გვარამიას განცხადება „ფორმულა კრეატივზე“: საწყენია, რომ ვერ შევინარჩუნე ისინი, მაგდენი ფული არ მაქვს

„რუსთავი2“-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას სატელევიზიო გეგმებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საუბარი არ სურს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გვარამიამ  აღნიშნა, რომ პარტნიორებს არ დაასახელებდა. გვარამიამ  მხოლოდ ზაზა ოქუაშვილი ახსენა, ვისთანაც შესაძლოა, ითანამშრომლოს.


რაც შეეხება იმას, შესთავაზა თუ არა თანამშრომლობა "ფორმულა კრეატივს", გვარამიას თქმით, მისთვის საწყენია, რომ ფინანსების გამო, მათი შენარჩუნება ვერ შეძლო:


„საწყენია, რომ ასეთი ხალხი ჩემთან არ კიარა, ვერ იქნება. ფინანსური თვალსაზრისით მათ სწორი არჩევანი გააკეთეს, ვერ გავწვდებოდით. ამიტომ, არ მქონია მოლაპარაკება.  ჩემთვის საწყენია, რომ ვერ შევინარჩუნე ისინი, მე არ მაქვს მაგდენი ფული და არც მექნება, ეს ძალიან ძვირიანი პროდუქტია, რუსთავი2-ც კი ძლივს წვდებოდა მას. პირველ ეტაპზე, როცა საწყისი კაპიტალი გვჭირდება, ვიდრე გაყიდი, რეიტინგს აკრეფ და ა.შ. ამის შენახვა ჩვენთვის წარმოუდგენელია. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ თავისი კომპანია და საკუთარი პროდუქცია უნდა გადაერჩინათ, სწორი არჩევანი გააკეთეს, უბრალოდ ჩემთვის საწყენია ადამიანურად, რომ მე ვერ შევძელი უზრუნველყოფა“,-აღნიშნა ნიკა გვარამიამ.


შეგახსენებთ, კომპანია „ფორმულა კრეატივი" ახალ ტელევიზიას თავდაცვის ყოფილ მინისტრ  დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის. დავით კეზერაშვილმა ახალი სატელევიზიო პლატფორმის დაფუძნების შესახებ 1-ელ აგვისტოს განაცხადა.


"მიმაჩნია რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა ჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიოზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას - არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში.ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისკიტის უმაღლეს სტანდარტებს. დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს.იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადaში მზად იქნება ეთერში გასასვლელად",-დაწერა  დავით კეზერაშვილმა.


ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, მალთაყვის უბანში, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო.

პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

ნინოწმინდის ელექტროსადგურზე "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ სოფელ განძაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი გაგიჟდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.