მამუკა ბახტაძე - 2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 ყველაზე დიდი ციფრია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.


"ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და შესაბამისად, რეგიონული განვითარება არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. 6 თვის წინ, ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმოგიდგინეთ ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს 2019 წლისთვის.  ეს იყო ძალიან ამბიციური ამოცანა და ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა იქნებოდა დაკავშირებული ბევრ გამოწვევასთან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც წარმადგინეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რამდენიმე მიმართულებას გავუსვით ხაზი, სადაც ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი ეს გახლდათ რეგიონული მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც გვქონდა ხარვეზები. იყო პრობლემები, რომელიც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების აუთვისებლობაში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ. შევცვალეთ რეგიონული მართვის სტრუქტურა, ბევრი პროცედურა და დღეს გვავს უკვე მნიშვნელოვანი შედეგები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიციის განხორციელება შეძლო ქვეყნის ინფრასტრუქტურაში.


"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20 პროცენტით მეტი ბიუჯეტი მივეცით და ისინი 6 თვის მონაცემებით 100 პროცენტით ასრულებენ ამ დავალებას. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო და 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა ჩვენს ინფრასტრუქტურაში. რეგიონული განვითარება ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულება ჩვენთვის. ჩვენთვის აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი რეგიონების თანაბარი განვითარებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.


"ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა ჩვენს რეგიონებში ჯერ კიდევ განსახორციელებელია ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელიც უკავშირდება წყლის მიწოდების სისტემებს, ეს არის სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. 2022 წლის ჩათვლით, როგორც შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


 


დავით ზალკალიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი რესურსი და საერთაშორისო მექანიზმი არსებობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში ჩავიდა და მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.

რომელ უბნებში მუშაობენ უკვე მართლწესრიგის ოფიცრები და როგორ დავუკავშირდეთ მათ

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონს 117 მართლწესრიგის ოფიცერი ყავს, რომლებიც საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა

დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი. ასპარეზობაზე ბოლოს 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ. 

რომან კაკულია: საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს საქართველოში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ

„ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის რეიტინგის შენარჩუნება მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს ამ ქვეყანაში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ, -

თამარ კიკნაძე: სახელმწიფო კონსორციუმს ყველაფერში გაყვა, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც სახელმწიფო ინტერესს აზიანებდა და სწორედაც მოიქცა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე პოსტს აქვეყნებს.

გიორგი ცუცქირიძე: რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული ჯგუფი „კონტი“, კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

 

ლადო ბოჟაძე: საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ნებისმიერ შემთხვევაში და აშენდება კიდეც!

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე,  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

ავტოავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისში გადაიყვანეს

ზუგდიდის ცენტრში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

გია აბაშიძე: სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი“ არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში

ექსპერტი გია აბაშიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება.

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც იქნა აღიარეს, რომ "კონტი" რეალურად არც ყოფილა პროექტში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით თვალაბეიშვილი: საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც

„საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. მხოლოდ 2018 – 19 წლებში დაწყებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდ დოლარზე მეტს ინვესტიციას მოიტანს".

თამარ მახარობლიძე: სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მისცა ყველანაირი საშუალება გადაერჩინა საკუთარი მონაწილეობა ამ პროექტში და შეესრულებინა ვალდებულებები

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

ქუთაისში სარდაფები გატეხეს

ქუთაისში აღმაშენებლის 11 ნომერში ორი სარდაფი გატეხეს.

ოთარ ანგურიძე:  „Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის

„Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა საქართველო სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე

"სახალხო დღესასწაული "ბორჯომობა" დაიწყო

17 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ აღინიშნება.

სოსო არჩვაძე: „Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა

„Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა,“.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება".

2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება  

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ახალგაზრდა სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება".

ირაკლი მეზურნიშვილი “Fitch” - ის რეიტინგზე: მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რადგან თანხების დაბანდებისას ინვესტორი პირველ რიგში ამ ფაქტორს უყურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ისეთი სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან, როგორიც „Fitch“-ია,  სტაბილური რეიტინგის შენარჩუნება და ზოგადად დადებითი შეფასება, ძალიან მნიშვნელოვანია.

ირაკლი ლექვინაძე: FITCH-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს

"მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი FITCH-მა 0,3%-ით შეამცირა, ის მაინც აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.3%-იან მაჩვენებელს"

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად განაგრძობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. დღეს,პარლამენტის თავმჯდომარე ფოთში იმყოფებოდა და მეთევზეებს შეხვდა.