ენზელ მკოიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

,,19 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი პასუხისგებაში მისცა. ამ ქალბატონებს ბრალად სსკ–ს 182–ე მუხლი წარუდგინეს, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დღეს ნარინე გინოსიანი თავისუფალია, თუმცა ორი დღეა, მიზანმიმართულად ხდება იმ ბინძური კამპანიის მონაწილე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ნინოწმინდაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

იმ ამაზრზენი ბრალდების საპასუხოდ, თითქოს ნარინე გინოსიანის მიმართ გარკვეული ინტერესი მქონდა, მინდა, საზოგადოებას ვაცნობო მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია: გინოსიანის მიერ საბავშვო ბაღების კუთვნილი თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით, კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. მისი საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გინოსიანს არაერთი დარღვევა აღმოუჩინა. კერძოდ: საკანცელარიო ნივთების იმაზე ძვირად შესყიდვა, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჰქონდა გაფორმებული. ასევე, საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენა ზედმეტ თანხად, ხოლო ბავშვების რაციონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის სრულად მოპარვა, როგორიცაა თევზი. როგორც მშობლები და მზარეულები ირწმუნებიან, ბაღის აღსაზრდელები მუდმივად ერთი სახის საკვებს მიირთმევდნენ და მათ რაციონში თევზი, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, გინოსიანი დიდი რაოდენობთ ყიდულობდა, საერთოდ არ ყოფილა.

აუდიტის სამსახურმა, შესწავლის დასრულების შემდეგ, ეს საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა და გინოსიანს შესაბამისი ბრალიც წარედგინა.

გარდა ამისა, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოკადრების სახით, იმის შესახებ, როგორ აძლევს ნარინე გინოსიანი უცხო პირებს მხოლოდ სამსახურეობრივი ტრანსპორტის მოხმარებისთვის განკუთვნილი საწვავის ე.წ. ჩიპებს. ანუ, ეს ქალბატონი საბიუჯეტო სახსრებს იყენებს პირადი და მისი მეგობრების კერძო მოხმარებისათვის, რაც ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამის მტკიცებულება ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „რომპეტროლის“ ერთ-ერთ სათვალთალო კამერას აქვს დაფიქსირებული.

მინდა, თხოვნით მივმართო „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობას, გაასაჯაროოს ეს კადრები, რომელთაც ჩემი მხრიდან, აუცილებლად გადავცემ შესაბამის უწყებებს. ასევე, მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მაქვს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორი კონკრეტული ლიდერის შესახებ, რომელთაც უკვე გამართეს შეხვედრები ფულის მიმთვისებელ გინოსიანთან და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მისაცემად, მას ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებების გაჟღერება ურჩიეს. მივმართავ ამ პარტიის მესვეურებს - შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებ ამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო", - აღნიშნულია დეპუტატის განცხადებაში.


მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.

გორის მერი: რუს ფორმიანებთან მივედი, დაველაპარაკე და ზურგი შემაქციეს

„რუს ფორმიანებთან მივედი, დაველაპარაკე რომ ეს არის უკანონობა რასაც ქართულ მიწაზე აკეთებენ, ზურგი შემაქციეს“,-ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.