ლევან ნიკოლეიშვილი: კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სააკაშვილს ყველა აფრთხილებდა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი amerikiskhma.com-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი სტივ ჰედლი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრობს.

„კიდევ ერთი დადასტურება, რომ სააკაშვილს ყველა აფრთხილებდა; მაგრამ მაინც თავისას აკეთებდა! ვის სასარგებლოდ? ვის წისქვილზე ასხამდა წყლს? საინტერესოა ამჯერად რას იტყვიან ვითომ პროდასავლელი ექსპერტები და არასამთავროები? აშშ-ის უშიშროების საბჭოს მრჩევლი სტივ ჰედლი, გაზპრომის თანამშრომელი იყო თუ კონდი რაისი მუშაობდა რუსეთის დაზვერვში? ან ჯორჯ ბუში ვინ იყო საერთოდ? ყველა რატომ უშლიდა სააკაშვილს რუსეთთან ომს?“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი და amerikiskhma.com-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ავრცელებს.


სტივ ჰედლი: ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა - რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე ვერ დაგიცავ - გეოგრაფიის გამო,- აცხადებს "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი.


„მახსოვს ომამდე თეთრ სახლში სააკაშვილის ვიზიტი და პრეზიდენტ ბუშთან მისი შეხვედრა ოვალურ ოფისში. მედიის თანდასწრებით პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სააკაშვილის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და როცა შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა: რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ, გეოგრაფიის გამო“,- ამბობს სტივ ჰედლი.


ჟურნალისტის კითხვაზე, გააფრთხილა თუ არა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილი, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოეხდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მარტო დარჩებოდა, სტივ ჰედლი პასუხობს:


„მარტო დარჩებოდა არა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მას მივატოვებდით, არამედ იმ რეალობის გამო, რომელიც ჩვენთვის ძალიან გაართულებდა იმის შეჩერებას, რაც რუსეთმა გააკეთა. ეს თანმიმდევრული მიდგომა იყო პოლიტიკასთან, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილს მანამდე გაუცხადა. კონდი რაისი თბილისში სწორედ ამ გზავნილის გასამეორებლად ჩავიდა. ეს მართალია“,- განაცხადა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილმა მრჩეველმა.


amerikiskhma.com


გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან კაცი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან ადგილობრივი მაცხოვრებელი გაიტაცეს.

განათლების სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

27-28 თებერვალს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

"საქართველოს რკინიგზა" 27 თებერვლის 10:00 საათიდან 28 თებერვლის 20:00 საათამდე,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 293-კმ-ში, სენაკი-ქვალონის სარკინიგზო გადასარბენის კმ5 პკ2-ში მდებარე ე.წ. "თეკლათის" დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე  ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის  სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას გეგმავს.

არჩილ თალაკვაძე: მჯერა, ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. 

 
გიორგი ვაშაძე საარჩევნო სისტემაზე: "ქართული ოცნება" 110/40-ზე გვთავაზობს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართა. ეს არის 110/40-ზე. 

ტრამპი კორონავირუსზე: დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად

"დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად, აუცილებელი არ არის ხელი სტაცოთ ყველა მოაჯირს", - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

დღეიდან მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს.

მეტროში ქალი გარდაიცვალა

თბილისში მეტროსადგურ "ისანში" შუახნის ქალი გარდაიცვალა.

გიგი წერეთელი კორონავირუსზე: ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის 

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის. 

თბილისის მერიამ "გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა

თბილისის მერიამ, ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ განხორციელების წესი დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა. 

 
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის, რეგულარული, საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება.

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება 

"შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, შესაძლებელია კიდევ იყოს, მაგრამ პრევენცია უნდა მოვახდინოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პატიმართა წამებაში ბრალდებული ციხიდან გაათავისუფლეს

პატიმართა წამებაში ბრალდებულმა ჯონი ივანიშვილმა მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის  წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის  ადვოკატებს უმასპინძლა.

თიბისი ლიზინგისა და თეგეტას ერთობლივი აქცია

ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება.

გლდანის რაიონის რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის 30 მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება.

USAID-ის მისიის ხელმძღვანელი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ზუგდიდის ტექნოპარკში,  წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ.

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ კორონავირუსი ფართოდ გავრცელდეს, შესაბამისად, არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.

ისნის რაიონში, ნავთლუღის VI შესახვევს ოთხი ახალი სკვერი შეემატება

ოთხი ახალი სკვერი შეემატება ისნის რაიონში მდებარე ნავთლუღის VI შესახვევს.