გურამ ნიკოლაშვილი: სალიამ არხის მიმართ უნდა შეინარჩუნოს ცივი და ფლეგმატური დამოკიდებულება

“გუშინდელმა მოძალადეებმა, პროპაგანდისტებმა, აგრესორებმა დაიწყეს არა მხოლოდ ხალხის დამოძღვრა, არამედ სტანდარტის დაწესება, რა არის სწორი და რა არასწორი“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში.

მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტები ბოლომდე ეცდებიან დარჩნენ საკუთარ კედლებში და გააგრძელონ იგივე საქმიანობა, რასაც 18 ივლისამდე აკეთებდნენ. ისინი არ შეიცვლიან თავიანთ დამოკიდებულებებს.


„ცხადია, რომ მათ საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი სახის გადაადგილება ტელევიზიაში, ნებისმიერი ტიპის ახალი ფიგურის შეყვანა გახდება საინფორმაციო ომის დამატებითი ინსტრუმენტი. ისინი ნებისმიერი ცვლილებისგან შექმნიან დრამას, რადგანაც წვნეული მარცხის მიუხედავად, მათთვის სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი წარმოჩნდნენ მსხვერპლად. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი ფუფუნება მათ არ უნდა მიიღონ. არხის ახალი ხელმძღვანელობა მათ ასე არ უნდა მოექცეს. იმ „თბილი“ დახვედრის ფონზე, რაც მოუწყვეს ახალ დირექტორ სალიას, როცა ყოფილმა დირექტორმა გესლიანად მიაძახა, რომ განკარგულებას გასცემს, „მდივანმა ყავაც კი არ მოუდუღოს მას“, სალიამ უნდა შეინარჩუნოს ის ცივი და ფლეგმატური დამოკიდებულება, რითაც ყველას დაამახსოვრა თავი უაღრესად ცხელი და ისტორიული დღის მანძილზე. როგორ? საქმე იმაშია, რომ რუსთავი ორის „სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტთა დამოუკიდებლობა“ უკვე შეიცვალა. შეიცვალა ზუსტად იმავდროულად, რა მომენტშიც პაატა სალიამ ფეხი შედგა რუსთავი ორის ეზოში. შეიცვალა არა იმიტომ, რომ პაატა სალიამ შეცვალა რამე, არამედ იმიტომ, რომ ნიკა გვარამიამ დატოვა რუსთავი 2.


დიახ, რუსთავი ორის „სარედაქციო პოლიტიკა“ უდრიდა ნიკა გვარამიას. ეს იყო ადამიანი, რომელიც განსაზღვრავდა არხის კურსს, რომელიც სტაჟიანი შეფ-მზარეულივით ზუსტად აზავებდა გართობის, ნიუსის, ფეიკისა და მისი ბატონის სურვილებსა თუ მოთხოვნებს ერთ ქვაბში, რომელიც ყოველდღიურად მოძღვრავდა და ტვინს ურეცხავდა არხის მთელ კოლექტივს, ახერხებდა მათ გუნდურ მუშაობას, განკარგავდა ფინანსებს, იზიდავდა ფინანსებს, და რაც მთავარია, საგანგებოდ და სრულუფლებიანად წარმოადგენდა არხის მფლობელსა და ჰეგემონს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს და უზრუნველყოფდა არხის ინსტრუმენტალიზაციას მიშას პოლიტიკურ ვნებებში.


მისი მილიონიანი ხელფასი აქ მხოლოდ დეტალია, მისი ჩაცმულობა, გინება, ზიზღი, აგრესია, გესლი და სათვალეები, ეს ყველაფერი დეტალებია, გარნირი, რომელიც საღდებოდა მარკეტინგულ აუცილებლობად, ქვეშ კი მალავდა დაკისრებული როლისგან წარმოქმნილ მის პირად სულიერ დისკომფორტს.


„რუსთავი 2“ ყოველთვის იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი. ის ზუსტად ასეთად შეიქმნა და მისთვის ორგანულია მართვის დიქტატორული ფორმა. სხვანაირად ფუნქციონირება მას უბრალოდ არ შეუძლია. მის სათავეში აუცილებლად უნდა იდგას ფორმალურად ან არაფორმალურად პოლიტიკური ფიგურა, რომელიც კურირებს არხს, აცენზორებს რედაქციას და იღებს საკვანძო გადაწყვეტილებებს. ერთი პირის მიერ არხის ხანგრძლივი მართვა ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს ჟურნალისტთა თვითცენზურას. ისინი ყველაზე კარგად, ღრმად, კონტექსტუალურად და ზუსტად გრძნობენ რას ითხოვს მათგან არხის სარედაქციო პოლიტიკა, არხის პოლიტიკური კონიუნქტურა და უბრალოდ მისი მმართველი.


ნიკა გვარამია იყო ეს რგოლი, ასრულებდა ამ როლს, ასრულებდა კარგად და ეფექტურად, განსაზღვრავდა არხის პოლიტიკას და უზრუნველყოფდა სინქრონიზებას მის მფლობელთან - მიხეილ სააკაშვილთან. სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა დღეს რუსთავი ორი, დაკარგა მისი დირექტორი, ანუ დაკარგა ის ინსტრუმენტი და ბერკეტი, რითაც მართავდა ამ არხს.


სწორედ პოლიტიკური დიქტატის, პარტიული დაკვეთის და პერსონალური მესიჯბოქსის გარეშე დარჩენაა ის მოცემულობა, რაც უკვე ცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას. ამ ვითარებაში ყოფნა არის ერთის მხრივ უჩვეულო, არაკომფორტული, რადგანაც არავინ გეუბნება რა უნდა გააკეთო (და შევთანხმდეთ, რომ ეს თქმა არ ნიშნავს ჟურნალისტურ საქმიანობაში ყოველდღიურ ჩარევას, ეს „თქმა“ ნიშნავს იმ იდეოლოგიური ჩარჩოს უზრუნველყოფას, რომლის შიგნით ზუსტად იცი, თუ რას ითხოვს შენგან კონიუნქტურა), და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წლის სტაჟის მქონე ჟურნალისტები, არათუ უბრალოდ შემსრულებლები ან უხალისოდ დამყოლი მუშაკები არიან, არამედ ენთუზიასტი მებრძოლები და თანამოსაგრენი, მათთვის მაინც წარმოუდგენელია თავისუფალ მდგომარეობაში მუშაობა.


ამ ტექსტის წერის პარალელურად რუსთავი 2-ზე ნანუკას შოუ გადის, სტუმრად მაია ასათიანით, რომლისგანაც ვიჭერ ფრაზას“ „რუსთავი ორი არის დასავლური ფასეულობების ფუნდამენტი“. ვახვევ უკან და ხელმეორედ ვუსმენ, ხომ არ მომეჩვენა. არ მომეჩვენა. ცხადია არც მიკვირს. ამ იდეოლოგიურ ბაზისზე აშენა არხის პროკურატორმა დირექტორმა რუსთავი ორის გუნდი. მრავალჭირნახულ, პროპაგანდის მსახურებად მრავალგზის გამოყენებულ ჟურნალისტებს ჭირდებოდათ საფუძველი, რაც მათ საქმიანობას გამართლებას მოუძებნიდა. თანაც დაავიწყებდათ ავბედით და მარცხიან წარსულს. ჟურნალისტებს და არხს ჭირდებოდათ დიდი და ტკბილი ტყუილი, რასაც დაიჯერებდნენ, როლი, რომელსაც მოირგებდნენ, და ჭრელი ტანსაცმელი, რომელზეც გაცვლიდნენ პროკურორის დაგლეჯილ და დალაქავებულ მანტიას.


გუშინდელმა მოძალადეებმა, პროპაგანდისტებმა, აგრესორებმა დაიწყეს არამხოლოდ ხალხის დამოძღვრა ამ ტყუილით, არამედ სტანდარტის დაწესება, რა არის სწორი და რა არასწორი, რომელი აზრია მართალი, სად უნდა გაკეთდეს აქცენტი, რა სიტყვებით უნდა აღიწეროს რეალობა, ვინ არის ოქრო და ბრილიანტი, ვინ ბნელი და ფსკერი. დაიწყეს კატეგორიულად, აგრესიით, ზიზღით, დაიკავეს საჯარო სივრცე და რაკიღა ყოველივე დასავლურის საპირწონედ გამოაცხადეს ყოველივე რუსული, სწორედ რუსეთუმეობის იარლიყის შიშით დაატერორეს ყველა საჯარო ფიგურა.


პუტინი, პუტინს, პუტინმა, კრემლით, ლავროვად, მოსკოვი, ონიშენკო, ჟირინოვსკი, დედისტრაკი, დიმიტრი, მედვედევი, სლუცკი, შმუცკი, პუტინი, ვლადიმერი, ვინ დაიწყო ომი, ვინ ისროლა პირველმა, 20 პროცენტი ოკუპირებულია, აფხაზეთი და სახრეთ ოსეთი საქართველოა, ეს და უამრავი სხვა ისარი ულევად იქნა გამოყენებული ნებისმიერი განსხვავებული აზრის, მოსაზრების, შეხედულების, გამოხედვის თუ დუმილის ჩასახშობად, დასათრგუნად, გასაცამტვერებლად.


ამასობაში ნანუკას ეთერში შემოდის გია ბუღაძე და თავისი პირით ამბობს იმას, რის დაწერასაც ვცდილობ, „ყველაფერი თავს იყრის ერთი ადამიანის გარშემო, მის გარეშე არ არსებობს არავითარი პოლიტიკა, მართვა, გვარამიას გარეშე არ არსებობს დამოუკიდებლობა, აი როგორც მაცხოვარი თავისი...“ . უგრძვნია კაცს. ნანუკაც ეთანხმება, თავს უქნევს, არ ესმის, როცა ყველას შეუძლია მაუწყებლობა, რა საჭიროა რომ ყველა არხი ერთნაირად გადმოსცემდეს ინფორმაციას...


დიახ, ახსოვს და იცის, ნანუკამაც, მაიამაც, და ყველა ჟურნალისტმაც იქ, რომ დიახ, სწორედ თავში მდგომი ფიგურაა მთავარი და მის გარეშე არ არსებობს არც მაუწყებლობა, არც სიცოცხლე. და ეს ხალხი ვერ იარსებებს უფროსის გარეშე. და საკმარისია, რომ ისინი გაათავისუფლო, დატოვო დირექტივის გარეშე და ეს არხი ავტომატურად შეიცვლის სარედაქციო პოლიტიკას.


„გაუმარჯოს ყველაფერ დასავლურს, არა რუსეთს, რუსეთი ოკუპანტია“, აგრძელებს ნანუკა სტუმრის პასუხად, რომელიც ამტკიცებს რომ სასამართლოში მოხდა გარიგება, ამიტომაც დადგა ეს შედეგი. სასამართლომ კი იმსჯელა სამ ქეისზე, რომელმაც პრაქტიკულად მოიცვა „მედასავლეთეების“ მმართველობის ყველა ასპექტი - პოლიციური ტერორი, მაღალჩინოსნის მიერ განხორციელებული მკვლელობა წინასწარგანზრახვით, ადამიანის წამება, საკუთრების წართმევა.


მმართველობა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა ის ღირებულება, რასაც კი შეიძლება დასავლური ეწოდოს, რაც მართლა წარმოადგენს ევროპას, მის ღირებულებებს, მის ფუნდამენტს. პოსტ-საბჭოთა საქართველოში ადამიანები ინფორმაციას იღებენ ტელევიზიიდან, დასავლეთზეც უმეტესწილად წარმოდგენა სწორედ ტელევიზორიდან გვაქვს და არა უშუალოდ დასავლეთიდან, იქ ყოფნის, ცხოვრების გამოცდილებით. ამდენად, რასაც დაარქმევ, რომ ესაა დასავლეთი, ის იქნება დასავლეთი.


და ეს პროპაგანდა გრძელდება მრავალი წელია, დასავლეთის ქართული, რუსთავიორული ვერსიის მუტაცია და თავზე მოხვევა, ცხვირში შეტენვა ტერორითა და ბულინგით. ამ რუსთავი 2-ის დაცვა გახდა ქართული დემოკრატიის უმთავრესი ამოცანა, ასე დაერქვა იმ დავას, რაც ყოფილმა მფლობელმა წამოიწყო. ეს არხი და მისი დირექტორი გამოცხადდა დასავლეთის მთავარ მებაირახტრედ, ხელშეუხებელ სიწმინდედ, და ამ არხმა იზეიმა დიდი ზეიმი, როდესაც დემონიზებულმა „მურუსიძის“ სასამართლომ არხი ხალვაშს მიაკუთვნა და სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ მისი აღსრულება შეაჩერა.


ერთ მხარეს იყო ყველაფერი, მეორე მხარეს არაფერი. ერთ მხარეს იყო სინათლე, მეორე მხარეს სიბნელე. ეს შავ-თეთრი რეალობა წლების მანძილზე ზიზღით, სიძულვილით, დედისგინებით, აგრესიით, დაჯმით, დაფსმით და კბილთა ღრჭენით მოედინებოდა ეთერიდან, რომელსაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უფლება ჰქონდა აფარებული, როგორც იმავე დასავლური ცივილიზაციის მთავარი მონაპოვრის”, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით ანგარიშს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ამბობს, რომ უცნობია, რატომ არ გაიხსნა “საარჩევნო უბანი“ დღეს სტამბულში, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო.

ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.

"იყო და არის გმირი და ის ყოველთვის იქნება ჩვენს ყოველდღიურობაში"- ჯაბა ჯიშკარიანი ირინა ენუქიძეს იხსენებს

"როგორც ირინა ამბობდა, მოკლეს მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი იყო",-ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

 

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალურად დაადასტურა.

გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და დაკვამლიანების არეალი შემცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში, ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. აღნიშნულს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი  მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავა.

მარტვილის სასწრაფოს ახალი შენობა გადაეცა

დღეიდან მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალაშენებულ ცენტრში განაგრძობს.