ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 11 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული კ.ჩ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი  კ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღითა და ცულებით შეიარაღებულ სამ პირთან ერთად, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში მდებარე სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის თანამშრომლებს თავს დაესხა და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით სალაროდან სს „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით 31301.21 ლარი და 1400.1 ლარის ოდენობის ე.წ „ცხელი ფული“ (ფულის კუპიურების შეკვრის იმიტაცია-მულაჟი) გაიტაცა.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ კ.ჩ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა „მაკაროვის“ კონსტრუქციის  ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.


სამართალდამცველებმა კ. ჩ. 2018 წლის 27 დეკემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსაროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის თანახმად, „არემჯი“ 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებაზე.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“.

 

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"კურიერი" ეთერში არ გასულა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ზე  დღეს დილიდან ეთერში არ გასულა გადაცემა კურიერი. 

სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის.

ქიბარ ხალვაში: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო

"რუსთავი2"-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით, მოკლე კომენტარით ეხმაურება:

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება!

#შეერკინემსოფლიოს

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მწვანე ბანაკის მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის “წყალი და ადამინის უფლებები “ მონაწილეები ესტუმრნენ.

ხვალ, მცხეთის წყალი მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 22 აგვისტოს, კომპანია მცხეთის წყალი, ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქ. N67-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება. 

ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს
დაბადებული ნ.კ. დააკავა.

უბედური შემთხვევა ლიბიის სანაპიროსთან - ნავის ჩაძირვის შედეგად ასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავი ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ჩაიძირა.

მამუკა ბახტაძემ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კურიერის წამყვანებმა "რუსთავი 2" დატოვეს

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხი დატოვეს. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

შემოსავლების სამსახური : გამოვლენილია ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტებტან დაკავსირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.