აკრძალული ქართული ენა, დარჩა მამული და სარწმუნოება

გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში მშობლიურ ქართულ ენაზე სწავლება აკრძალულია, მაშინ, როდესაც ეს რაიონი ქართველებით დასახლებული ყველაზე დიდი რაიონია მთელს აფხაზეთში. გალი ხიდია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

სააგენტო „პირველი“ ოკუპირებულ აფხაზეთში ზოგადსაგანმანათლებლო პროცესების მიმდიანარეობასთან, პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ნონა შონიას ესაუბრა.


მისი თქმით, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში 30 სკოლაა აღდგენილი. იმიტომაა აღსანიშნავი ომამდელი ტერიტორია, რომ სეპარატისტულმა ხელისუფლებამ რაიონის ომამდელი ტერიტორია დააქუცმაცა, მნიშვნელოვანი ნაწილი თავის სოფლებითურთ და სასწავლო–საგანმანათლობლო დაწესებულებებით გადასცა ტყვარჩელის რაიონს, ნაწილი ოჩამჩირეს, თავად გალი ზედა და ქვედა ზონებად დაყო. ტყვარჩელის მხარეში 10 და ერთი საბავშვო ბაღია მოქცეუილი, ოჩამჩირეში 1, გალის „ზედა ზონაში“ 9, „ქვედა ზონაში“ კი 10.  2018–2019 სასწავლო წელს 410 ბავშვმა დაამთავრა 30 სკოლის 11 კლასი.


„სკოლის დამთავრების შემდეგ აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაცია აფხაზურ ატესტატს გასცემს, რომელშიც  მშობლიურ ენად, განურჩველად ეთიკური წარმომავლობისა, წერია რუსული ენა, მშობლიური ლიტერატურად, რუსული ლიტერატურა“, – მოგვითხრობს ნონა შონია.


რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სკოლებში, ზონების მიხედვთ, მოქმედებს სხვადასხვა სასწავლო გეგმა. ტყვარჩელის მხარეში ქართულ ენასა და ლიტერატურას 1 საათიც კი არ ეთმობა, მაშინ, როცა აქ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და პედაგოგები ქართულენოვანია. ამ ტერიტორიებზე აღდგენილი სკოლებში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს.


გალის „ზედა ზონაში“, ანუ ქალაქში 2 სკოლაა, 1 საათი ეთმობა  ენას, ერთი ლიტერატურას, ქართული ისწავლება, როგორც ერთ-ერთი უცხო ენა,  სწავლება რუსულ ენაზე, რუსეთის ფედერაციიდან  შემოტანილი სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს.


„ქვედა ზონაში“ ერთი სკოლა კონტიგენტის სიმცირის გამო დაიხურა და ახლა  10 ფუნქციონირებს. 2014-2015  სასწავლო წლამდე დაწესებულებები ქართული სკოლის სტატუსს ინარჩუნებდნენ. სეპარატისტულმა მთავრობამ და გალის ადმინისტრაციამ 2014-15 წლის სექტემბრიდან 1-4 კლასები რუსულენოვან სწავლებაზე გადაიყვანა. ყოველ წელს თითო კლასს უმატებს. ასეთ მცირე დროში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება შეუძლებელია, 3 წელიწადში გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში არათუ ქართული სკოლა, ქართული კლასიც კი აღარ გვეყოლება. მომხდარმა განათლების ხარისხზე იმოქმედა. (პირველ მე-7 კლასებში 1 საათი ენას და 2 ლიტერატურას, მე-8, მე-11 კლასებში კი –  ერთი საათი ენას და ერთი ლიტერატურას ეთმობა)“, – ამბობს ნონა შონია.


მისივე თქმით, სამწუხაროდ, 79-81 საათი ეთმობა რუსლი ენისა და ლიტერატურის სწავლებას, აფხაზურს – მხოლოდ 27-29 საათი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ წერს და საუბრობს საკუთარ ენაზე. „ჩვენი ხელისუფლება, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ზრუნავს აფხაზური ენის განვითრებასა და შერიგებაზე“.


„სკოლებში განსხვავებული წესები მოქმედებს. მაგალითად,ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებმა არათუ ქართულად, არამედ მეგრულ ენაზედაც არ უნდა ისაუბრონ. წელს იყო შემთხვევა (შეგნებულად არ დავასახელებ სკოლასა და ბავშვის სახელს), მეგრული პატრიოტული ლექსის წაკითხვის გამო დაისაჯა ბავშვის პედაგოგი და დირექტორის გადაყენების საკითხიც განიხილება. არსებობს სხვა მსგავსი ფაქტებიც. გარდა ამისა, ქართული სასწავლო წიგნების  გადატანა ენგურს იქით სასტიკად აკრძალულია,  თუმცა ჩვენ მაინც ვახერხებთ მათ მიწოდებას. ქართული წიგნების არათუ ტარება და გამოყენება, არამედ ბიბლიოთეკაში ქონაც იკრძალება. არსებობს მაგალითები, როდესაც ბიბლიოთეკიდან გაიტანეს ყველაფერი, რასაც ქართული წარწერა ჰქონდა. მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელება, რომ სასწავლო პროცესი მთლიანად გადაიყვანონ რუსულენოვან სწავლებაზე“, – გვიყვება რესურსცენტრის ხელმძღვანელი.


მისივე ინფორმაციით, რუსული სახელმძღვანელოებით ისწავლება რუსეთის გლობალური გეოგრაფია, ისტორია და სხვა საგნები. წიგნები ძვირი ღირს და შეძენა რთულია. გარდა ამისა, სკოლებში გამოიყენება ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებიც 1940-50–იან წლებშია დაბეჭდილი. სკოლებში ინტერნეტიც არაა და, ზოგადად, სიხშირეებს ახშობენ.


წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლებით საქართველოს განათლების სამინისტრო აჯილდოვებს. წარჩინებით 9 კლასდამთავრებულებს კი ლეპტოპები გადაეცემათ. ბავშვების თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდინება დემოგრაფიულ პრობლემებს ქმნის ოკუპირებულ გალში და დაბერების პროცეს აჩქარებს,  2009-14 წლის მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 500 ახალგაზრდიდან მხოლოდ 150-მდე დაბრუნდა.


გალელი ბავშვები მონაწილეობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საგნობრივ ოლიმპიადებში, სპორტულ, კულტურულ-საგანმანათოლობლეო ღონისძიებებში, ეტალონში. 2019 წლის მდგომარეობით 3 ოლიმპიელი ისვენებდა ყვარლის იუსტიციის  სასწავლო ცენტრში. „ვცდილობთ, ნებისმიერი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს ოპიკურებული აფზხაზეთის მიმართულებით, მაქსიმალურად იყოს მისადაგებული ბავშვებისთვის და რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ამ პროგრამებში ჩავრთოთ“, – აცხადებს ნონა შონია.


ამოქმედდა ახალი პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანამწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ჯგუფის ინიციატივით შეიქმნა და საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად ხორცილედება. პროგრამა გულისხმობს იმ აბიტურიენტების ინტენსიურ მომზადებას, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდები პირველ ჯერზე ვერ ჩააბარეს. პროექტის ფარგლებში ზუგდიდში, ჯავახიშვილისა და მესხიას სახელობის უნივერსიტეტებში, 140  აბიტურიენტი ემზადება. საერთო ჯამში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 320-325 ბავშვამდეა დარეგისტრირებული. 


140 ახალგაზრდიდან  35 საცხოვრებელი ფართით არის დაკმაყოფილებული და სტიპენდიაც ეძლევათ.


„მოსწავლეები საზაფხულო ბანაკების პროექტში არიან ჩართულნი.  ვცდილობთ, გალის რაიონს გავცდეთ, მაგრამ გამოხმაურება არაა.  ამის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, შიშია“, – აცხადებს ნონა შონია.


27 ივნისს სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით ქალაქში ბავშვებს გაუმართეს ზეიმი. საღამოს 8 საათისვის კი ენგურის გამშვები პუნქტი გადაკეტეს. მათ იცოდნე, რომ ეროვნული გამოცდები იწყებოდა პირველ ივლისს. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ეს შეგნებულად გააკეთა სეპარატისტურმა მთვრობამ.  ბავშვები მავთულხლართების გამოვლით გადმოვიდნენ. ერთ-ერთი დაზიანდა კიდეც. საქართველოს ხელისუფლებისა და სხვა ორგანიზაციების მოლაპარაკებების შედეგად აბიტურიენტების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გადმოვიდა პირდაპრი ხიდით, რისთვისაც  თანხა არ გადაუხდიათ.


რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინეს. მალევე, ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს ეს რეგიონები დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს.


ავტორი: ქეთევან კენჭოშვილი   #მედიალაბორატორია


ჯაბა ჯიშკარიანი ბუტა რობაქიძეზე: ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების და ისტორიის ნაწილი

"თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა",-ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

კახა კალაძე მინსკში „ქართული სახლის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 

"საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში"

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დამოიკიდებლობის დღეს ულოცავს. 

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა.

წეროვანთან ხანძარია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანთან ხანძარია. 

თეთრიწყაროში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ანუკი არეშიძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, დღეს მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, დღეს, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი გაიმართება.

ყვარელში ახალსოფლის ტყეში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს უკიდია.

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

აიტექნიკსის" გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის
მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავა.

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის მეტროს ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

პრეზიდენტის სასახლეში დღეს კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება.

გერმანიაში პანკისის ხეობის წარმომადგენელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ამის შესახებ ინფორმაცია ხეობის მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში სამი მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან სამი ადამიანი შეიყვანეს. სამივე ახალგაზრდა მამაკაცია.

ია კერზაიას შვილი დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურის მიერ დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასა და გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფორსაჟის გადაღების გამო ხვალიდან სამი დღით, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას თბილისის მერია ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.