გიორგი ვოლსკი დავით კეზერაშვილზე - რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს

„რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

„რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს. დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არ ჩატარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ან გაშინებს ან ინდულგენციას ყიდულობს თავის პოლიტიკური გეგმების განცხადებით“ - ასე ეხმიანება გიორგი ვოლსკი თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით კეზერაშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება კეზერაშვილზე გავრცელებული ინფორმაცია მის მიერ ტელევიზიის დაანონსებულ გახსნას, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს თემა ძალიან მოდაში შემოვიდა:


„ძალიან მოდაში შემოვიდა, ერთი ჩემი კოლეგის თქმის არ იყოს, ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს, დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არჩატარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ან გაშინებს ან ინდულგენციას ყიდულობს თავის პოლიტიკური გეგმების განცხადებით. გააკეთებს განცხადებას, რომ პოლიტიკური გეგმები აქვს და ამავე დროს, შეიძლება, მეორეს მხრივ სერიოზული მნიშვნელოვანი დიდი ფინანსური დანაშაული ჰქონდეს. ასე, რომ ერთი და მეორე ამ ფაქტების დაკავშირება ბოლო პერიოდში საინფორმაციო ველზე საკმაოდ ინტენსიურად ხდება, რაც არ მგონია, მართალი იყო“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


რაც შეეხება კეზერაშვილის შესაძლო ექსტრადიციას, ვოლსკის თქმით, ამაზე ალბათ, სამართალდამცავი ორგანოები ისაუბრებენ:


„მის ექსტრადიერბზე მე ვერ გეტყვით, ამასთან დაკავშირებით ალბათ სამართალდამცავი ორგანოები ისაუბრებენ. როგორც იცით, მოთხოვნა იყო ამაზე და ინტერპოლმა მოხსნა ძებნიდან, ეს ყოველთვის ხდება ინტერპოლის მიერ, როდესაც რომელიმე ქვეყანა აღიარებს ამა თუ იმ ადამიანისთვის თავშესაფრის მიცემას, აღარ მახსოვს ზუსტად სამართლებრივი სტატუსი თავად კეზერაშვილის, მე რაც ზუსტად მახსოვს ის არის, რომ ომის შემდეგ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსებით ადამიანმა გადაინაცვლა ისრაელში და ყოველთვისიყო ცნობილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი, წყარო. ახლა არ ვიცი ერთმანეთთან რა ურთიერთობა აქვთ ან სად დაეძაბათ ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, რომ ისრაელის საინფორმაციო საშუალებებში ეს თემა ინტენსიურად დგას დღის წესრიგში . აქ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც, ასევე, ფინანსურ გადაცდომებს უკავშირდება” - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


მისი თქმით, კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი საქართველოშიც საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა:


„ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში გავრცელდა იმის თაობაზე რომ ისრაელში მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მისი და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც იარაღით ვაჭრობას ეხება. კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი საქართველოშიც საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა. იქამდე რამდენადაც ვიცი, დეკლარირებული არ ჰქონდა ქონება, თუმცა შემდეგ უკვე, ომის შემდგომ პერიოდში ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაში მილიარდობით ბრუნვა იქნა გამოვლენილი. გარდა ამისა, არის თემები, რომელიც ეხება პროკურატურის მიერ, რამდენადაც ვიცი, მიმდინარე გამოძიებას - ერთი არის ფინანსური გადაცდომების საკითხზე და 7 ნოემბრის დარბევის საკითხზე. ასე რომ, ფინანსურ თემასთან დაკავშირებით, ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია, არ მახსოვს ზუსტად, არის საქართველოშიცმიმდინარე საგამოძიებო პროცესი“- განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.


უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება იარაღით უკანონო ვაჭრობის და საერთაშორისო კორუფციული გარიგებების საქმეზე მიმდინარეობს.


დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

სოზარ სუბარი: ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

„ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კარგი პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით” - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

"ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა.

ჯივიპი ხვალ, 19 თებერვალს, ვაზისუბნის დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 19 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, ლეჟავას და პატარიძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სპორტული ფოტოგამოფენა - „სპორტფოტო 2019“ მეექვსედ გაიმართა

„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეექვსე გამოფენას - „სპორტფოტო 2019“-ს უმასპინძლა.

ბექა დავითულიანი: 50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, ამიტომ დააბრუნეთ 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის - „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს, რისთვისაც მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

ლარი 0.47 თეთრით გამყარდა

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

დღეს, სასტუმრო "მოქსი"-ში, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკისა და მართვის თემაზე პირველი სემინარი გაიმართა.

მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გია ვოლსკი: ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს.

სენაკის გარკვეულ ნაწილს 19 თებერვალს წყალმომარაგება შეეზღუდება

ქალაქ სენაკისა და ფოთის სატუმბ სადგურებს, საიდანაც აბონენტების წყლის მიწოდება ხდება, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე".

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში 17 თებერვალს "თბილისის აეროპორტი" ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (20 ცალი) აღმოაჩინეს.

თბილისის საკრებულოში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების ახალ წესზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის  სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი" განიხილეს.

ირაკლი შოთაძე: ძალიან ბევრი გამოწვევაა და ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად ჩართვას ვაპირებ

"ძალიან ბევრი გამოწვევაა, ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ვაპირებ აქტიურად ჩავერთო ყოველდღიურ საქმიანობაში", - ამის შესახებ ახლადდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ა. დააკავა.

აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზზე სიტუაცია გამწვავდა

უკრაინის სამხედრო ძალების დონბასის შტაბში განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთი ფრონტის ხაზზე ვითარება მკვეთრად გამწვავდა.

ნათია თურნავა მინსკში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს

18-19 თებერვალს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გაიმართება.

ირაკლი შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდა

82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.