გია გაბრიჭიძე: თუ ვინმე მაინც თვლის, რომ სააკაშვილი–ბოკერიას გზები გაყოფილია, ძალიან ცდება

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ,,საქართველოს წინააღმდეგ მონოლითური "ტროიკა" მუშაობს" და არც სააკაშვილ-ბოკერიას გზები გაყოფილა.

,,ძალიან მშრალად რომ ვთქვა, საქართველოს წინააღმდეგ საკმაოდ მონოლითური "ტროიკა" მუშაობს.
თუ ვინმე მაინც თვლის, რომ სააკაშვილი–ბოკერიას გზები გაყოფილია, ძალიან ცდება, რისი დამადასტურებელი მაგალითიც 20 ივნისის ღამით მომხდარი არეულობის დროს ვნახეთ.


სააკაშვილის იდეა, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური აღტკინების, პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის გამოწვევაა (ზუგდიდისა და მისი შემდგომი მოვლენები), ბოკერიას სცენარით ხორციელდება ("რევკომის" შეკრება 20 ივნისის ღამეს), ხოლო გვარამია ამ სცენარს საქართველოს სხვადასხვა ადგილას, თავისი დასის, რუსთავი 2–ის სრული ჩართულობით "შესანიშნავად"დგამს (დადგმული ქუჩის გამოკითხვები,ცრუ ინფორმაციის გავრცელება, ადამიანების მაქსიმალური გაღიზიანება და ფსიქოლოგიური ზეწოლა).
გვარამია ამ თამაშში ნამდვილად არ არის რიგითი შნირი, ის ერთ–ერთი მთავარი მონაწილე, ორგანიზატორი და ტექნიკური შემსრულებელია.


ის დღეს მთელი "თავდადებით" ცდილობს პარლამენტის წინ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ადამიანების თუნდაც მცირე რაოდენობა და ის, რომ რ2–ში ბოკერიას ხელმძღვანელობით აქციის მიმდინარეობის შესახებ თათბირები ტარდება, რომელსაც როგორც ნაცმოძრაობის ზოგიერთი ლიდერი, რ2–ის ჟურნალისტები და გვარამიას მშვილდაძე ესწრებიან, დადასტურებულად ვიცი (საიდან ვიცი, ცხადია არ ვიტყვი).


კიდევ ერთხელ ვიტყვი – რაც არ უნდა ლანძღოს ჩერგოლეიშვილმა გვარამია, რაც არ უნდა იკრიახონ გვარამიამ და კვესიტაძემ – თავისუფალი მედიის ფლაგმანები ვართო, ყოფილი მთავარი პროკურორი და რ2–ის დღევანდელი დირექტორი, არის არსებული არეულობის, მიმდინარე პროცესებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედების ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი", - წერს გია გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში.


არჩილ თალაკვაძე: თუ 40% ოპოზიციის პრინციპული მოთხოვნაა, ამისთვის მზად ვართ

„არჩევნებზე შეთანხმების მისაღწევად 40% თუ პრინციპული მოთხოვნაა, მზად ვართ“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიას მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს მთავრობის ერთპიროვნულად შესაქმნელად.

გურამ ნიკოლაშვილი: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

„ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, შედეგი გაიუმჯობესა და 27-ე ადგილი დაიკავა ევროპის 45 ქვეყანას შორის“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ თავისუფლების ბარომეტრის შეფასებაზე საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე: მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლირებადია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის მობილიზებულია რამდენიმე სამედიცინო კლინიკა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებულ კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკში ადასტურებენ.

საქართველოში Waste Expo 2020 გაიმართა

USAID/CENN ნარჩენების მართვის პროგრამის, ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham) და ნარჩენების მართვის ასოციაციის (WMA) თანამშრომლობით, საქართველოში Waste Expo 2020 უკვე მეორედ გაიმართა.

ახალციხეში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს. 

ტექნიკური უნივერსიტეტეტის ეგიდით საერთაშორისო კოლოკვიუმი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით, 23-28 თებერვალს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე, გაიმართა საერთაშორისო კვლევითი კოლოკვიუმი თემაზე - „ადამიანის უფლებები, როგორც ამოცანა და გამოწვევა დემოკრატიული საზოგადოებისთვის“. კოლოკვიუმის მოწყობის თაობაზე ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტს ფინანსური მხარდაჭერა კონრად ადენაუერის ფონდმა გაუწია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს საგარეო უწყება კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს.

ლარმა კვირა მკვეთრი გამყარებით დაასრულა

28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7905 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8042 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.37 თეთრი შეადგინა.

იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ონურ სევინის შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 თებერვლიდან 2 მარტამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

კორონავირუსის გამო, ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერებულია

კორონავირუსის გამო, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: წელს 240 მლნ ლარის ღირებულების 110 პროექტს განვახორციელებთ

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, კომპანია მიმდინარე წელს 100- ზე მეტი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მილანიდან საქართველოში 97 მგზავრი შემოვიდა 

მილანიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი რეისი შესრულდა.

რუსთავში კაცს მატარებელი დაეჯახა

რუსთავში რკინიგზის სადგურზე ახალგაზრდა კაცს მატარებლი დაეჯახა. შუა ხნის მოქალაქე ადგილზე დაიღუპა.

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით 31 წლის ქალია დაინფიცირებული, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დაინფიცირებულია 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

საქართველოს საელჩო საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში სალონიკსა და ათენში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შესახებ იტყობინება და ქართველ ემიგრანტებს აფრთხილებს. 

რეგიონებში სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროექტები წელსაც 40 მლნ ლარით დაფინანსდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროექტები წელსაც 40 მლნ ლარით დაფინანსდება.

ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიაში იმყოფებოდნენ, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ

ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social  Impact Award 2020 იწყება

საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს.

გამყრელიძე: აღებული 24 სინჯიდან, არ გამოვრიცხავთ კიდევ გამოვლინდეს კორონავირუსის შემთხვევა

"აღებული გვაქვს 24 სინჯი და დღეს მიმდინარეობს მათი გამოკვლევა ლუგარში დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავთ, რომ გვქონდეს კიდევ ერთი შემთხვევა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.