ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა

„ეს ჩვენთვის, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არის მოვლენა, ახალი სიტყვა, ახალი ნაბიჯი", - ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა.

„ამ უფლების მოპოვება დიდი შრომის შედეგია. მადლობა მეუფე ანანიას, რომლია დიდი ძალისხმევის შედეგად, ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, სადაც მსგავსი სადოქტორო პროგრამა დამტკიცდა და ნებისმიერი მკვლევრისთვის ხელმისაწვდომია. ჩვენი პირველი გამოშვება დეკანოზი თეოდორე გიგნაძეა“, -  განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა აკადემიურ საბჭოზე, სადაც დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარადგინა დისერტაცია თემაზე: „საეკლესიო ვითარება და ეკლესიოლოგიური საკითხები „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით“.


თემის ირგვლივ კვლევა შესრულებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრ-დეპარტამენტში. თემის ხელმძღვანელია დეკანოზი ლევან მათეშვილი.


„თემის აქტუალობას ორი მთავარი მიზეზი განაპირობებს: მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მერჩულის მიერ დაწერილი აგიოგრაფიული თხზულების შესახებ სხვადასხვა ტიპისა და დარგის არაერთი ნაშრომი დაიწერა, არ არსებობს კვლევა, რომელიც არქიმანდრიტ გრიგოლ ხანძთელს, როგორც ქრისტეს მღვდელს, მონასტრის წინამძღვარს, ქრისტეს საქმის გამგრძელებელს, ქრისტესა და ცხონების მაძიებელს, სხვათათვის (უპირატესად, მღვდლებისთვის) მაგალითის მიმცემ საეკლესიო მოღვაწეს წარმოაჩენდა. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ის მოღვაწეა, რომელმაც ღვაწლით თავის თავში, ღმერთის ძიების, განღმრთობის მრავალსაუკუნოვანი სკოლა გააცოცხლა. მან ამ გზით, როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოებრივ აღორძინებას შეუწყო ხელი. შესასწავლი საკითხის აქტუალობის მეორე მიზეზი თავად დღევანდელი საქართველოს ეკლესიურობას ეხება, რამეთუ სამოცდაათწლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა დაღი დაასვა ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებას. ფაქტობრივად, განადგურდა სულიერი ცხოვრების სკოლა, რომელიც, დროის თვალსაზრისით, ეკლესიის სხეულის რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდის პროპორციულად ვერ განვითარდა. თვალსაჩინოა სულიერი გამოცდილების დეფიციტი. ამ მდგომარეობის ფონზე არსებითად მნიშვნელოვანია წმინდა გრიგოლ ხანძთელის სულიერი ცხოვრების წესის შესწავლა“, - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.


როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე ნაშრომის შეფასებისას ითქვა, გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის კვლევისას ხარისხის მაძიებელმა დეტალურად შეისწავლა თუ როგორ მოახერხა გრიგოლ ხანძთელმა უდიდესი სამონასტრო კერების დაარსება და აღორძინება, როგორ მოახდინა გავლენა საქართველოს სახელმწიფოებრივ აღორძინებაზე, როგორი იყო მისი მოღვაწეობა ეკლესიოლოგიური და სოტეროლოგიური თვალსაზრისით. აკადემიური საბჭოს წევრების შეფასებით, სამეცნიერო სიახლეს სწორედ ამ კვლევათა ურთიერთდამოკიდებულება წარმოადგენს.


მეუფე ანანიას განცხადებით, უწმინდესის კურთხევით, დაახლოებით, 18 წლის წინ დაარსებული თეოლოგიის კათედრა დღეს მოქმედებს, როგორც თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრ-დეპარტამენტი, სადაც დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თავისი სადოქტორო კვლევა განახორციელა. 


„ამ წლების მანძილზე ჩვენ გვყავდა ათასობით სტუდენტი და პედაგოგი. კათედრამ მრავალი წიგნი და ნაშრომი გამოსცა. დღეს კი გაცილებით მაღალ საფეხურზე ავედით - თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრმა სადოქტორო ნაშრომის მომზადება უზრუნველჰყო. პატრიარქის კურთხევით, ცენტრს ევალება აღზარდოს ჩვენი უფლისა და ერისთვის მნიშვნელოვანი პირები, განსაკუთრებით მადლიერი ვართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რექტორი არჩილ ფრანგიშვილი მუდამ მხარში გვიდგას. არ შემიძლია მადლიერებით არ გავიხსენო დიდი მეცნიერი, ბატონი ივერი ფრანგიშვილი, რომელიც ჩვენს კათედრას კურირებდა, მის განვითარებას ყოველმხრივ ხელს უწყობდა და ჩამოჰყავდა მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი მეცნიერები. თეოლოგია უდიდესი სამეცნიერო დარგია, რომელსაც მოიცავს უამრავ განშტოებას. მათგან ერთ-ერთი ეკლესიის ისტორიაა. პატრიარქის კურთხევით ჩვენ ვიკვლევთ საქართველოს ეკლესიის ისტორიას, სამართალს, კულტურას, არქიტექტურასა და საგალობლებს“.


ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებისა და თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრ-დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების შეფასებით, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სადოქტორო ნაშრომში გაანალიზდა გიორგი მერჩულის მიერ დასმული ეკლესიოლოგიური საკითხები: ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთმიმართება, მღვდლობა, მოძღვრობა, ისიხაზმი, ევქარისტია, ესქატოლოგია, რაც ქართულ სამეცნიერო სივრცეში, აგიოგრაფიული ტექსტების მრავალმხრივი ანალიზის მიუხედავად, აქამდე არ გამხდარა სპეციალური შესწავლის საგანი.


როგორც სადოქტორო კვლევის ავტორმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ აღნიშნა, მას „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზე“ დაყრდნობით, შემდგომ საკვლევ თემებად ესახება მონაზვნობის, სულიერი სკოლის, ლიტურგიკული პრაქტიკისა და ოჯახის რაობის ელესიოლოგიური ხედვა და ანალიზი. ასევე, სამომავლოდ, ის სხვა უძველესი ქართული აგიოგრაფიული ტექსტების სამეცნიერო კვლევასაც გეგმავს.


 


 


 


„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის თანახმად, „არემჯი“ 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებაზე.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“.

 

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"კურიერი" ეთერში არ გასულა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ზე  დღეს დილიდან ეთერში არ გასულა გადაცემა კურიერი. 

სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის.

ქიბარ ხალვაში: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო

"რუსთავი2"-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით, მოკლე კომენტარით ეხმაურება:

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება!

#შეერკინემსოფლიოს

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მწვანე ბანაკის მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის “წყალი და ადამინის უფლებები “ მონაწილეები ესტუმრნენ.

ხვალ, მცხეთის წყალი მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 22 აგვისტოს, კომპანია მცხეთის წყალი, ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქ. N67-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება. 

ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს
დაბადებული ნ.კ. დააკავა.

უბედური შემთხვევა ლიბიის სანაპიროსთან - ნავის ჩაძირვის შედეგად ასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავი ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ჩაიძირა.

მამუკა ბახტაძემ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კურიერის წამყვანებმა "რუსთავი 2" დატოვეს

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხი დატოვეს. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

შემოსავლების სამსახური : გამოვლენილია ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტებტან დაკავსირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.