გალელი გოგოს ცხოვრება – ერთი საერთო ისტორია

ქართულ ენასა და ლიტერატურას ართმევდნენ, მაგრამ უფრო გაძლიერებულად სწავლობდა. მიხვდა, ცრუ ისტორიას ასწავლიდნენ და ნამდვილი ისწავლა. სამშობლოს სიყვარულს უკრძალავდნენ და უფრო შეუყვარდა.

მონოლოგის ავტორი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ოკუპაციას მაშინაც აპროტესტებდა, როდესაც უკრძალავდნენ. დღეს ხმამაღლა დაიწყო საუბარი: 


„ისეთი ბავშვობა გვქონდა, ტალახში რომ ვთამაშობდით და ერთმანეთს ხელის ურიკებით ვატრიალებდით; რუსულ მულტფილმებს ვუყურებდით, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო.


ხშირად, როცა ბავშვობაზე ვსაუბრობთ, მეუბნებიან, ესა თუ ის თამაში ან ქართული სიმღერა როგორ არ ვიცი. შემდეგ ვუხსნი საიდანაც ვარ, და თავიანთი სიტყვები უკან მიაქვთ ხოლმე.


16-ის ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე. გალის ერთ-ერთ სოფელში კვირაში 4 დღე ვსწვლობდით ქართულ ენასა და ლიტერატურას. 2010 წლიდან სასწავლო საათები შეამცირეს. იქ ჩემი კლასი ქართული ენის ცოდნით საუკეთესო იყო. უმაღლესში თითქმის მოუმზადებლად ჩავაბარეთ და კარგი შედეგიც დავდეთ.


სახელმძღვანელოებს მცირე რაოდენობით გვირიგებდნენ და გვეუბნეოდნენ „ეს უნდა იმყოფინოთო“. ჩვენ ვიწერდით, ასლებს ვაკეთებდით და ისე ვსწავლობდით.


აფხაზური ენა დახვეწილი არაა. 66 ასობგერისგან შედგება და  გამოსათქმელად ძალიან რთულია. სწავლა პირველი კლასიდან დავიწყეთ – მეხუთე კლასამდე. შემდეგ აღარ ვსწავლობდით და მეცხრე კლასიდან გავაგრძელეთ. მე-10, მე-11 კლასში ორი სხვადასხვა მასწავლებელი გვყავდა, ორივე განსხვავებულად საუბრობდა. ძალიან რთულია, ჩამოუყალიბებელი ენა გასწავლოს ადამიანმა, რომელმაც ეს ენა გამართულად თავადაც არ იცის. ქართული,  ინგლისურთან ერთად, უცხო ენად ითვლება. აფხაზური დამატებითი ენაა, ხოლო  რუსული – მშობლიური.


სწავლა რუსულად მიმდინარეობდა. წიგნები ძალიან ძველი და უინტერესო იყო, 50-70-იან წლებში დაბეჭდილი ლიტერატურას ვიყენებდით,  მალე ფუჭდებოდა.  ისე რთულად იყო დაწერილი, გაგება გვიჭრდა.


არ სურდათ, კარგი განათლება მიგვეღო, რადგან  იქ დავრჩენილიყავით და თავიანთი მიზნებისთვის გამოვეყენებინეთ. მათი მიზანია, ხელი შეუშალონ ჩვენს ხიდსაქეთ გადმოსვლასა და ცოდნის მიღებას.


არ მახსოვს, ვინ ითავა, აფხაზეთის თუ საქართველოს განათლების სამინისტრომ, მაგრამ პირველი კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით  წიგნები გვაჩუქეს, სადღაც 15-16 ყუთი იქნებოდა. გადმოტანა  ძალიან რთული იყო. მამაჩემმა ორი რეისი გააკეთა და  წიგნები ზუგიდიდან გალში ჩამოიტანა. გაიგეს და სკოლებში, სადაც ისინი ნახეს, დაწვეს. ჩვენ დავმალეთ და მერე გამოვაჩინეთ ბავშვებთან.


ატესტატი რუსულ-აფხაზურ ენაზე გაიცემოდა. 17 ბავშიდან 8-9 ბავშვი ვაბარებდით, 6 თუ 7 ჩავირიცხეთ.


სოფელში დიდი გასაქანი არ გვქონდა. მინიმუმ, რაც შეიძლება გვქონოდა, ტელევიზორი იყო, ინტერნეტი დღესაც არაა. მეგაბაიტები რომ იყიდო და ნორმალურად მოიხმარო, თვეში დაახლოებით 300 ლარი გჭირდება. წინათ „მაგთის“ მოდემს ვიყენებდით ხოლმე. მახსოვს, ვთქვი: „არ ვიცი რაზე ჩავაბარებ, მაგრამ საქართველოს ისტორია უნდა ვისწავლო-მეთქი“.


მეოთხე საგნად ისტორიის ჩაბარება გადავწყვიტე და მომზადება ზუგდიდიში დავიწყე. სკოლის შემდეგ ისტორიაში მოსამზადებლად მამაჩემს ან მის მეგობარს გადავყავდი ხოლმე ზუგდიდში, ღამით იქ ვრჩებოდი და დილით კი სკოლაში ვბრუნდებოდი. მახსოვს, პირველად საქართველოს ისტორიის წიგნის რომელიღაც გვერდი გადავშალე, 4 ჯერ წავიკითხე  ერთი და იგივე მონაკვეთი, ვერ გავიაზრე, ვერ მივხვდი, რა ეწერა. ისტორიას რუსულად ვსწავლობდით და ყველფერი რუსულად მქონდა თავში ჩაბეჭდილი. ქართული ტერმინები არ ვიცოდი. ჩემმა რეპეტიტორმა წარმომადგენინა ის ყველაფერი, რაც წიგნის ფურცლებზე ეწერა და ამ ხერხმა გაამართლა.


სკოლას რომ ვამთავრებდით, აფხაზეთის სახელმწიფო უნვერსიტეტის ლექტორები მოვიდნენ. ცდილობდნენ, დავერწმუნებინეთ, რომ ამ უნივერსიტეტში ჩაგვებარებინა. გვითხრეს: „შეღავათს გაგიკეთებთ და ზოგიერთი ფაკულტეტის სწავლას უფასოდ შეძლებთო“.  აფხაზეთში აბიტურიენტების უმრავლესობა იქ აბარებს. 1 ან 2 წელში შეგიძლია დიპლომის აღება. ჩემი კლასიდან 2 ბავში წავიდა, რომელებსაც თბილისში ნათესავები არ ჰყავდათ და სახლი არ ჰქონდათ.



აფხაზეთის ისტორიის ტურზე დავდიოდით, სადაც სპექტაკლებს ვდგამდით. ძალიან ბევრს საქართველო ომის დამწყებად გამოჰყავდა. ისმოდა ფრაზები, „ქართველები ჩვენი ძმები არ არიან“, „ქართველები აფხაზებს კლავდნენ“ და ა.შ. რამდენჯერმე პროტესტის ნიშნად წამოვედით, მაგრამ დაგვაბრუნეს და გაგვაფრთხილეს, რომ პრობლემები შეგვექმნებოდა. აფხაზეთის ისტორიაზე  პატარა ბროშურაა, მაგრამ მათ გავრცობილი და შეცვლილი აქვთ ფაქტები. მაგალითად, გიორგი ბრწყინვალემ გაათავისუფლა რაღაც ტერიტორია, იქ წერია რომ აფხაზები მივიდნენ და მათ გაათავისუფლეს ეს ტერიტორია, ყველგან აფხაზები ჩანან და აფხაზეთის გარდა საქართველოს ნებისმიერი კუთხე გამოყვანილი ჰყავთ მათ მტრად.


აფხაზეთის ე.წ. განათლების სამინისტროს თაოსნობით სხვადასხვა რაიონის ბავშები შეგვახვედრეს, ჩვენი რეგიონის წარმოსაჩენად. ძირითადი სალაპარაკო ენა მეგრული იყო, საუბრის დროს დიდი აურზაური ატყდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ვართ და რუსულად ისაუბრეთ, გადააშენეთ თქვენი მეგრულიო. არ ვიცოდი, რა მეთქვა, მხოლოდ ერთი კითხვა დამებადა, პარლამეტში აფხაზურად მიმდინარეობდა თუ არა სხდომები, პასუხი იყო - არა, რუსულად. როცა მეუბნები რუსულად ილაპარაკე, მე ხომ არ ვარ რუსეთში, მე ვარ აფხაზეთში, მაშინ შენ უნდა თქვა, რომ ჩვენ ვართ არა აფხაზეთში, არამედ რუსეთში. საბოლოოდ პროექტი ვერ შედგა და დავიშალეთ.


ექვსკურსიაზე მივდიოდით ახალ ათონში. მიკრო ავტობუსში წინ  დავჯექი და ღვედი გავიკეთე. სასწრაფოდ მომახსნევინეს: „არ გაიკეთო, რადგან მიხვდებიან, რომ მეგრელი ხარ და კანონს ემორჩილებიო“. აფხაზეთში იმ კანონებს ემორჩილებიან, რომლებიც მათვისაა მისაღები.


ბიჭვინთაში, ხეცურიანების სახლ-მუზეუმში ვიყავით ექსკურსიაზე.  რომ გაიგეს ქართული ვიცოდით, ტირილი დაიწყეს. მიუხედავათ იმისა, რომ კარგად აღარ ახსოვდათ, რადგან საშუალება არ ჰქონდათ სხვასთან ან ერთმანეთში ესაუბრათ, ყველაფერი მაინც მშობლიურ ენაზე აგვიხსნეს. ყველა ქართული ძველებური ნივთი ჰქონდათ შენახული პატარა სუვენირის სახით, რომ ხალხს არ დავიწყებოდა საქართველო. უცებ აფხაზეთში ქართული რომ გავიგე, ცოტა არ იყოს, ყურში უცნაურად მომხვდა. რომ გავაანალიზე, სად ვიყავი, ძალიან უცხო გრძნობა დამაუფლა.


სკოლის მოსწავლეები გუდაუთის ბანაკში მივდიოდით, მაგრამ პრობლემები შეიქმნა და  სოხუმში, სასტუმროში დავბინავდით. მახსოვს, ქართულად დავილაპარაკე და ყველამ მე შემომხედა.


ერთ-ერთ შეხვედრაზე დავალება მოგვცეს, რომ სოხუმის სუფთა და დაბინძურებული ადგილები აღგვებეჭდა, 50 სურათიდან 45-ზე დაბინძრებული ადგილები იყო. ერთმა გოგონამ თქვა: „თბილისში რომ ჩავედი, მეგონა, იქ სანაგვე დამხვდებოდა, მაგრამ ყველაფერი სუფთაა, ყოველ საღამოს ასუფთავებენ ქალაქს და განათებებიცააო“. იქ არ არსებობს ნაგვის ყუთები, მხოლოდ სოხუმის ცენტრში დგას.


გალში ფულის ერთეული რუბლია.  მაღაზიებში პროდუქტს ცეცხლის ფასი უკიდია. პროდუქტი ასეთი ძვირი ანაკლიაშიც არ არის. არჩევანიც ცოტაა და საქონელი, ზოგადად, რუსეთიდან შემოდის. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. ენგურჰესის მიმდებარე ოთხი სოფლიდან მოსახლეობის უმრავლესობა ჰიდროელექტროსადგურში მუშაობს და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ესეც აღიზიანებთ.


შემთხვევით გავიგე, რომ ჩემი საბუთი მოსული იყო, მივხვდი, რომ იმდღესვე, რომ არ ამეღო მერე პრობლემა შმექმნებოდა, გალში რომ ჩავედით, ის პიროვნება, ვინც პასპორტებს არიგებდა, წასული იყო და შუა გზიდან მოვაბრუნეთ, მის კაბინეტში, მასთან ერთად, ჩუმად შევიპარეთ, რადგან მას პრობლემები არ შექმნოდა. ამის შემდეგ 3-4 წელი პასპორტები აღარ გაუციათ. პასპორტი  ორნაირია, გიწერია ეროვნება ქართველი ან აფხაზი, ვისაც ეროვენაბა აფხაზი უწერია,  არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია. ნებისმიერ იურიდიულ საკითხში ჩართვა, თუ ქართველი გიწერია ეროვნებად, გარდა საზღვარზე გადმოსვლა-გადასვლისა, კანონიერად არაფერის უფლება გაქვს.


პასპორტს ვადა 20 წელი ჰქონდა მაგრამ, უკვე გააუქმეს. სამსახურისა და სწავლის გამო ვერ გადავედი, რომ აღვადგინო. ამას კიდევ  ბევრი ფული და დრო სჭირდება.


2013 წელს აფხაზეთში პუტინი ჩამოვიდა და თქვა: „მე ძალით არ გაგიშვებთ, არ გაგყრით აქედან, მაგრამ  იმდენს გავაკეთებ, შეგიქმნით პრობლემებს, რომ  თქვენი ფეხით აბარგდებით და წახვალთო“. ჰაერს წაგართმევს და იძულებული გახდები, რომ წამოხვიდე. რუსეთი აფხაზეთს არ დათმობს, როდესაც უკვე თითქმის მის ხელშია. აფხაზებმაც დაყარეს ფარ-ხმლი და დინებას მიჰყვებიან, რადგან ბრძოლის უნარი აღარ აქვთ,  და არც უნდათ. მე ამას მათ თვალებშიდაც ვხედავდი. პუტინს ხალხი საერთოდ არ აინტერესებს, მისთვის მთავარი ტერიტორიაა.


არიან ბავშვები, ახალგაზრდები, რომლებმაც არაფერი იციან საქართველოს შესახებ, არც სმენიათ. არ აინტერესებთ ისტორია.


დაბრუნების შანსი ყოველთვის არის, მაგრამ ძალიან დიდი დრო სჭირდება. სამი ფაქტორია: 1) აფხაზები მობილიზდნენ; 2) საქართველო გაძლიერდეს და  სწორი სვლები გააკეთოს; 3) რუსეთმა უნდა დაუშვას შეცდომა. აფხაზებს რუსეთმა თავისუფლებაც რომც მისცეს, საქართველოს იმ შემთხვევაში შემოუერთდბიან, თუ ვინმე დიპლომატიურად დაელაპარაკება. ორივე  მხარის წარმომადგენლებმა უნდა მიაღწიონ შეთანახმეაბას ურთიერთობის აღსადგენად. აფხაზეთის მხრიდან საჭიროა ისეთი ადამიანი, რომელიც პროქართული იქნება.


მამაჩემს გალს იქით წასვლა არ უყვარს. გაიშნიკები გაგაჩერებენ და გეტყვიან ეს ნაკაწრი რატომ გაქვს, თუ გინდა გაგიშვან, ფული უნდა გადაუხადო. შემდეგ ისევ გაჩერებენ... აფხაზეთში კორუფციაა გამეფებული. დაძაბულობა იგრძნობა. უცხო ადამიანი, ალბათ, ვერ გაუძლებს, ნერვიულობისგან შეიძლება მოკვდეს. ხიდს აქეთ, ბავშვი რომ გადმოდის, ჰგონია, რომ აქაც მსგავსი სიტუაციაა. სხვადასხვა სამყაროა რუხის ხიდის გაღმა-გამოღმა. მთავრაია, ბავშვს დაანახო, რა არის ხიდს იქით. იქ სიტყვის თავისუფლება არაა, ნებისმიერი ფორმით აჩუმებენ ადამიანს.


გალის რაიონი  ხელწამოსაკრავი ჰქგონიათ. ახლახანს წავიკითხე, რომ უნდათ ის დანარჩენი აფხაზეთის ნაგავსაყრელად აქციონ.


ავტორი: ქეთევან კენჭოშვილი   #მედიალაბორატორია


ჯაბა ჯიშკარიანი ბუტა რობაქიძეზე: ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების და ისტორიის ნაწილი

"თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა",-ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

კახა კალაძე მინსკში „ქართული სახლის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 

"საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში"

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დამოიკიდებლობის დღეს ულოცავს. 

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა.

წეროვანთან ხანძარია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანთან ხანძარია. 

თეთრიწყაროში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ანუკი არეშიძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, დღეს მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, დღეს, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი გაიმართება.

ყვარელში ახალსოფლის ტყეში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს უკიდია.

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

აიტექნიკსის" გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის
მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავა.

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის მეტროს ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

პრეზიდენტის სასახლეში დღეს კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება.

გერმანიაში პანკისის ხეობის წარმომადგენელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ამის შესახებ ინფორმაცია ხეობის მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში სამი მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან სამი ადამიანი შეიყვანეს. სამივე ახალგაზრდა მამაკაცია.

ია კერზაიას შვილი დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურის მიერ დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასა და გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფორსაჟის გადაღების გამო ხვალიდან სამი დღით, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას თბილისის მერია ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.