"რა ვაკეთო სოფელში?!"

არავისთვისაა უცხო ფრაზა: – „რა ვაკეთო სოფელში?!.“ და ამ კითხვაზე პასუხი ერთია – იშრომე, აწარმოე და აშენე. მაგრამ სოფლის შენებისთვის მხოლოდ „კარგი სიმღერის თქმა“ რომ არ კმარა, ცხადია. მით უმეტეს, მაღალმთიან სოფლებში. 

ზემოხსენებულზე განსხვავებული და მყარი პასუხი ჭუბერელებს უკვე აქვთ. ამ პასუხის მოძებნაში მათ ვერც ტურიზმი დაეხმარებოდა და ვერც ნაყოფიერი მიწები, რომლებიც ძალიან მცირე რაოდენობით თუ მოიპოვება ისეთ რელიეფზე, როგორსაც მდინარე ნენსკრას და მისი შენაკადების მიერ დაღარული მკაცრი კლდოვანი მთები ქმნიან. კითხვაზე პასუხის მოძებნაში ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს, შეიძლება ასეც ვუწოდოთ – ისტორიული პროექტი დაეხმარა და ეს არის ნენსკრა ჰესის მშენებლობა.


ჯერ ჰესის ამუშავებამდე დიდი დროა, თითქმის 5 წელი, მაგრამ მოსამზადებელ სამუშაოებში უკვე აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა. ვისაც რით და როგორ შეუძლია. ზოგი საკუთარ ტექნიკას ახმარს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რომელსაც კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ ახორციელებს, ზოგიც კვების ობიექტს ამუშავებს, რომლითაც კომპანიის სპეციალისტებს უწევს მომსახურებას, ზოგიც საოჯახო სასტუმროს მეშვეობით გამოიმუშავებს ფულს, რომლებშიც ისევ კომპანიის წარმომადგენლები ჩერდებიან. მოკლედ, ჭუბერის სოფლებში ბევრი საქმე გაჩნდა.


არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც კვების ობიექტი აქვთ, არც ტექნიკა, თუმცა ადამიანური რესურსები ისეთ მასშტაბურ პროექტს, როგორიც ნენსკრა ჰესია, ბევრი სჭირდება. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკვე დასაქმებული 130 ჭუბერელის გარდა, მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლისას ჰესს 1000-ზე მეტი მუშახელი დასჭირდება, საიდანაც უმრავლესობა ადგილობრივი იქნება. 


მეგაპროექტზე მიბმული მცირე ბიზნესები


„ნენსკრა ჰიდრომ“ ხეობაში სოციალური პროექტები წამოიწყო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, თითოეულ ოჯახს აქვს უკვე წვდომა სხვადასხვა სერვისებზე. გაჩნდა მცირე ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები. ერთ–ერთი მოსახლე ნონა ხარძიანი ხეობაში „ნენსკრა ჰიდროს“ შესვლის დღიდან მცირე ზომის კვების ობიექტს ამუშავებს და აქ გამომცხვარი ხაჭაპური უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ნენსკრა ჰიდროელებს შორის. ნონას და მის მეუღლეს ყველა იცნობს და მყარი მეგობრული ურთიერთობებიც გაჩნდა. ნონა გვიყვება, რომ ამ ბიზნესიდან გარკვეული თანხის აკუმულირება უკვე შეძლო და სახლის მშენებლობას გეგმავს. თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, აქ პრაქტიკულად ვერ ნახავთ სწორ ადგილს, თუნდაც სახლის მშენებლობისთვის.


სამშენებლო პლატფორმის მოსაწყობად ნონას ოჯახს კვლავ „ნენსკრა ჰიდრო“ დაუდგა მხარში და მისი ეზოდან დაახლოებით 600 ტონა  მიწა და კლდოვანი მასა გაიტანეს. ეს ინერტული მასალა კი იქვე ახლოს, ნონას თანასოფლელის სახლთან ჩამომავალი პატარა მდინარის ნაპირების გასამაგრებლად გამოიყენეს, რომელიც ყოველ გაზაფხულზე, წყალმოვარდნების დროს, ადგილობრივების ეზოებს „დაუპატიჟებლად სტუმრობდა“.


„კომპანიასთანმცირე ბიზნესი მაკავშირებს, რომლის მეშვეობით მე მოვინდომე ამ სახლის აშენება. თუ არა ეს კომპანია და თუ არა ეს დახმარება, ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებდი. სადაც ჰესის მშენებლები არიან განსახლებული, იქ მაქვს კვების ობიექტი დადგმული და ვემსახურები მუშებს. სანაცვლოდ მე ვღებულობ თანხას და ამ თანხით ავაშენებ სახლს, – გვიყვება ნონა ხარძიანი. – რაც ყველაზე მძიმე და რთული გასაკეთებელი იყო, რაზეც მე ხელი ნამდვილად არ მიმიწვდებოდა, ეს ყველაფერი კომპანიამ სრულიად უსასყიდლოდ გამიკეთა. დახმარება შემდგომში მდგომარეობს – გამომიყვეს ორი ერთეული ტექნიკა, ბულდოზერი და სატვირთო მანქანა და ძალიან დიდი ოდენობით მიწის მასა გაიტანეს ეზოდან, სადაც სახლი უნდა ავაშენო და ამით მოასწორეს ტერიტორია“.


მდინარის ნაპირთან მოსწორებულ ტერიტორიაზე კი ნონას მეზობელი მაყვალა ხარძიანი მაღაზიის აშენებას გეგმავს. იქვე ახლოს, პოტენციური სტიქიისგან უკვე დაცულ ნაკვეთში კი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.


„მე პირადად ამ ტერიტორიაზე ვაპირებ სასტუმროს აშენებას, შესაბამისად, ეს ძალიან მჭირდებოდა მე, რაც გაკეთდა. მრავალი წელია, მე ეს გეგმაში მაქვს, მაგრამ ვერ განვახორციელე უსახსრობის გამო და ეს პროექტი ჩვენთვის, მოსახლეობისთვის გამოდგა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს გვიკეთებს „ნენსკრა ჰიდრო“ და დიდი მადლობა მათ, რომ ჩვენს გვერდით არიან და ჩაუდგეს სული ისეთ პროექტს, რომელიც სასიცოცხლოა ჩვენი მოსახლეობისათვის“, – საუბრობს თავის გეგმებზე მაყვალა ხარძიანი.


ეს ყველაფერი „ნენსკრა ჰიდროს“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთი მიმართულებაა, რომელიც ადგილობრივებისთვის მექანიზაციით უსასყიდლოდ დახმარების გაწევას გულისხმობს. დახმარების მსურველები უკავშირდებიან კომპანიას, წერენ შესაბამის განცხადებას და როდესაც მათი რიგი დგება, კომპანიის წარმომადგენლები შესაბამისი მძიმე თუ სპეცტექნიკით ემსახურებიან.


გარდა ამისა, კომპანიის სოციალურ პასუხიმგებლობაში შედის ადგილობრივების პროფესიული გადამზადება, ინგლისური ენის სწავლება და სხვა. ზემოთ ვახსენეთ, რომ ჭუბერი დღეისათვის არ წარმოადგენს ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილს, როგორიცაა, მაგალითად, მესტია. აქ არც არასდროს ყოფილა ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარებული. მაგრამ ეს პროცესი ნელ–ნელა იკრებს ძალებს. შედეგი თვალსაჩინოა.


„ნენსკრა ჰიდროს“ სოციალური პროექტების ფარგლებში ინგლისური ენის კურსი გაიარა ჭუბერის მკვიდრმა თამარი ვიბლიანმა. ის 4 შვილის დედაა, ამჟამად დიასახლისი. მისი მეუღლე თვითდასაქმებულია. უფროსი შვილი თბილისში, უნივერსიტეტში სწავლობს. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინგლისური ენის თუნდაც სასაუბრო დონეზე შესწავლა, რადგან უკვე გაუადვილდა ტურისტებთან ურთიერთობა და წელს 10 უცხოეულსაც უმასპინძლა. ეს არ არის ის რაოდენობა, რომ ტურისტულ ბიზნესად მოვიხსენიოთ, მაგრამ პირველი მყარი ნაბიჯია ამ მიმართულებით.


ჭუბერში იციან, „რა აკეთონ სოფელში“!


ნენსკრა ჰესის დაპროექტების პროცესში მის წინააღმდეგ ბევრი ადამიანი გამოდიოდა ხეობაში, თუმცა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო კავშირი დაამყარა კომპანიამ და მათ ინფორმირებას კამპანიური ხასიათი მისცა, ხეობის სოფლების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პროექტს მხარს უჭერს და აქტიურად სარგებლობს იმ ბენეფიტებით, რასაც ეს პროექტი იძლევა.


ნონა ხარძიანი: – „მე დარწმუნებული ვარ, რომ ნენსკრა ჰესი არანაირ ზიანს არ მოიტანს, პირიქით, კარგი მომავალი აქვს ამ პროექტს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გაჭირვება, ბევრი პრობლემები მოიხსნა ამ პროექტის მეშვეობით. იმიტომ, რომ ხალხს მიეცა საშუალება, დასაქმდეს. ძალიან ბევრი დასაქმდა, სხვათაშორის. მანამდე შემოსავალი არაფერი იყო, გარდა ხე–ტყეზე მუშაობისა და ეს საქმე ომის ტოლფასი იყო. ეს საქმე დღეს ძალიან ბევრმა მიატოვა და ბევრია ამ პროექტში დასაქმებული...“.


ნენსკრა ჰესი პირველ დენს 2025 წელს გამოიმუშავებს.


ჯაბა ჯიშკარიანი ბუტა რობაქიძეზე: ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების და ისტორიის ნაწილი

"თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა",-ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

კახა კალაძე მინსკში „ქართული სახლის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 

"საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში"

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დამოიკიდებლობის დღეს ულოცავს. 

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა.

წეროვანთან ხანძარია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანთან ხანძარია. 

თეთრიწყაროში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ანუკი არეშიძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, დღეს მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, დღეს, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი გაიმართება.

ყვარელში ახალსოფლის ტყეში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს უკიდია.

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

აიტექნიკსის" გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის
მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავა.

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის მეტროს ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

პრეზიდენტის სასახლეში დღეს კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება.

გერმანიაში პანკისის ხეობის წარმომადგენელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ამის შესახებ ინფორმაცია ხეობის მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში სამი მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან სამი ადამიანი შეიყვანეს. სამივე ახალგაზრდა მამაკაცია.

ია კერზაიას შვილი დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურის მიერ დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასა და გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფორსაჟის გადაღების გამო ხვალიდან სამი დღით, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას თბილისის მერია ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.