საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი მიმდინარე თანამშრომლობის და სამომავალი ურთიერთობების ახალი გზებისა და მიმართულებების განხილვა იყო.


საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან (ECDC) და ჩართულია სამ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაში, როგორიცაა ეპიდემიოლოგიური საინფორმაციო სისტემა საკვებითა და წყლით გადაცემადი დაავადებებისა და ზოონოზების თაობაზე, საფრთხეების გამოვლენის პლატფორმა და ევროპის ეპიდზედამხედველობის სისტემა.


შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ორმხრივი პარტნიორული ინსტიტუციების გაძლიერებაში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობას.


მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლებაა და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართული მხარის ინტენსიური ჩართულობა ევროპის საგანმანათლებლო პროგრამებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანისა და ზოონოზური დაავადებების ზედამხედველობის და ეპიდაფეთქებებზე რეაგირების მიმართულებით.


"ჩვენ შევთანხმდით იმ საერთო გეგმებზე და ნაბიჯებზე, რომელიც გვაქვს გადასადგმელი სამომავლოდ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში. საუბარი იყო სამ მიმართულებაზე, რომელთაგან მთავარია განათლება, ასევე ვისაუბრეთ საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების საკითხზე განათლების კუთხით." - განაცხადა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ.


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი ინტეგრაციისა და გამოცდილების გაზიარების ერთ-ერთი გზაა.


"მნიშვნელოვანია, რომ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში პირველად ხორციელდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან რამოდენიმე მომართულებით, მათ შორის ინფექციური დაავადებების კუთხით. იმედია, დღეს ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას კიდევ სხვა მიმართულებითაც. როგორიცაა, ადამიანური რესურსის განვითარება, ახალგაზრდა
სპეციალისტების მეტი ჩართულობა ევროპულ სასწავლო, სატრენინგო პროგრამებში და გამოცდილების გაზიარება ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე ზედამხედველობის დახვეწის კუთხით. ვფიქრობ, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობა ერთ-ერთი გზაა ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი ინტეგრაციისა და მეტი გამოცდილების გაზიარების." - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა
ამირან გამყრელიძემ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორმა
დადებითად შეაფასა საქართველოს სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ მზად არის
გააძლიეროს შემდგომი თანამშრომლობა.


"ჩვენ დღევანდელ შეხვედრას დიდი ხანია ვგეგმავდით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს შეხვედრა შედგა. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელთანაც გვსურს კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა. დღეს გნვიხილეთ სწორედ ის საკითხები, რომლის ირგვლივ ვაპირებთ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებას. ჩვენთვის ასევე შესამჩნევია და მისასალმებელია ის მხარდაჭერა და თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის. ჩვენ ვხედავთ
როგორ ვითარდებით და შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირს ბევრი რამის სწავლა შეუძლია საქართველოსგან." - განაცხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორმა.


შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ მადლობა გადაუხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორს ვიზიტისა და თანამშრომლობისთვის.


ბერიკა შუკაკიძე: კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. 

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

დავით ზალკალიანი: აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა 

„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“.

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა

ჯანდაცვის  სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის  1 რეანიმობილი  განათავსა.

ანდრეიჩენკომ და ბახტაძემ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.

 

საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო.

საყავრეში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ჩუღურეთის რაიონში სულიაშვილის N8-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები საქართველოს დაცული ტერიტორიების ორ ბუნების ძეგლს - მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების'' დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.

ანაკლია-განმუხურში Echowaves Festival გაიხსნა

განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves 22 აგვისტოს, საღამოს 5 საათზე გაიხსნა. წუხელ ფესტივალის სტუმრებისთვის ერთ-ერთმა ჰედლაინერმა ნინა კრავიცმა დაუკრა.

მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

24 აგვისტოს მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის საინტერესო და სახალისო გასართობი აქტივობები გაიმართება.

საქართველოს გენერალური კონსული ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

მაინის ფრანკფურტში  გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან,  ლუსია პუტრიხთან შეხვედრა გამართა.

ტიხონოვის და მარჯანიშვილის ქუჩებზე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სადაც დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

Wizz Air ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით რეისებს ამატებს

Wizz Air საქართველოში, ქუთაისიდან ორი ახალი ქალაქის, Wizz Air ფრენების დაწყებას აანონსებს.

ბელარუსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით დღეს ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია.

ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემა ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს.