შესრულდება თუ არა ჟურნალისტების მოთხოვნები - როგორ დასრულდა პაატა სალიას შეხვედრა ,,რუსთავი2"-ის თანამშრომლებთან

მე არ მინდა ამ ადამიანებს მესამე პირების საშუალებით ველაპარაკო,- ასე უპასუხა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, შეიქმნება თუ არა საზოგადოებრივი საბჭო.

მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება არხის მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან შეთანხმებით მიიღო.


„ჩვენი გადაწყვეტილება არის ის, რომ შემოთავაზება რაც გვქონდა, არ იქნა მიღებული ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ეს შემოთავაზება არ და ვერ იქნება რაიმეს გარანტია. მით უმეტეს, იმ ფონზე, რა შიშებიც შეიძლება ჰქონდეთ დღეს აქ დასაქმებულ ჟურნალისტებს. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არანაირ გარანტიას არ ქმნის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნდობის ჩამოყალიბებას სჭირდება გარკვეული დრო. ვფიქრობ, ამაში და კომპანიის ეფექტურ მართვაში ამგვარ საბჭოს ექნება მხოლოდ შემაფერხებელი ეფექტი", - აცხადებს სალია.


პაატა სალია აცხადებს, რომ საბჭოს შექმნის აუცილებლობა არ არსებობს და ურთიერთობას თანამშრომლებთან თავად მოაგვარებს.


,,არ მინდა, ამ გუნდთან მქონდეს ასეთი ურთიერთობა. ვცდილობ დავანახო მათ, რომ აქ ვარ მოსული იმისთვის, რომ ეს კომპანია უფრო წარმატებული, ძლიერი და რეიტინგული იყოს. დღითიდღე ამ ნდობას იმედია განვამტკიცებთ და ანალოგიური პასუხი იქნება მათგანაც. რა თქმა უნდა, გარკვეული ეჭვები არსებობს და ვიმუშავებ, რომ ის გაქარწყლდეს. აქ ვინმე ცუდი განზრახვით რომ მოსული, მისი განხორციელება შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში, ბორდი იქნება, თუ ნებისმიერი წერილობითი გარანტია. ვფიქრობ, თანდათან ყველა დარწმუნდება, რომ ის, რასაც ითხოვენ ჟურნალისტები, შესრულდება და არანაირი გარანტია, გარდა ჩვენი ნდობისა, საჭირო აღარ იქნება“, – განაცხადა პაატა სალიამ.


,,რუსთავი 2" -ის ჟურნალისტები არხზე ახალი მფლობელის მოსვლისა და დირექტორის ცვლილების შემდეგ, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ითხოვდნენ, რომელიც მათი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი იქნებოდა.


პაატა სალიასა და ,,რუსთავი2"-ის თანამშრომლებს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.


გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილზე: შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას - აუცილებლად გვექნება რეაგირება

წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას. ისეთებს, რომელთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია აქვს ქართველ საზოგადოებას, - პარლამენტის ექსთავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

მებაჟე ოფიცრებმა „წითელ ხიდსა“ და „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ირაკლი კობახიძე: გრიგოლ ვაშაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.

ჯანდაცვის სამინისტრო: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში 22 წლის ქალი "კორონავისრუსით" გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ქალი გრიპის B ტიპის ვირუსით დაიღუპა.

ირაკლი ბურდული: გიორგი შარვაშიძის დისერტაცია პლაგიატი არ არის

„როდესაც გიორგი შარვაშიძემ დაიცვა დისერტაცია, არ არსებობდა ქვეყანაში ისეთი სტანდარტები, როგორიც დღეს. დღევანდელ სტანდარტებს ვერ ექნება გავლენა 2002 ან 2003 წელზე“, - ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ირაკლი ბურდულმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო სანაოსნო სასწავლებელის ხელმძღვანელობასთან მომავალი პარტნიორობის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობას იღებს, რომელიც ლონდონში იმართება.

მუხიანში ძველი ავტობუსები "ISUZU"-ს მარკის ავტობუსებით ჩანაცვლდა

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, მუხიანის დასახლებაში მოძრავი № 17 სამარშრუტო ავტობუსი "ISUZU"-ს მარკის რვა მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა.

შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს,  - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

ლარი 0.28 თეთრით გამყარდა

23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.28 თეთრი შეადგინა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა

120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგებსა და სამომავლო გეგმებს ვორქშოფზე განიხილავს. 

გიორგი გახარია: საქართველოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია, რაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევაა 

"ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით, აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe განაცხადა, რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

დღეიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანულას მიმართულებით ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან,  გლდანულას  მიმართულებით, დღეიდან N73 ხაზზე ახალი „ISUZU“-ს მარკის  ავტობუსები იმოძრავებენ. 

კორონავირუსი: ყველაფერი სიმპტომების, ვაქცინისა და რისკების შესახებ

ჩინეთი აძლიერებს ძალისხმევას კორონავირუსის მოსაგერიებლად, რომელიც ქალაქ ვუჰანში, სავარაუდოდ, ზღვის, პროდუქტების ერთ-ერთ ბაზარზე წარმოიშვა.

პრემიერი: როდესაც ჩვენი მეგობრები ევროპის მომავალზე ისაუბრებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, საქართველო განხილვის თემა იყოს 

"აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია, ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe განაცხადა, რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

პროკურორი: ბრალდების მხარე ალექსანდრე სუბელიანის ჩვენებას დასკვნით სიტყვაში შეაფასებს

„რამდენად მნიშვნელოვანია ამ მოწმის ჩვენება ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდების შინაარსთან მიმართებაში, მას შემდგომ, რაც ჩვენ დავასრულებთ აბსოლუტურად ყველა მტკიცებულებების გამოკვლევას, ბრალდების მხარე სახელმწიფო ბრალდების დასკვნით სიტყვაში შეაფსებს თითოეული მოწმის ჩვენებას, შემხებლობასა და მის მნიშვნელობას ბრალდებასთან მიმართებაში“, - ამის შესახებ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

"ბორჯომი ლიკანი" აუქციონზე ვერ გაიყიდა

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" საჯარო აუქციონზე არ გაიყიდა. იმის გამო, რომ ობიექტით არავინ დაინტერესდა, ვაჭრობაც არ შედგა.

ვლადიმერ პუტინის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო 

რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ წარდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ნატოს" ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე "ნატოს"  ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდა. 

პროფესორი ვასილ გონაშვილი: გიორგი შარვაშიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება მცდარია

„გიორგი შარვაშიძის შემთხვევაში პლაგიატი არ დასტურდება, ეს მცდარი ბრალდებაა“, - ამის შესახებ პროფესორმა ვასილ გონაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება 

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება.