გია აბაშიძე: როგორ უნდა ვთქვა რამე სერიოზული იმ კვლევაზე, სადაც დავით ბაქრაძე ლიდერობს 59%-ით

ექსპერტი გია აბაშიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ IRI-ის ბოლო კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აბაშიძის შეფასებით, არავის სურს ამ 'კვლევების' ტირაჟირებით, საზოგადოებაში ცრუ აღქმების, მოგონილი რეალობის შექმნის მცდელობით, გაღვივდეს უარყოფითი განწყობები ამერიკული ორგანიზაციებისადმი:


„რ2-ისადმი ნებსით თუ უნებლიედ 'გაჟონილ' კვლევებზედ:


როგორ უნდა დავწერო/ვთქვა რამე სერიოზული იმ კვლევაზე, სადაც დავით ბაქრაძე ლიდერობს 59%-ით, აქაურ 'ჟირინოვსკის', კლოუნ შალიკოს 'საკრარულად' 41% და იგივე 41% აქვს მიწერილი დავით უსუფაშვილს. დავიჯერო მისმა რეიტინგმა ასე რადიკალურად იმატა გასული წლის საპერეზიდენტო არჩევნების შემდეგ? თავად უხერხულში ხომ არ იქნება ამ 'მაჩვენებლით' ბატონი დავითი?

ვხედავთ ასევე, რომ რევანშისტი ნაცმოს დეგრადაციასთან ერთად, ხდება მათთან აფილირებული ზოგიერთი ადგილობრივი არასამთავრობოს თვითდაზიანება - ცრუ, მოჩვენებითი რეალობის შექმნის მცდელობა ფრიად დამაზიანებელია. ადრე თუ გვიან ფართოდ აშკარავდება.

როგორაა ის საქმე, რომ თუ ყველა ბოლო არჩევნებში ნაცმოძი აგებს და საერთაშორისო დამკვირვებლები ერთსულოვნად ამბობენ - იყო დარღვევები, ხარვეზები მაგრამ შედეგებზე ვერ აისახებოდა და ამ დროს ასეთ კვლევებში ნაცმო 'ზენიტშია'?

რ2-ის საფეიკნიუსერი 'დაზგიდან' არაერთხელ გვინახავს „იპსოს რასია-უკრაინას“, „CRRC”-ის ე.წ. კვლევები, „ჩეთემჰაუსის“ ბრენდის ქვეშ შეფუთული ვინმე გერასიმოვას აბსურდული შეფასება და ა.შ. მერე კი არჩევნებმა სულ სხვა მოცემულობა დავგანახეს.
ვფიქრობ, ის დროა, რომ „IRI-ს“ სათაო ოფისმა, საველე სამუშაობითვის სხვა რეალიზატორ ადგილობრივ ორგანიზაციაზე იფიქროს. ამას დიდი ხანია აქ მომუშავე უცხოელი მიმომხილველებიც ამბობენ კულუარულად. 

ნამდვილად არავის სურს ამ 'კვლევების' ტირაჟირებით, საზოგადოებაში ცრუ აღქმების, მოგონილი რეალობის შექმნის მცდელობით, გაღვივდეს უარყოფითი განწყობები ამერიკული ორგანიზაციებისადმი. ორი ქვეყნის - აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ეს ნამდვილად არ სჭირდება არც ახლა და არც მომავალში“, - წერს გია აბაშიძე.


"კურიერმა" მოიპოვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც ჯერ IRI-ს არ გაუსაჯაროებია და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო.


კვლევა 15 ივნისამდე, "გავრილოვის ღამემდე" 5 დღით ადრეა ჩატარებული და მისი მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 26%-ს არ აღემატება. მაშინ როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22%-ია, “ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი 7%-ია. "პატრიოტთა ალიანსის" 5%, "ლეიბორისტული პარტია" - ასევე 5%.


დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და ქვევითაა. თუმცა ამ მონაცემებით ოპოზიციური ხმები უკვე 39%-ს აღწევს.


 



„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის თანახმად, „არემჯი“ 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებაზე.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“.

 

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"კურიერი" ეთერში არ გასულა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ზე  დღეს დილიდან ეთერში არ გასულა გადაცემა კურიერი. 

სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის.

ქიბარ ხალვაში: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო

"რუსთავი2"-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით, მოკლე კომენტარით ეხმაურება:

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება!

#შეერკინემსოფლიოს

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მწვანე ბანაკის მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის “წყალი და ადამინის უფლებები “ მონაწილეები ესტუმრნენ.

ხვალ, მცხეთის წყალი მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 22 აგვისტოს, კომპანია მცხეთის წყალი, ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქ. N67-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება. 

ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს
დაბადებული ნ.კ. დააკავა.

უბედური შემთხვევა ლიბიის სანაპიროსთან - ნავის ჩაძირვის შედეგად ასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავი ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ჩაიძირა.

მამუკა ბახტაძემ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კურიერის წამყვანებმა "რუსთავი 2" დატოვეს

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხი დატოვეს. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

შემოსავლების სამსახური : გამოვლენილია ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტებტან დაკავსირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.