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრია. კლერ მუდი არის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე.


მერვე სესიის თემაა „ორი რეგიონის ერთი ისტორია: აღმოსავლეთ პარტნიორობა და ბალკანეთი“, რომელსაც მოდერაციას გაუწევს საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ნატალი საბანაძე.


შემაჯამებელი სესიის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 2020 - გადავტვირთოთ და განვაახლოთ“ მოდერატორია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა.


ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენცია საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შემაჯამებელი სიტყვით დაიხურება. ​


ბერიკა შუკაკიძე: კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. 

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

დავით ზალკალიანი: აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა 

„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“.

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა

ჯანდაცვის  სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის  1 რეანიმობილი  განათავსა.

ანდრეიჩენკომ და ბახტაძემ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.

 

საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო.

საყავრეში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ჩუღურეთის რაიონში სულიაშვილის N8-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები საქართველოს დაცული ტერიტორიების ორ ბუნების ძეგლს - მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების'' დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.

ანაკლია-განმუხურში Echowaves Festival გაიხსნა

განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves 22 აგვისტოს, საღამოს 5 საათზე გაიხსნა. წუხელ ფესტივალის სტუმრებისთვის ერთ-ერთმა ჰედლაინერმა ნინა კრავიცმა დაუკრა.

მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

24 აგვისტოს მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის საინტერესო და სახალისო გასართობი აქტივობები გაიმართება.

საქართველოს გენერალური კონსული ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

მაინის ფრანკფურტში  გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან,  ლუსია პუტრიხთან შეხვედრა გამართა.

ტიხონოვის და მარჯანიშვილის ქუჩებზე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სადაც დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

Wizz Air ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით რეისებს ამატებს

Wizz Air საქართველოში, ქუთაისიდან ორი ახალი ქალაქის, Wizz Air ფრენების დაწყებას აანონსებს.

ბელარუსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით დღეს ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია.

ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემა ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს.