გიორგი გახარია - „ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო, როდესაც სპეცრაზმელი დამიზნებით ცდილობს ვიღაცას მოარტყას"

გიორგი გახარიამ 20-21 ივნისს პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა კანონით და საერთაშორისო სტანდარტით არის გათვალისწინებული.

მისი განცხადებით, მინისტრის ბრძანებით  ამ რეზინის ტყვიების სროლა 50 მეტრი დისტანციით არის ნებადართული.


„ეს არის არალეტალური ტყვია, რომელიც გამოიყენება სამართალდამცავი სისტემის  მიერ მასების მართვისთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან -  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს ყველა ტყვია, რომელიც იყო  გამოყენებული, 4 სახის იყო გამოყენებული, არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, სხვათა შორის, ეს, რომელსაც თქვენ ამბობთ,  ნარინჯისფერი, არის 2012 წელს შეძენილი. მას შემდგომ ყოველთვის ყველგან იყო  აღჭურვილობაში. ამ ტყვიას ინსტრუქციაში უწერია, რომ მისი გამოყენების  ეფექტური გამოყენების მანძილი არის 10 მეტრიდან.


შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ინსტრუქციით, ჩვენ პოლიციელებს აქვთ მითითება, რომ ეს  ტყვია უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ 20 მეტრიდან. ასევე გეტყვით, ყველა ის  პროფესიონალი, ვისაც საერთოდ თემა ესმის, ის ხვდება და იცის, რომ ამ ტყვიის  დამიზნება შეუძლებელია. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ დამიზნებით ესროდნენ  თვალში, ეს არის სრული აბსურდი, სიცრუე და ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი.  ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსს, რა დონეზეც და როგორაც არ უნდა ნდომებოდა, ეს  აქცია და ეს სამწუხარო ღონისძიება დასრულებულიყო კიდევ უფრო მძიმე  შედეგებით, საბედნიეროდ ჩვენი სამედიცინო სისტემის თანამშრომლებს უნდა  გადავუხადოთ მადლობა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს სამედიცინო სისტემაში  გვყავს მხოლოდ ორი ადამიანი, რომლების მდგომარეობა არის სტაბილური და  პოზიტიური პროგნოზით. ეს არის ის რაც დღეს გვაქვს. ახლა რაც შეეხება, რომ  დავუბრუნდეთ იგივე ტყვიებს, მარტივი თემაა. გეუბნებით, ყველა სპეციალური  საშუალება, მათ შორის ტყვია არის კონკრეტულად კანონით განსაზღვრული, კიდევ  ერთხელ გეუბნებით, არცერთი სპეციალური საშუალება, რომელიც კანონში არ  წერია, იქ არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ  ტყვიის მწარმოებელს პირდაპირ უწერია, რომ არის ეფექტური 10 მეტრის შემდეგ.  მინისტრის ბრძანება არსებობს, რომელიც პოლიციელს უკრძალავს და ეუბნება,  უნდა გამოიყენო მხოლოდ და მხოლოდ 20 მეტრის შემდეგ.



კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ამ ღონისძიების პირობებში, იყო  რამდენიმე მძიმე შემთხვევა, უკიდურესად მძიმე და პირველ რიგში ჩვენთვის,  სამინისტროსთვის და საპოლიციო სისტემისთვის უფლებამოსილების გადამეტების. მერწმუნეთ, ჩემთვისაც მძიმე საყურებელი იყო, როდესაც დაახლოებით 50 მეტრის  დაშორებით სპეცრაზმელი დამიზნებით ცდილობს ვიღაცას მოარტყას, მაგრამ არ
შეიძლება ფაქტების აღრევა. თუ ვსაუბრობთ და ვესაუბრებით ჩვენ მოსახლეობას,  მაშინ უნდა ავუხსნათ, კონკრეტულად რას რა შედეგი მოჰყვა“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.


23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

შიდა ქართლის ტყეში გაჩენილ ხანძარს 2 ვეტმფრენი, 10 სახანძრო და 170 მეხანძრე-მაშველი ებრძვის

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა რეალობად იქცა და ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება

2019 წლის 20 აგვისტოს, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი  დავით ფერაძე, ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი  ქვეყნებისა  და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ვაკეში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, პოლიტკოვსკაიას N8-ში და ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთან დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი განახლდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის N5 და N6 კორპუსებთან მდებარე სკვერი რეაბილიტირდა.

ფეისბუკმომხმარებელი მიხეილ სააკაშვილს: რომელ სანდოობაზეა საუბარი?..

„რომელ სანდოობაზეა საუბარი?..“ - ფეისბუკმომხმარებელი ავთანდილ კემულარია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. 

როგორ მივედით რეალობამდე, სადაც ქვეყნის მთავარი კრიმინალები, მავნებლები და პარაზიტები განაგრძობენ თვითრეაბილიტაციას და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას - POSTV ანალიტიკა

როგორ მივედით რეალობამდე, სადაც ქვეყნის მთავარი კრიმინალები, მავნებლები და პარაზიტები განაგრძობენ თვითრეაბილიტაციას და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, - ამ კითხვას ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია პასუხობს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა  

რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი-არგვეთას (F4) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, დაინეტერესბული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინანდადებები გაიხსნა.

23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10  საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

ქეთევან ციხელაშვილი: საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო გამოხმაურებებია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელშვილი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებს მკაფიო მხარდაჭერად აფასებს.

"ჯორჯიან მანგანეზი" Human Rights Watch-ის ანგარიშს პასუხობს

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" Human Rights Watch-ის მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს. 

დაურ კოვე: საუბარი, რომ აიბღა რუსეთის შემადგენლობაშია, დეზინფორმაციაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ საუბარი იმაზე, რომ აიბღა დღეს რუსეთის შემადგენლობაშია - დეზინფორმაციაა.

ქიბარ ხალვაშსს იმედი აქვს, ჟურნალისტები აზრს შეიცვლიან და არხს დაუბრუნდებიან

"რუსთავი2"-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.

adjarabet.com-მა პროექტ „არიქას“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომპანია adjarabet.com-მა მხიარული და აზარტული პროექტის, „არიქას“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლინა.

ლარი მცირედით გამყარდა

22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9336 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა.
 

ქიბარ ხალვაში : ყველაფერს გავაკეთებ რუსთავი2-ის გადასარჩენად

"რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მასწავლებლობის მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის  ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს

ნუკრი ქანთარია: ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს

„ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს“, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და ზაზა თ. დააკავეს.

გორში ტყეს ცეცხლი უკიდია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი „112“-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელს საყავრეს ტყეში ხანძარია.

ლაურა ღაჭავას 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაოს გადახდა შეუფარდა.