Euromoney-მ თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

თიბისი ბანკი ჟურნალმა „ევრომანიმ“  წარჩინების დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

ეს ჯილდო თიბისი ბანკის უწყვეტი ძალისხმევის შედეგია საქართველოში კლიენტებისთვის უმაღლესი სტანდარტის მომსახურების გაწევის და რეგიონში საუკეთესო მრავალარხიანი შესაძლებლობების განვითარების და ამავე დროს, საუკეთესო თანმიმდევრული ფინანსური შედეგების მიღწევის თვალსაზრისით.


ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა: „ვამაყობთ „ევრომანის“  ამ ჯილდოს მიღებით, რაც არის ბაზარზე ჩვენ მიერ დაკავებული წამყვანი პოზიციებისა და ძლიერი ფინანსური შედეგების აღიარება. ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის დაუღალავ მუშაობას გამორჩეულად კარგი შედეგების მისაღწევად და ჩვენს კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დასამყარებლად მათთვის უმაღლესი კლასის ფინანსური მომსახურებებისა და პროდუქტების შეთავაზების გზით“. 


2011 წლიდან მოყოლებული თიბისი ბანკი „ევრომანის“ მიერ  რვაჯერ დასახელდა საუკეთესო ბანკად საქართველოში.


„არაჩვეულებრივი შედეგების კიდევ ერთმა წელიწადმა თიბისი ბანკს კიდევ ერთხელ მოუტანა ეს ჯილდო საქართველოს მასშტაბით. შარშან თიბისი ბანკმა შექმნა პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში, Space-ი, რომელიც ადგილობრივად, თიბისი ბანკის მიერ შეიქმნა, სულ რაღაც, 15 თვის განმავლობაში. ბანკმა ასევე დაიწყო კერძო ციფრული ეკოსისტემების შექმნა კლიენტებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. ამავე დროს, ბანკმა შეინარჩუნა ძლიერი პოზიციები შთამბეჭდავი მომგებიანობისა და დაკრედიტების ფონზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ში შესულმა კრედიტორმა კვლავ მოახერხა ბაზრის დომინანტის პოზიციისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამოყენება“, - ნათქვამია „ევრომანის“ ოფიციალურ განცხადებაში.


„ევრომანი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პერიოდული გამოცემაა, რომელიც უკვე 50 წელია, საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვას გვთავაზობს. ბოლო 12 თვის განმავლობაში ჟურნალმა სხვადასხვა ქვეყნის ბანკების გენერალური დირექტორების, ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების 100-მდე ინტერვიუ გამოაქვეყნა.


„ევრომანის“ მიერ დაწესებული „ჯილდო წარჩინებისთვის“ მეტად მნიშვნელოვანია წარმატებული ბანკებისა და ბანკირებისთვის. ჯილდო, რომელიც რამდენიმე ნომინაციას მოიცავს, 1992 წელს დაარსდა, რაც პირველი ამგვარი პრეცედენტი იყო გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს „ევრომანის“ დაჯილდოების პროგრამაში, სულ, 1500-მდე აპლიკაცია შემოვიდა. ნომინაციები მოიცავს 20 გლობალურ, 50 რეგიონულ და 100-მდე ნაციონალურ ჯილდოს.


„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის თანახმად, „არემჯი“ 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებაზე.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“.

 

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"კურიერი" ეთერში არ გასულა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ზე  დღეს დილიდან ეთერში არ გასულა გადაცემა კურიერი. 

სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის.

ქიბარ ხალვაში: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო

"რუსთავი2"-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით, მოკლე კომენტარით ეხმაურება:

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება!

#შეერკინემსოფლიოს

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მწვანე ბანაკის მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის “წყალი და ადამინის უფლებები “ მონაწილეები ესტუმრნენ.

ხვალ, მცხეთის წყალი მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 22 აგვისტოს, კომპანია მცხეთის წყალი, ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქ. N67-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება. 

ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს
დაბადებული ნ.კ. დააკავა.

უბედური შემთხვევა ლიბიის სანაპიროსთან - ნავის ჩაძირვის შედეგად ასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავი ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ჩაიძირა.

მამუკა ბახტაძემ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კურიერის წამყვანებმა "რუსთავი 2" დატოვეს

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხი დატოვეს. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

შემოსავლების სამსახური : გამოვლენილია ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტებტან დაკავსირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.