ზალკალიანი: მოვიდა დრო წარმოვადგინოთ ახალი იდეები მომავალი ცვლილებების წასახალისებლად და გავიკვალოთ გზა მომავლისკენ

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა" ოფიციალურად გაიხსნა. წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩევა, რადგან ის "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.


„ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე. უკვე ათ წელზე მეტია ეს კონფერენცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას ასახავს. ეს ისტორია სათავეს იღებს ჩვენი უახლესი ისტორიიდან, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ურყევი სწრაფვით ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის ადგილის დასამკვიდრებლად“ - განაცხადა მინისტრმა.


როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველომ მრავალი სირთულე და გამოწვევა გაიარა, თუმცა ქვეყანამ გაუძლო ამ ბრძოლას და მომავალშიც გაუმკლავდება. მინისტრის თქმით, ეს არის არჩევანი, რომელიც ამოძრავებს ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანას შემდგომი განვითარებისკენ, ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციისკენ.


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 2009 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ჩამოყალიბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ამბიციურმა ინიციატივამ გააერთიანა ევროკავშირი და ექვსი ევროპული ქვეყანა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საერთო პროექტში. დავით ზალკალიანის თქმით, ამ პოლიტიკამ წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა რეფორმების დღის წესრიგი, რასაც მოჰყვა საქართველოს ტრანსფორმაცია.


როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ პერიოდის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპელმა პარტნიორებმა, თითოეულმა საკუთარი გზით, პარტნიორობისგან სარგებელი მიიღო. მისი თქმით, სწორედ ეს ხდის „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ უნიკალურს - შესაძლებლობების სივრცე სხვადასხვა ამბიციების და ინტერესების მქონე ქვეყნებისთვის.


მინისტრმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალზე ისაუბრა და მიესალმა ევროკავშირის ახალ ინიციატივას: „მოვიდა დრო წარმოვადგინოთ ახალი იდეები მომავალი ცვლილებების წასახალისებლად, შევძინოთ ახალი დინამიკა და გავკვალოთ გზა მომავლისკენ. ამის გათვალისწინებით, მსურს მივესალმო ევროკავშირის ინიციატივას, 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის დაიწყოს პარტნიორობის ამოცანებთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი ანალიზის პროცესი“.


დავით ზალკალიანმა დღევანდელი კონფერენციის დღის წესრიგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიმართება დისკუსიები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც დაკავშირებულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო პერსპექტივებთან.


საგარეო საქმეთა მინისტრის მისასალმებელი სიტყვის დასრულების შემდგომ კონფერენციის  მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.


ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. ​


ავარია ნიგვზიანთან - დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

ქეთევან ციხელაშვილი: ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ

„ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები  უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ“.

ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ, ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბარათაშვილის ხიდზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ქეთევან ციხელაშვილი: დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

"მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".

რუსეთში 16 წლის მოზარდმა ოჯახის ხუთი წევრი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

რუსეთში მოზარდმა დედა, პატარა და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

გიგლა ბარამიძე იმედის ფილმზე - სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით „იმედის" ეთერში გასულ ფილმს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სენაკში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სენაკში, სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანია დაღუპული. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

18 აგვისტო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა.

არჩილ თალაკვაძე: გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან

"24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!".

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ემსხვერპლა. ავარია გუშინ ღამე მოხდა.

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ვაკის მაჟორიტარი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

სალომე ზურაბიშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა

"24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით წერს.

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.

მალხაზ და მედეა მაჩალიკაშვილები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედეა მარგოშვილი ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მათი შვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა, რომლებმაც შურისძიების მოტივით მოქალაქის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თბილისსა და რუსთავში ფილმის „Fast and Furious 9“ გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - დაკავებული რვავე პირი ცხინვალის იზოლატორშია

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 7 ადამიანი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.