VIDEO- მაშველებმა ომალოში ამერიკის 4 მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაშავებული ტურისტების შესახებ.


დაშავებულების დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.


მაშველებმა ამერიკის ოთხი მოქალაქე, სამი ქალი და 1 მამაკაცი, ვერტმფენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.


მათ შორის, ერთ ქალბატონს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი სამი ტურისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.


თბილისში წელს რამდენიმე გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება

"დედაქალაქისთვის მიმდინარე წელი განსაკუთრებული იქნება, რადგან ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია და პროექტები, რომელიც განხორციელდება, თბილისელებისთვის თვალშისაცემი იქნება", -ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და გასულ წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა. 

დავით ზალკალიანი ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,22 იანვარს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან ორმხრივ შეხვედრა გამართა.

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!

თბილისის მერიამ კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზე განაშენიანების პირველადი საპროექტო გადაწყვეტილებები მოამზადა

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც გენერალური გეგმის ფარგლებში მშენებლობების განხორციელება დროებით შეჩერდა, განაშენიანების პირველადი საპროექტო გადაწყვეტილებები მომზადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პროკურორი: მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, ბრალდების მხარეს მოაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

„მიღწეულია საპროცესო შეთანხმება გიორგი ჯანაშიასთან მიმართებით, ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, მოაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ უზენაეს სასამართლოში განუცხადა. 

დავით ზალკალიანი კონგრესმენების წერილზე: წერილობით ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი პირადი კონტაქტებია

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ კონგრესმენებს, რომლებმაც გიორგი გახარიას წერილით მიმართეს, შესაძლოა ქვეყენაში მიმდინარე პროცესებზე ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდეთ. 

საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში სტაბილურობის ფაქტორით, ასევე ღირებულებებით როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია- ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

"საქართველო  უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში სტაბილურობის ფაქტორით, ასევე ღირებულებებით როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია",- ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოთხმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას შეშფოთების წერილი გაუგზავნა

ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ ქვეყანაში პოლიტიკური დევნისა და ეკონომიკური ტენდენციის გაუარესების გამო სერიოზულ შეშფოთება გამოთქვეს. 

სოზარ სუბარი C ჰეპატიტის პროგრამაზე: ეს იყო უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება

„C ჰეპატიტის პროგრამა უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა.

მარტიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს სსიპ-ის სტატუსით მოემსახურება

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

ENPARD-ის ფარგლებში სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეფასდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით 22-ე შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

დიდ დიღომში, მირიან მეფის და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, ავარიულად დაზიანდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი.

 
ჩინეთი: "კორონავირუსმა", შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და ფართოდ გავრცელდეს

ჩინეთის ხელისუფლებამ გადანცხადა, რომ ქვეყანაში აღმოჩენილმა "კორონავირუსმა" შესაძლოა მუტაცია განიცადოს და კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდეს.

აუტისტი ბავშვების სპეციალური პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების სპეციალური პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სოზარ სუბარი: ცინიზმის მწვერვალი იყო ის, რომ წინა ხელისუფლებამ C ჰეპატიტზე პატიმრების შემოწმება აკრძალა

„ცინიზმის მწვერვალი იყო ის, რომ წინა ხელისუფლებამ C ჰეპატიტზე პატიმრების შემოწმება აკრძალა. პატიმარს რომ ზუსტად სცოდნოდა, რომ აქვს C ჰეპატიტი, ის ვერ წავიდოდა სტრასბურგში, იმიტომ, რომ ვერ ექნებოდა ამის საბუთი. ეს იყო აკრძალული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეიგონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა. 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ოზურგეთის რაიონში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 11:24 საათზე დაფიქსირდა.

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებს დააფინანსებს

თბილისის მერია მარტიდან გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებს დააფინანსებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 საცხოვრებელ სახლს აშენებს.

ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის სემეკი „მედია კლუბის“ განახლებულ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) პროექტ „მედია კლუბის“ ფარგლებში ტრენინგების ახალ კურსს იწყებს.