კლაუდია როთი: იქნება სამართალდამცველების ქმედებების მოკვლევა და იმედი მაქვს, რომ შედეგებიც დადგება

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთმა, საქართველოში მიმდინარე პროცესები შეფასა და განაცხადა, რომ ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული.

კლაუდია როთმა ასევე ისაუბრა მიმდინარე საპროტესტო აქციების მოთხოვნებზე და ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე აუცილებელია სამართალდამცველების ქმედებების სწორი გამოძიება და არა უბრალოდ კომპრომისზე წასვლა, რაც დემოკრატიის ღირებულებების შენარჩუნებისთვისაა საჭირო.


„შეუძლებელია შევადაროთ საქართველო ბელარუსთან. ძალიან დიდი პროგრესია საქართველოში მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არის. 3 მოთხოვნა არსებობდა დემონსტრანტების მხრიდან: პირველ რიგში, ეს გახლდათ პარალმენტის თავმჯდომარის გადადგომა, რომელიც გადადგა; მეორე, გახლდათ ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც საკმაოდ კარგი შანსია იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს 2020 წელს, მრავალფეროვნებით, პოლიტიკური ოჯახებით, პარტიებით პარლამენტში; მესამე გახლავთ, შინაგან საქმეთა მინისტრის საკითხი და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება სამართალდამცველების ქმედებების მოკვლევა და იმედი მაქვს, რომ შედეგებიც დადგება, მაგრამ უნდა იყოს მეტი გარანტია და არა კომპრომისი. როცა საკითხი ეხება პრესის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, შეხედეთ ევროკავშირის შიგნით - მაგალითად, დააკვირდით უნგრეთში რა ხდება, იტალიაში, ადგილი აქვს ადამიანის უფლებების ინდივიდუალურ დარღვევას. ჩვენ უნდა ვიყოთ სანდოები, ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას, რომ ევროპული ღირებულებების დარღვევა მოხდეს. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის. ღირებულებების შენარჩუნება მნიშვნელოვანი გახლავთ.„- განაცხადა კლაუდია როთმა.


თეა წულუკიანი ოპოზიციის ახალ საარჩევნო კანონპროექტზე: ასეთი მოდელი ერაყშიც ვერ ფუნქციონირებს წარმატებულად

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, ოპოზიციის კანონპროექტით შემოთავაზებული ახალი საარჩევნო მოდელი არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ მოქმედებს.

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში, თბილისის ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

 

18 დეკემბერს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

სვიმონ ჯანგულაშვილი: გვახარიას ლაიქებსა და აღიარებაზე დახამებულ, პირველხარისხოვან კომპოზიტორ მიკა მდინარაძეს აუხსენით, რომ 13 დეკემბერს შესრულებულ ევროპის ჰიმნში არაფერი შეგვიცვლია

ვისაც ეს პირველხარისხოვანი კომპოზიტორი - მიკა მდინარაძე გყავთ სამეგობროში, აუხსენით, რომ 13 დეკემბერს შესრულებულ ევროპის ჰიმნში ჩვენ არაფერი შეგვიცვლია,- ამის შესახებ სამების საპატრიარქო მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ერეკლე კუხიანიძე პარლამენტის თავმჯდომარეს: თუ ახსნას ითხოვ, რაღას მემიჯნები?!

თბილისის საკერებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე "ქრონიკასთან" სატელეფონო საუბრისას პრეტენზიას გამოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიმართ.

გიორგი ტყემალაძე: ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიმართ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ არაკორექტული განცხადება გააკეთა.

ელენე ხოშტარიამ საკრებულოში ერეკლე კუხიანიძის კაბინეტს აბრა მოხსნა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოში, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტს აბრა მოხსნა.

ბექა ოდიშარია: ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და განმტკიცების მონაწილეა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და განმტკიცების მონაწილეა. ამ პროცესებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქართული დიასპორა და ჩვენ გვაქვს მათი თანადგომის იმედი",- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე -"დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში" განაცხადა.

კანადაში საქართველოს 28 წლის მოქალაქე გარდაიცვალა

კანადაში საქართველოს 28 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი წარმოშობით თელავის რაიონიდან არის.

საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

როგორც PIA.GE-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, უახლოეს დღეებში საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს.

ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, რომ განათლება ჩვენი სახელმწიფოს უმთავარესი პრიორიტეტია

ვაზისუბანში 90-ე საჯარო სკოლას კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება.

ნათია თურნავა: 2020-2021 წლებში 3 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

"საქართველომ ძალიან ბევრი შეძლო და ბევრს მიაღწია რეგიონულ საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო წლებშიც ეს ტენდენციები გაძლიერდეს",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "აწარმოე საქართველოში" 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ზარქუა: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე პოლიტიკოსების განსხვავებული აზრი მიუღებელია

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო აპროტესტებს.

მეიჯერელ საქართველო 40 სტუდენტს გერმანული ენის კურსის საფასურს დაუფინანსებს

მეიჯერელ საქართველო გერმანული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

"დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ"- აქციის მონაწილეებმა საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს

თბილისის საკრებულოსთან "სამოქალაქო მოძრაობის", "სირცხვილიას" და "შეცვალეს" წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. 

შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ სტუდენტთა სტაჟირება ჩატარდა.

არჩილ თალაკვაძე: პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი ქვეყნის უნიკალურ საინვესტიციო პოტენციალს ინვესტორებისთვის მეტად ხელმისაწვდომს გახდის

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.

სოზარ სუბარი გიგა ბოკერიაზე: ლაპარაკია არა პოლიტიკურ დევნაზე, არამედ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას ამ შემთხვევაში ვადებზე შეზღუდვა არ ჰქონია

„ვინმეს რომ პოლიტიკური დევნა ჰქონოდა გადაწყვეტილი, ეს გაცილებით ადრე მოხდებოდა და ადრე დაიწყებოდა ეს დევნა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და გიგა ბოკერიას გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილი: იმედია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საახალწლოდ გათავისუფლდება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები არიან.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019 გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა  Spotlight 2019 სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი: ვისურვებდი, საარჩევნო სისტემის საკითხზე, დაპირისპირების ნაცვლად, გამოსავალი მოინახოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ დააკონკრეტა რომელ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს.