არჩილ თალაკვაძე: აშშ-თან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვქმნით ისტორიულ მომენტს - როცა საქართველო ნატო-ს წევრი გახდება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, თანამოაზრეებთან ერთად, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა:

„საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით. ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაშიდა აშშ-თან ერთად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვქმნით ისტორიულ მომენტს - როცა საქართველო ნატო-ს სრულფასოვანიწევრი გახდება. ჩატარებული წვრთნები სწორედ ამას ადასტურებს“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,არჩილ თალაკვაძემ ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მტკიცე სული“-ს დახურვის ცერემონიაზე.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებისათვის თითოეული საერთაშორისო წვრთნაგანვითარების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია.


მისი თქმით, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და პარტნიორსახელმწიფოებთან ურთიერთთავსებადობის ზრდა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უმთავრესი გარანტიაა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად „მტკიცე სული“ არის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლებისდაცვის ურყევი ვალდებულება მასში მონაწილე თითოეული სახელმწიფოს მხრიდან.


არჩილ თალაკვაძის განმარტებით,  წლევანდელი ,,მტკიცე სული” დაემთხვა საქართველოზე აგრესიული თავდასხმის მეთერთმეტეწლისთავს.


მისივე თქმით, განვლილმა ათწლეულმა კარგად დაანახა მსოფლიოს, რომ თავისუფლება ქართველი ხალხის მტკიცეარჩევანია.


„საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება, თანამოაზრეებთან ერთად,საქართველოს ყველა პატრიოტთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს, რომ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაჩვენმა შვილებმა შეძლონ ერთიან, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრება“,-განაცხადა არჩილთალაკვაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ათწლეულების მანძილზესაქართველოსთვის დემოკრატიულ განვითარებისა და მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, საამაყო ფაქტია, რომ საქართველოს თავისუფალი სამყაროს ლიდერ სახელმწიფოებთან ერთად,საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.


ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მტკიცე სული“-ს მონაწილეებს, მხარდამჭერებს და სტუმრებს სიტყვით საქართველოსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ,გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობისშემსრულებელმა ელიზაბეთ რუთმა მიმართეს. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული-2019“ საქართველომ წელს მეცხრედ უმასპინძლა.


სწავლებაში მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

განათლების მინისტრმა ისრაელის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლები მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რომში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში - 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

მდინარაძე ოპოზიციას: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუჯეტიდან 50 მილიონი გააქრო, აპირებენ მის დაბრუნებას?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს კითხვით, აპირებენ თუ არა იმ 50 მილიონი ლარის დაბრუნებას საქართველოს ბიუჯეტში, რომელიც მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს გაიფლანგა და რისთვისაც ახლა გიგი უგულავა გაასამართლეს.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ვადა გახანგრძლივდა და რეგისტრაციის დამატებით თარიღად 2020 წლის 18 თებერვალი განისაზღვრა.

ეკატერინე მიქაბაძე: "Fitch"- ის გადაწყვეტილების საფუძველია მმართველობის მაღალი ხარისხი

სარეიტინგო კომპანია "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.

ირაკლი შოთაძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა მიეცა პასუხისგებაში

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გახსნილ საქმეებზე ისაუბრა.

გიორგი კახიანი: მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ

„მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

ირაკლი შოთაძე: გენერალური პროკურორობის თანამდებობიდან არავის გადავუყენებივარ

"არავის გადავუყენებივარ, ეს გადაწყვეტილება ჩემს მიერ იქნა მიღებული", - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასმულ კითხვას გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ, რომელიც მის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდებოდა.

შოთაძე: 2020 წლის არჩევნებსა და გენერალური პროკურორის არჩევას შორის კავშირი არ არსებობს

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ირწმუნება, რომ გენერალური პროკურორის არჩევა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთთან კავშირში არ არის.

ხონში ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა უმოკლეს დროში განახლდება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა სწავლა უმოკლეს დროში აღდგება.

შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში

"ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში", - ასე აფასებს გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 305 კგ და 485 გრ უაქციზო თუთუნი ამოღეს

14-16 თებერვალს მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ასევე, წალენჯიხაში, სოფელ ჯგალსა და ქუთაისში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის - ასაწონი თუთუნის (ჯამში 305 კილოგრამი და 485 გრამი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობაში ცვლილებებია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი თავმჯდომარე და წევრები ჰყავს.

ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის, ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს იური გუსევს შეხვდა.

მაია ზავრაშვილი: წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ით არის გაზრდილი

პროგრამის "ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

ლარი 0.4 თეთრით გამყარდა

17 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8678 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.40 თეთრი შეადგინა.

ნოზაძე შოთაძეს: პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ და კარგად გამოგივათ ეს საქმე

"თქვენს გულისხმიერებასა და კეთილშობილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ისეთი გადაწყვეტილებები გაქვთ მიღებული", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

ფოფხაძე შოთაძეს: ერთხელ უკვე მოგეცით ხმა, ნაწილობრივ ვალი მოხდილი მაქვს

"ერთხელ უკვე მოგეცით ხმა, წინა მოწვევის პარლამენტში პროკურორობაზე, ასე, რომ ადამიანური თვალსაზრისით, ნაწილობრივ ვალი მოხდილი მაქვს", - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გენპროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

რატი იონათამიშვილი ირაკლი შოთაძეს: რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს?

რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და საჭიროებებს მოხმარდეს? - ამ კითხვით გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მიმართა.

კახიანი შოთაძეს: რა ძალისხმევას გამოიჩენთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ?

"რა ძალისხმევას გამოიჩენთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ?", - აღნიშნული კითხვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.