"ჩვენ გვჭირდება არა ბაზრების ჩანაცვლება, არამედ ახალ ბაზრებზე გასვლა"

საბანკო და საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრას დადებითად აფასებს.

ცუცქირიძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკას ორმაგი საგარეო შოკის ზეგავლენის ქვეშ აღმოჩენის საშიშროება ემუქრება. 


"დღეს შედგა, ეკონომიკური ექსპერტების ძალზე საინტერესო შეხვედრა ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრ ქალბატონ ნათია თურნავასთან. შეხვედრაზე, განხილული იყო არსებული გამოწვევები, მთავრობის სტრატეგია, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის და საგარეო შოკების მოსალოდნელი ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. ამჯერად კი მსურს ჩემი გამოსვლის ტექსტი შემოგთავაზოთ.


მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ტემპით რომ იზრდებოდეს, და შესაბამისად, უფრო დივერსიფიცირებული იყოს, მაშინ ჩვენ კიდევ შეგვეძლო სავაჭრო კავშირების ზეგავლენისთვის ნაკლები ყურადღება მიგვექცია. მაგრამ ახლა, არა თუ რუსული ბაზრის ჩაკეტვა, რუსეთში თუნდაც ზომიერი ეკონომიკური შოკიც კი ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას მაინც იქონიებს, როგორც ფულადი გზავნილების ასევე ექსპორტის შემცირების თვალსაზრისით. მაგალითისათვის, 2015 წელს, რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, რაც დიდწილად გამოწვეული იყო იყო რუსეთისათვის 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის გამო, დაკისრებული სანქციების ზეგავლენასთან, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 41%-ით (112 მლნ დოლარით) შემცირდა, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები - 46%-ით (369 მლნ დოლარით) ანუ ჯამში, საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარით ნაკლები თანხა შემოვიდა. მართალია, 2015 წელს ეკონომიკას ზრდა არ შეუწყვეტია და 4.8%-ით გაიზარდა, მაგრამ სამაგიეროდ ლარის კურსზე აისახა ნეგატიურად, როდესაც ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა 1.78 დან 2.16 ნიშნულამდე და ეს გაუფასურების ტრენდი დღემდე მიყვება ეკონომიკას.


გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ეკონომიკაზე ზეგავლენას ახდენს კიდევ ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, თურქეთში მიმდინარე პროცესები. 2015 წელს ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად სწორედ იმ პერიოდში თურქეთის ეკონომიკის დადებითმა ტენდენციებმაც შეუწყო ხელი. თურქეთს 2015-2016 წლებში ჰქონდა ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ზრდა-7.4 %. სამწუხაროდ, უკვე მესამე წელია თურქეთში პოლიტიკური კრიზისის და აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობის შედეგად, ეკონომიკის მაღალი რეცესიაა, ინვესტიციების მკვეთრი შემცირებით, ხოლო ვარდნამ 10 % შეადგინა. 2018 წელს ეკონომიკის ზრდა სულაც უარყოფით მაჩვენებელში გადავიდა და -2.5 % იყო. ამ დღეებში ევროკავშირის საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე თურქეთს სანქციები დაუწესა, თურქეთის მიერ კვიპროსის სანაპიროზე გეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოების ჩატარების გამო. რის შედეგადაც თურქეთს შეუმცირდება ფინანსური დახმარება. თუ გავითვალისწინებთ თურქეთ -ამერიკის დაძაბულ ვითარებას და სანქციების მოლოდინს აშშ-სგანაც, თურქეთის ეკონომიკის რეცესია დიდი ალბათობით კვლავ გაგრძელდება.


შედეგად, ჩვენი ეკონომიკა შეიძლება აღმოჩნდეს ორმაგი საგარეო შოკის ზეგავლენის ქვეშ. თუ 2015 წელს საგარეო შოკის ზეგავლენა სავალუტო კურსზე აისახა, ორმაგი შოკის პირობებში ზეგავლენა იქნება როგორც სავალუტო კურსზე, ასევე მთლიანად ეკონომიკაზე და შესაბამისად ზრდის შენელებასაც გამოიწვევს; და თუ პროცესები ამ სცენარით განვითარდა, ზრდის ტემპების შენელება, მისი თანმდევი ნეგატიური შედეგებით, მომავალ წელს რეალური გახდება.


ამ თვალსაზრისით, ეკონომიკაზე მიყენებული ზარალი ცოტა არ იქნება, რადგან ფულადი გზავნილები, ტურიზმიც და ექსპორტიც ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით სწორედ ამ ორ წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაზე მოდის. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ 20-21 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან სულ რაღაც 20 დღეში, საკურორტო ზონებში სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. თუ 2006-2007 წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თანაფარდობა სავაჭრო ბრუნვაში იყო 7.2 %, 2012 წელს გაიზარდა 27 %-მდე, უკვე 2017 წელს პრაქტიკულად გაორმაგდა და 59.5 % შეადგინა, ხოლო 2018 წლის მიხედვით 65 % მდეა. გარდა ამისა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის წამყვანი გენერატორი ბოლო ორი წელია რუსი ტურისტების მიერ გაწეული ხარჯებია. ამასთან, სწორედ, ტურიზმი, ღვინის და მინერალური წყლების ინდუსტრია, აგრო პროდუქციასთან ერთად ქმნის ყველაზე მაღალ დასაქმებას ქვეყანაში, სავალუტო კურსზე და ინფლაციაზე რომ აღარაფერი ითქვას.


აქედან გამომდინარე, უკვე დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება არა უბრალოდ რომელიმე ბაზრის ჩანაცვლება, რაც არასწორია, არამედ ეკონომიკის დივერსიფიკაცია გასაღების ახალ გლობალურ ბაზრებზე გასვლით! ასევე პრინციპულად არასწორია 2006 წელს რუსული ემბარგოს მაგალითად მოყვანაც, 2005 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი აშშ დოლარში მიმდინარე ფასებში შეადგენდა 6. 4 მილიარდს, ხოლო 2018 წლის ბოლოს 16.2 მლრდ აშშ დოლარს ანუ ეკონომიკა გაზრდილია 2.6 ჯერ და შესაბამისად, 2006 წელთან შედარებით წლიური ზრდის წინაპირობაც შემცირებულია; თვალსაჩინოებისათვის, ბოლო 20 წელიწადში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან თანაფარდობის ყველაზე მაღალი საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი სწორედ 2006-2007 წლებში დაფიქსირდა- 5.27 %. დღეს, მიუხედავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ჩვენს რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის პროგნოზისა, რაც 2019-2024 წლებში საშუალო ზრდის 5.1 % ითვალისინებს, 2005 წლისაგან განსხვავებით, საინვესტიციო ფონი არ არის ოპტიმისტური. 2018 წლის მიხედვით პუი-ს ფარდობა მშპ-სთან საშუალო მსოფლიო დონე ისტორიულ მინუმზეც კი იყო დასული-1.38 %,


მიმაჩნია, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ ტრადიციული ბაზრები და პარალელურად ვეცადოთ ახალ ბაზრებზეც გავიდეთ! საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, რასაც მთავრობა ისედაც ხელს უწყობს, მათ შორის რელოკაციური მოდელების გადმოტანით, ინვესტორებისათვის შეთავაზებულია ერთი ფანჯრის პრინციპი, გააქტიურებულია ტურისტული მარკეტინგის პლათფორმაც, მაგრამ დივერსიფიკაციას საექსპორტო პროდუქციის გაცილებით მეტი და რაც მთავარია კონკურენტუნარიანი სასაქონლო პროდუქცია და მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები სჭირდება, ხოლო ეკონომიკის გადაწყობას დრო ესაჭიროება. ღვინო და მინერალური წყლები იგივე უკრაინაში ისედაც იყიდება.
მე სხვა დროსაც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ევროკავშირის და ახლა, უახლოეს პერსპექტივაში აშშ-ის ბაზარი, როგორც მეგაეკონომიკები, ტრადიციოული საექსპორტო პროდუქციასთან ერთად, სწორედ მაღალტექნოლოგიური მიმართულეებით არის სტრატეგიულად პრიორიტეტული. 
ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ვხედავთ დადებით ტენდენციებს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სულ უფრო მზარდია საგარეო-სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა, რამაც ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო დივერსიფიცირებული გახადა. მთავრობის დღევანდელი სტრატეგია, რაც ითვალისწინებს ცოდნაზე ბაზირებულ ეკონომიკას და ინოვაციურ პლათფორმას, ამ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი. გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდით და რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევით, ჩვენ მოვახდენთ რა აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალ ტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვას, ვუზრუნველყოფთ აქ წარმოებული პროდუქციის გატანას საერთაშორისო ბაზრებზე. ამ ტიპის რელოკაციურ მოდელებს, რომლებიც მაღალი ეფექტიანობით და შრომის ნაყოფიერებით ხასიათდებიან, ასევე აქვთ მაღალი საექსპორტო პოტენციალი, რაც გაზრდის რა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტს, ახალ სამუშაო ადგილებს, მაღალკვალიფიციურ მუშახელს და ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს.


ამიტომაც აქვს აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველში აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენლობის გახსნას ძალზე დიდი მნიშვნელობა;
აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ხელშეკრულების


ხელმოწერა აშშ-სთან, როგორც მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკასთან, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ტემპები და გადავიდეთ ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდაზე და შევამციროთ საგარეო შოკების ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე," - ნათქვამია ცუცქირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



სიახლეები მსგავს თემაზე

ეკონომიკის მინისტრმა მეცნიერ-ეკონომისტებთან ერთად 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შექმნილი მდგომარეობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც რეგიონულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შეეხებოდა.

პრემიერი: სიმშვიდე და მშვიდობა არის მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის მეტი საშუალება მივცეთ მოქალაქეებს  

სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საინვესტიციო ხელშეკრულებებას აღარ წარადგენს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ პროექტის მხარდაჭერის ნაცვლად, მთავრობამ მისი საბოტაჟირება მოახდინა და ამიტომ საინვესტიციო ხელშეკრულებებს აღარ წარადგენენ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა,
რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა.

ლაშა იორდანიშვილი: პირობა არის ასეთი, თუ არ იქნება მოსახლეობის 90 პროცენტიანი მხარდაჭერა, ჰესი არ აშენდება

"ხადორი 3"-ზე არის თემა გადაწყვეტილი, რომ უნდა მოვიპოვოთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და ისე შევიდეთ, - ამის შესახებ ჰესის მშენებელი კომპანიის, "ფერის" დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები ცნობილია

2019 წლის 15 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კვირიკაშვილის უდანაშაულობის შესახებ ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. მომდევნო სხდომა 6 ნოემბერს არის ჩანიშნული.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 123.8 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა, 86.21 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

გიგა ბუკია: მიხეილ სააკაშვილმა 30 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებზე გაამახვილა ყურადღება.

ფულადი გზავნილების მოცულობა 13.9%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობამ 2019 წლის სექტემბერში $149.8 მლნ (44 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9%-ით მეტია.

ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას: ეჭვი მეპარება რომ ვერ ამოეცანი ცხონებულ სულხან მოლაშვილს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში რქაწითელი უნდა ღირდეს არა 70 თეთრი, არამედ, 1.50 ლარი

დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა კახეთში რთველის დასრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 60-80 მლნ ლიტრი ჩამოსასხმელი ღვინო იყიდება რესტორნებში და რქაწითელის ღვინო რესტორნების უმეტესობაში ფალსიფიცირებულია.

ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

დღეს, დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბმება ეროვნული სტანდარტის ნორმებს

ჯორჯიან უოთერედნდ ფაუერი თბილისის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემებს აქვეყნებს.

ჯანდაცვის მინისტრი ჩეხ კოლეგას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ადამ ვიოტეხს შეხვდა.  

დიმიტრი ხუნდაძე: ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოკერიასა და სააკაშვილის გაყრის ან მათი ღირებულებითი ფერისცვალების სჯერა

ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოკერიასა და სააკაშვილის გაყრა-შეყრის ან მათი ღირებულებითი ფერისცვალების სჯერა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2019“ იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 

სასწავლო კურსი “გარემოსდაცვითი მმართველი” დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი  “გარემოსდაცვითი მმართველი”  დასრულდა.

 

ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ კავსაძის ქუჩის გავლით იმოძრავებს

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. 

საქართველოს ბანკის პარტნიორობით „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება.

გურიაში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება.

ზურაბ ერისთავმა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დომინიკის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ზურაბ ერისთავმა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს დანილო მედინას რწმუნებათა სიგელები გადასცა.