თურქეთი საქართველოს თანადგომისთვის მადლობას უხდის - 3 წელი გადატრიალების მცდელობიდან

საქართველოში თურქეთის საელჩო 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ "თურქეთს არ დავიწყებია 2016 წლის 15 ივლისი და მეზობელი საქართველოს თანადგომა".

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "2016 წლის 15 ივლისის ღამეს ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მიერ დაგეგმილი მუხანათური სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მარცხით დასრულდა, ვინაიდან თურქმა ხალხმა მტკიცედ დააფიქსირა დემოკრატიისადმი თავისი ერთგულება".


"შეიარაღებულ ძალებში მოკალათებული FETÖ -ს წევრებისა და ორგანიზაციის სამოქალაქო ელემენტების ჩართულობით 15 ივლისს, მათ მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობამ შეიწირა ჩვენი 251 მოქალაქის სიცოცხლე, ხოლო 2000-ზე მეტი დაშავდა.


იმ ღამეს დაიბომბა: პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის, ეროვნული უშიშროების და უსაფრთხოების ორგანიზაციების შენობები. ტანკებით გადაუარეს მშვიდობიან მოქალაქეებს, დაბომბეს და ცეცხლი გაუხსნეს მათ ვერტმფრენებიდან.


ჩვენ პატივს მივაგებთ თურქეთის მომავლისა და დემოკრატიისათვის თავდადებულ, დაღუპულთა წმინდა სულებს, ხოლო მებრძოლებისადმი გამოვხატავთ მადლიერების გრძნობას",-ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში.


თურქეთის რესპუბლიკის ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები, დღეს 12:00 საათზე დაღუპულ პირთა ოჯახის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკობენ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს.


თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 15 ივლისის ღამის 10 საათზე დაიწყო, როდესაც თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით გადაკეტეს ბოსფორის ხიდი.


გადატრიალების მცდელობაზე პასუხისმგებლობა სატელევიზიო გამოსვლაში თურქეთის მშვიდობის საბჭომ აიღო.


2016 წლის 15 ივლისის ღამით, სულ მცირე 290 ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაიჭრა.


ანკარაში, დაიბომბა თურქეთის პარლამენტი და პრეზიდენტის სასახლე. სროლის ხმა ისმოდა ასევე სტამბოლის და ანკარის აეროპორტების ახლოს.


გადატრიალების მცდელობას მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა. დაკავებულია სულ მცირე 6 ათასი ადამიანი, მათ შორის სულ მცირე 2 839 ჯარისკაცი და 2 745 მოსამართლე.


„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის თანახმად, „არემჯი“ 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებაზე.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“.

 

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"კურიერი" ეთერში არ გასულა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ზე  დღეს დილიდან ეთერში არ გასულა გადაცემა კურიერი. 

სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის.

ქიბარ ხალვაში: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო

"რუსთავი2"-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით, მოკლე კომენტარით ეხმაურება:

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება!

#შეერკინემსოფლიოს

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მწვანე ბანაკის მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის “წყალი და ადამინის უფლებები “ მონაწილეები ესტუმრნენ.

ხვალ, მცხეთის წყალი მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 22 აგვისტოს, კომპანია მცხეთის წყალი, ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქ. N67-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება. 

ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს
დაბადებული ნ.კ. დააკავა.

უბედური შემთხვევა ლიბიის სანაპიროსთან - ნავის ჩაძირვის შედეგად ასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავი ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ჩაიძირა.

მამუკა ბახტაძემ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კურიერის წამყვანებმა "რუსთავი 2" დატოვეს

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხი დატოვეს. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

შემოსავლების სამსახური : გამოვლენილია ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტებტან დაკავსირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.