ახალი ნაბიჯი სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ - განათლების სამინისტრო EURAXESS-ში გაწევრიანებისთვის ემზადება

„სექტემბერში საქართველო ევროპის სამეცნიერო სივრცეში - EURAXESS-ში გაწევრიანდება",-ამის შესახებ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ „EURAXESS“-ში გაწევრიანებასთან დაკავშრებით პრეზენტაცია „ახალი ნაბიჯი ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ“ წარადგინეს. 


„სექტემბერში საქართველო ევროპის სამეცნიერო სივრცეში - EURAXESS-ში გაწევრიანდება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქართველ მეცნიერს და ინსტიტუციას პირდაპირი წვდომა ექნება 15000-ზე მეტ ორგანიზაციასთან და შესაძლებლობა მიეცემათ ევროპულ სივრცეში არსებული მრავალმხრივი შესაძლებლობებით ისარგებლონ.  საქართველომ  ყველა ის პირობა და სტანდარტი დააკმაყოფილა რასაც EURAXESS“-ის წევრობა მოითხოვდა და დღეს შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ ქართველი მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი დაიწყო. EURAXESS“-ის კვლევით პროექტებში ყოველწლიურად რამდენიმე  მილიარდი იხარჯება. ეს ყველაფერი კი უკვე გახსნილი იქნება ქართველი მეცნიერებისთვის და ინსტიტუციებისთვის“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის და  ურთიერთაღიარების დეკლარაციას  (Declaration of Honor) ევროკომისიასა და საქართველოს შორის ხელი უკვე მოეწერა.


 მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაცია და ხელშეკრულების ხელმოწერა (Declaration of Commitment) კი 2019 წლის სექტემბერში,  ბრიუსელში იგეგმება,  რის შემდეგაც  საქართველო EURAXESS-ში გაწევრიანდება.


საქართველოს EURAXESS-ში გაწევრიანებისთვის   ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. 27 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განაცხადი გააკეთა საქართველოს EURAXESS-ში ჩართვაზე. 2019 წლის 1 მარტს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მოამზადა და ევროპული კვლევებისა და ინოვაციების პროგრამას წარუდგინა პროექტი EURAXESS-Georgia, რომელმაც მოწონება დაიმსახურა; ივლისის დასაწყისში დაიწყო  - საგრანტო ხელშეკრულებისთვის მზადების პერიოდი.  2019 წლის სექტემბერში  ხელი მოეწერება   მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაციას (Declaration of Commitment).


პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. 


EURAXESS- ში   გაწევრიანება საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივა  იქნება მისი   სამეცნიერო სფეროს, მეცნიერების მენეჯმენტის განვითარებისთვის. ქსელში გაერთიანებული ქვეყნების მკვლევარებისთვის საქართველო გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი  სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად.


ასევე, პანევროპულ პროგრამა   EURAXESS- ში ქვეყნის გაწევრიანება   ხელს შეუწყობს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში.     საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპისა და მსოფლიოს  მასშტაბით არსებული სამეცნიერო და აკადემიური შესაძლებლობები, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები. პანევროპული პროგრამის სერვისები ხელს შეუწყობს ქართველი მკვლევრების აკადემიურ განვითარებასა და საერთაშორისო მობილობას. პროგრამაში გაწევრიანება მნიშვნელოვანია მეცნიერთა კარიერული განვითარებისთვის, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისთვის. 


პანევროპულ  პროგრამა   EURAXESS-  ში საქართველოს გაერთიანების  შედეგად,  გაიზრდება ქართველ და ევროპელ მკვლევრების შორის მობილობა; გაიზრდება შესაძლებლობები ქართველი მკვლევრების კარიერული  ზრდისათვის; გაიზრდება უცხოელი სტუდენტების და მკვლევრების  დაინტერესება საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლისათვის. 


EURAXESS- ში გაწევრიანებით საქართველოს ისტორიაში ქართული ორგანიზაცია პირველად იქნება ,,Horizon 2020“-ის პირდაპირი ბენეფიციარი და კოორდინატორი;


პირველად მოხდება ქართველი მეცნიერების პირდაპირი წვდომა პანევროპული ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო ფონდებთან და საგრანტო კონკურსებთან;


 EURAXESS-ში გაწევრიანება ქართველ მეცნიერებს დაეხმარება, ჩაერთონ  კომერციალიზებულევროპულ კვლევებში   და მოამზადებს მათ Horizon Europe-სთვის.  


 პორტალზე ინფორმაცია განთავსდება ქართულ და აგრეთვე, აფხაზურ ენაზეც.  


 EURAXESS-ის მისიაა მეცნიერთა საერთაშორისო მობილობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა. დღეისათვის EURAXESS-ში გაერთიანებულია 40 ქვეყანა, როგორც ევროპული, ასევე მსოფლიოს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ქვეყნები -  იაპონია, ისრაელი და სხვა.


 


მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.

გორის მერი: რუს ფორმიანებთან მივედი, დაველაპარაკე და ზურგი შემაქციეს

„რუს ფორმიანებთან მივედი, დაველაპარაკე რომ ეს არის უკანონობა რასაც ქართულ მიწაზე აკეთებენ, ზურგი შემაქციეს“,-ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.