მაღალმთიანის სტატუსით 1 731 დასახლება სარგებლობს

საქართველოს პარლამენტმა 4 წლის წინ, 2015 წლის 16 ივლისს, მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. იმავე წელს შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი. 

ამ ღონისძიებების გაცხადებული მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ადგილზე დამაგრებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა იყო. 


ბოლო მონაცემებით, საქართველოს 1,731 დასახლებას მინიჭებული აქვს მაღალმთიანის სტატუსი. ეს საქართველოს ყველა დასახლების თითქმის ნახევარია, თუმცა აქ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 9% ცხოვრობს. ამ ეტაპზე, მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით 245 287 პირი სარგებლობს.


კანონის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები.


დღემდე, სხვადასხვა სოციალური პროგრამების ფარგლებში, გამოიყო დაახლოებით 183 მლნ ლარი, კერძოდ: პირველი, მეორე, მესამე და ყოველი მომდევნო შვილის დაბადებისას ფულადი დახმარების სახით 15 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 23 მლნ ლარზე მეტი, საპენსიო დანამატის სახით 81 ათას ბენეფიციარზე გაიცა 82.5 მლნ ლარი, სოციალური პაკეტზე დანამატის სახით 17 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 10 მლნ ლარზე მეტი, სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის სახით 1,700-ზე მეტ ბენეფიციარზე გაიცა 12.3 მლნ ლარი, ელექტრო ენერგია დაახლოებით 20 მლნ ლარით აუნაზღაურდა 90 ათასამდე ბენეფიციარს, მასწავლებლებზე და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა 34 მლნ ლარზე მეტი.


ამას გარდა, გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდში დახმარება გათბობის უზრუნველსაყოფად.


ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, ე.წ. „მთის კანონით“ გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით უკვე ისარგებლა 300-ზე მეტმა საწარმომ და 20,000-ზე მეტმა პირმა.


წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი შეადგენს 20 მლნ ლარს, კანონის ამოქმედებიდან დღემდე კი ფონდისთვის 86 მლნი ლარი გამოიყო, საიდანაც მნიშვნელოვანი წილი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ, სოფლის მეურნეობის და სოციალურ პროექტებზე დაიხარჯა.


ყოველწლიურად მთიან დასახლებებში რეაბილიტაცია უტარდება ათობით კილომეტრ გზას. მთის მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებისა და ეკონომიკურ აქტივობის ხელშეწყობის მიზნით,  იგეგმება მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობები. ასეთი პროექტებია: პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი როშკა-არხოტის 28 კმ-იანი გზის მშენებლობა; ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი 51.8 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა; სნო - ჯუთა - როშკა - შატილი და კიდევ რამდენიმე ხეობის და ასევე, ბაღდათი- აბასთუმნისა და ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზების მშენებლობა.


„აწარმოე საქართველოს ფარგლებში, მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდადნ დაფინანსდა 2 ათას პროექტზე მეტი; საძოვრების გამოყენების პროგრამით 29 ბენეფიციარზე 2017 წლიდან გაიცა 17 მლნ ლარზე მეტი; „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გასულ წელს გამოიყო 1 მლნ ლარი, ხოლო წელს - ნახევარი მლნ ლარი; „მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობისთვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გასულ წელს გამოიყო 23 000 ლარი.


2 მლნ ლარით ფინანსდება წელს მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, 1 მლნ ლარით კი - ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა.


„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში წელს გამოყოფილია 1 220 000 ლარი.


მთიანი რეგიონებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით “მთის კანონის” ამოქმედებამდეც მიმდინარეობდა მუშაობა. სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2014 წლის მაისიდან 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი. ამ დროისთვის, სხვადასხვა რეგიონში, მოსახლეობას 1297 სოფლის ექიმი და 1557 სოფლის ექთანი ემსახურება.


მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ  შეიმუშავა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2023 წლების“ პროექტი, რომლის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და  სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.


სტრატეგიით დაგეგმილია საშუალო, მცირე, მიკრო ბიზნესის ხელშეწყობა და მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების შემუშავება, ფერმერული მეურნების და კოოპერატივების, ასევე - ბაზარზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მხარდაჭერა, აგროდაზღვევის სისტემის განვითარება, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის წახალისება, სამეწარმეო უნარების ასამაღლებლად შესაძლებლობების შექმნა და განვითარების სპეციალური პროგრამების შემუშავება.


სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი იყო 2013 წელს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაარსება, რომლის ფუნქციად განისაზღვა საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტის (გუდაური, ბაკურიანი, (დიდველი, კოხტა-მიტარბი) გოდერძი, მესტია (თეთნულდი და ჰაწვალი) მართვა, მათი განვითარების მიზნით.


სიახლეები მსგავს თემაზე

მთის გზების რეაბილიტაციაზე 2019-2021 წლებში 576 მლნ დაიხარჯება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში დეპატატების მხრიდან მთის გზების პროექტების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

მთიან რეგიონებში 155 000 მეტ მოსახლეს ავტომობილების ინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება

მთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის ტექდათვალიერების სერვისის ხელმიუწვდომლობასთან დაკავშირებით საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოაციაცია განცხადებას ავრცელებს.

„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის თანახმად, „არემჯი“ 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებაზე.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“.

 

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"კურიერი" ეთერში არ გასულა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ზე  დღეს დილიდან ეთერში არ გასულა გადაცემა კურიერი. 

სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის.

ქიბარ ხალვაში: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო

"რუსთავი2"-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით, მოკლე კომენტარით ეხმაურება:

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება!

#შეერკინემსოფლიოს

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მწვანე ბანაკის მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის “წყალი და ადამინის უფლებები “ მონაწილეები ესტუმრნენ.

ხვალ, მცხეთის წყალი მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 22 აგვისტოს, კომპანია მცხეთის წყალი, ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქ. N67-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება. 

ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს
დაბადებული ნ.კ. დააკავა.

უბედური შემთხვევა ლიბიის სანაპიროსთან - ნავის ჩაძირვის შედეგად ასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავი ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ჩაიძირა.

მამუკა ბახტაძემ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კურიერის წამყვანებმა "რუსთავი 2" დატოვეს

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხი დატოვეს. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

შემოსავლების სამსახური : გამოვლენილია ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტებტან დაკავსირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.