„თბილისის თამბაქო“ ზაზა ოქუაშვილს ქართული თამბაქოს წარმოების ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს

„თბილისის თამბაქოს“ მიმართვა საქართველოს მთავრობას.

13 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ ჩვენს ფაბრიკაზე მორიგი ცილისმწამებლური და მავნებლური სიუჟეტი გავიდა. ტელეკომპანიამ ბრალი დაგვდო ბიუჯეტის კუთვნილი 60 მილიონი ლარის მითვისებაში და ამის „უტყუარ“ მოწმედ მოიყვანა თამბაქოს ვეტერანი კონტრაბანდისტი და ვაიბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი. მისი საგმირო საქმეები და  ქვეყნის ბიუჯეტისადმი  „გულშემატკივრობა“ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან არის ცნობილი. ამჯერად ის არის თამბაქოს  კომპანია „ოჯითის“ მფლობელი, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტის 50 მილიონი ლარის დავალიანება აქვს და წლებია, ჯიუტად არ იხდის ჩვენი პედაგოგების, პენსიონერებისა და პოლიციელების წინაშე არსებულ დავალიანებას. ასევე, წლებია, ბიუჯეტისადმი ათეულ მილიონობით ლარის დავალიანება აქვს ქვეყნის ბიუჯეტზე „გულდამწვარ“ „რუსთავი 2“-საც. ჩვენ კი  ყოველწლიურად ბიუჯეტში 60 მილიონამდე ლარი შეგვაქვს და ბიუჯეტის ერთი თეთრის დავალიანებაც არ გვაქვს.                                                                 


„შაბათის კურიერის“ სიუჟეტში აღწერილ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „რუსთავი 2“- ზე გასული მასალა იყო მორიგი ცილისმწამებლური და სიცრუეზე დამყარებული სიუჟეტი, რომელიც წარმოადგენდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის გაგზავნილი ოფიციალური ინფორმაციის უხეშ მანიპულაციას და გახმოვანებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.     


                                             შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული განცხადება, თითქოს სახელმწიფო ბიუჯეტმა არარსებული კორუფციული სქემით 60 მლნ ლარით იზარალა, რაც უბრალოდ აბსურდია, რისი დამტკიცებაც უმარტივესი არითმეტიკული კალკულაციითაა შესაძლებელი.                      


განცხადებაში ასევე  ხაზგასმულია, რომ „...გარდა კომპანია „ოჯითისა“, თამბაქოს ბიზნესში მომუშავე არცერთ სხვა კომპანიას არ აქვს არანაირი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და აქციზური მარკების გაყიდვით, 2018 წლის დეკემბერში, ბიუჯეტმა სრულად მიიღო ის თანხები, რომელიც მას ეკუთვნოდა“.


ასეთია სიმართლე, რომელიც პრობლემის მხოლოდ აისბერგის წვერია  და ვერ სცემს პასუხს მთავარ კითხვას, რატომ ებრძვიან  წლების განმავლობაში ასე თავგამოდებით „რუსთავი 2“ და ზაზა ოქუაშვილი ქართული თამბაქოს წარმოებას.


შევეცდებით, ამ კითხვას დამაჯერებელი პასუხი გავცეთ.


საქმე ისაა, რომ ქართული თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას კონკურენციას უწევენ თამბაქოს იმპორტიორი მეგაკორპორაციები, რომელთაც უდიდესი შესაძლებლობები და გავლენები გააჩნიათ. მათ სრულად აქვთ მონოპოლიზებული ფილტრიანი სიგარეტის ქართული ბაზარი და დემპინგური ფასებით ცდილობენ ქართული კომპანიების  უფილტრო სიგარეტის 12%-იანი ნიშიდან განდევნას. მოსახლეობისთვის გასაგები რომ იყოს, ისინი უფილტრო სიგარეტს ყიდიან თვითღირებულებაზე დაბალ ფასში და ამით ანადგურებენ ადგილობრივ წარმოებას, რადგან, მათგან განსხვავებით, ჩვენ არ შეგვიძლია, წლები ვიმუშაოთ წაგებაზე. ცხადია, ისინი ამ დანაკარგებს ფილტრიანი სიგარეტის სეგმენტიდან იბალანსებენ, რადგან ბაზრიდან ადგილობრივი წარმოების განდევნისთანავე, ამ სეგმენტზე მომენტალურად ზრდიან ფასებს. ერთი შეხედვით, ფორმალურად მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეიტანს ფულს ბიუჯეტში, მაგრამ პრაქტიკაში ეს ნიშნავს სამი ათასი ადამიანის უმუშევრად დატოვებას და სოციალური ფონის დამძიმებას.  ამას აქვს მეორე მხარეც, ადგილობრივი წარმოების შეზღუდვას თან სდევს თამბაქოს ფასის განუხრელი ზრდა, რაც უკვე სახეზეა და მძიმე წნეხად აწვება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას.


ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლება ეფექტურად ვერ შეებრძოლა დემპინგურ ფასებს და დღემდე  ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გვიწევს მუშაობა. იმედი გაჩნდა  წლების წინათ, როცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეწყო ადგილობრივი მეთამბაქოობის მხარდაჭერის პროექტი და ლაგოდეხსა და აჭარაში  თამბაქოს პლანტაციები გაეშენებინა. პროექტი უამრავ ადამიანს დაასაქმებდა და ქართულ კომპანიებს პროდუქციის ასორტიმენტისა და ბაზარზე ჩვენი წილის გაზრდის საშუალებას მოგვცემდა. პროექტი ჩაშალა  ზაზა ოქუაშვილმა, რომელმაც ადგილობრივი წარმოების ინტერესები იმპორტიორებს მიჰყიდა და მოგვისპო განვითარების საშუალება.                 


დღეს, როცა გვარამიამ ღიად და უტიფრად შეუტია ქართულ ღვინოს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ ახლა გაიგო  ქართული პროდუქციისადმი გვარამიას მტრობაზე.  არადა,  წლებია, რაც „რუსთავი 2“ ქართული თამბაქოს წარმოების  დისკრედიტაციის გეგმაზომიერ კამპანიას ეწევა და ახდენს ჩვენი ქარხნის  მენეჯმენტისა და აქციონერების დემონიზებას. ისინი აპელირებენ ჩვენი ფაბრიკის აქციონერის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განსაკუთრებულ კავშირებსა და გავლენებზე მთავრობაში. არადა, ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. რა გავლენებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა წლებია, დემპინგურ გარემოში გვიწევს მუშაობა; ჩვენ არ გვაქვს ბიუჯეტის არანაირი დავალიანება, როცა ოქუაშვილის კომპანიას წლებია მილიონობით ლარის დავალიანებას პატიობდნენ და არათანაბარ პირობებში გვაყენებდნენ; ახალი აქციზური მარკების შემოღებით კი წმინდად იმპორტიორთა დაკვეთა შესრულდა, რათა ჩვენი საწარმო გაეჩერებინათ.


საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თამბაქოს ქართულ წარმოებას და ჩვენს ფაბრიკას ებრძვის კარგად ორგანიზებული ძალა, რომელშიც დაკვირვებული თვალი, „რუსთავი 2“-ისა და ოქუაშვილის უკან, ადვილად შეამჩნევს დაინტერესებულ პოლიტიკურ ჯგუფებს და, რა თქმა უნდა, თამბაქოს გავლენიან იმპორტიორებს.                                                                                            


ჩვენ, „თბილისის თამბაქოში“ დასაქმებულ ადამიანებს, პირველ რიგში, კითხვები გვაქვს მთავრობასთან, რომლის  ერთი შეხედვით გაცხადებული პოლიტიკით პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაა. არადა,  ჩვენს შემთხვევაში,  სახეზე გვაქვს ადგილობრივი წარმოების ხარჯზე  იმპორტიორების ნების აღსრულება და ჩვენი სამუშაო ადგილების გაუქმებით სხვა ქვეყანებში დასაქმებისთვის ხელშეწყობა. თუ ეს ასე:


- რატომ შემოიღო ხელისუფლებამ ქართული წარმოებისთვის დამატებითი აქციზი, რითაც გაჩერების პირამდე მიიყვანა წარმოება და გაუძვირა სიგარეტი დაბალშემოსავლიან მოსახლეობას?


- ხომ არ ემსახურება  ეს ე.წ. ვითომ სიგარეტის მოწევის შეზღუდვის ყბადაღებული კამპანია ქართული წარმოების განადგურებას და ხელისუფლებაში ამის ხელშემწყობი ჯგუფები   ხომ არ წარმოადგენენ თაღლითი ფადი ასლის მეგობრების ინტერესებს?


- რატომ არის, რომ მიუხედავად  მთავარი პროკურატურისადმი ჩვენი არაერთგზისი მიმართვისა, რათა დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება ყველა იმ ჩინოვნიკის  წინააღმდეგ, რომლებიც დანაშაულებრივად წლებია, თვალს ხუჭავდნენ კომპანია „ოჯითის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მიტაცებაზე და დემპინგის წახალისებით ხელს უწყობდნენ ქართული წარმოების განადგურებას, დღემდე შედეგი არ ჩანს?


- რატომ არავინ აქცევს ყურადღებას ამ საქმის პოლიტიკურ მდგენელს და ხომ არ ასრულებს პარტიული ტელევიზია  „რუსთავი 2“ ნაციონალების დაკვეთას ჩვენი წარმოების გაჩერებით, რათა ხელი შეუწყოს სოციალური ბუნტის პროვოცირებას. ერთი, რომ ულუკმაპუროდ დარჩება  ათასობით ოჯახი და მეორეც, გაიზრდება დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის პროტესტი, რომლებიც აქციზის შემოღების შემდეგ უფილტრო სიგარეტის კოლოფში 2,5 ლარის ნაცვლად 3,3 ლარს იხდიან. ფიქრობს ამაზე ვინმე მთავრობაში?!


ჩვენი საწარმოს, „თბილისის თამბაქოს“ გუნდი, რომელიც 1500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, ადმინისტრაციიდან დაწყებული და რიგითი მომსახურეებით დამთავრებული, დღემდე თავს ვიკავებდით აქტიური ქმედებებისგან, რითაც ქართული თამბაქოს წარმოების მტრებს დაუსჯელობის განცდა გაუჩნდათ. ჩვენთვის ცნობილია ჩვენი ფაბრიკის საწინააღმდეგო კოალიციის ყველა სუბიექტი და მათი დანაშაულებრივი ნაბიჯები. მათ უნდა იცოდნენ, რომ არ შევეგუებით ჩვენი საწარმოს მიზანმიმართულ განადგურებას და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ქართული თამბაქოს  წარმოების გადასარჩენად. ყველა ის სუბიექტი, რომელიც ჩართულია ფაბრიკის საწინააღმდეგო კამპანიაში, სათანადო სამართლებრივ და სხვა კანონიერ პასუხს მიიღებს, იქნება ის არაკეთილსინდისიერი იმპორტიორი კომპანია და მათი მფარველი ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოვნიკები, მათთან  ალიანსში მყოფი ზაზა ოქუაშვილი თუ მათი სიცრუის რუპორი „რუსთავი 2“.


„თბილისის თამბაქო“ 


„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის თანახმად, „არემჯი“ 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებაზე.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“.

 

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"კურიერი" ეთერში არ გასულა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ზე  დღეს დილიდან ეთერში არ გასულა გადაცემა კურიერი. 

სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის.

ქიბარ ხალვაში: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო

"რუსთავი2"-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით, მოკლე კომენტარით ეხმაურება:

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება!

#შეერკინემსოფლიოს

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მწვანე ბანაკის მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის “წყალი და ადამინის უფლებები “ მონაწილეები ესტუმრნენ.

ხვალ, მცხეთის წყალი მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 22 აგვისტოს, კომპანია მცხეთის წყალი, ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქ. N67-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება. 

ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს
დაბადებული ნ.კ. დააკავა.

უბედური შემთხვევა ლიბიის სანაპიროსთან - ნავის ჩაძირვის შედეგად ასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავი ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ჩაიძირა.

მამუკა ბახტაძემ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კურიერის წამყვანებმა "რუსთავი 2" დატოვეს

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხი დატოვეს. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

შემოსავლების სამსახური : გამოვლენილია ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტებტან დაკავსირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.