მამუკა ბახტაძე: საუბარი იმაზე, რომ თურმე ტურიზმის სექტორი არ დაზარალებულა შეზღუდვებით,ყველაზე უფრო დიდი დეზინფორმაციაა

"თუ ჩვენ შევხედავთ მთლიანად ეკონომიკას, მაკროეკონომიკურ სიტუაციას, ყველა ძირითადი ფაქტორი ჯანსაღია და გვაქვს საკმაოდ პოზიტიური დინამიკა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან".

 


ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.


მთავრობის მეთაურის განმარტებით, ივლისში ტურიზმის სექტორმა, პირველადი შეფასებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 60 მილიონი დოლარით ნაკლები მიიღო.


„არსებობს ფაქტობრივი სტატისტიკა და არსებობს საპროგნოზო მაჩვენებლები, ეს ნორმალური მოვლენაა. მემექნება თხოვნა, აქცენტი გავაკეთოთ ყოველთვის შინაარსზე. ნებისმიერი საკითხის გარშემო კონსპირაციულითეორიების განვითარება არ მგონია, სწორი იყოს და ეს აინტერესებდეს საზოგადოებას. ბუნებრივია, ტურიზმისსექტორი დაზარალდა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი შეფასებით, ივლისში, წინა წლის ანალოგიურპერიოდთან შედარებით, დაახლოებით 60 მილიონი დოლარით ნაკლები მიიღო. მაგრამ ამავე დროს, ჩვენგვაქვს ძალიან კარგი შედეგები სხვა მიმართულებით - იქნება ეს ექსპორტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტითუ სხვა მიმართულებები. აქედან გამომდინარე, ვამბობთ, რომ ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტურისაკითხების დინამიკა არის პოზიტიური, ამას იზიარებენ კომერციული ბანკები და სხვა ფინანსურიინსტიტუტები და მათ გააკეთეს პროგნოზები. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასებაც იყო ერთმნიშვნელოვანი,რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალყურს, რომ ლარის კურსიდასტაბილურდეს. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, ვინც არ უნდა ისაუბროს, ფაქტია, რომ ტურიზმისსექტორმა მიიღო მნიშვნელოვანი ზარალი და პირველ რიგში, სწორედ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირედა საშუალო ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერის თქმით, მთავრობა ვალდებულია, დაეხმაროს ტურიზმის სექტორს და ამ მიმართულებითდაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები. „ვალდებულნი ვართ, ამოვუდგეთ გვერდში ტურიზმის სექტორს და დავეხმაროთ. შევიმუშავეთ ორი პროგრამადა ამ ორი პროგრამის ფარგლებში და ასევე სხვა დაგეგმილი აქტივობებით, ვფიქრობთ, დავაბრუნებთ იმმზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა ტურიზმის სექტორში. საუბარს იმაზე, რომ თურმე ტურიზმის სექტორიარ დაზარალებულა ამ შეზღუდვებით, არ ვიცი რა დავარქვა, ეს არც კონსპირაციის თეორიაა და არც ტყუილი,ამაზე უფრო დიდი დეზინფორმაცია არ ვიცი, რა უნდა იყოს. ჰკითხეთ ამ სექტორში მომუშავე ნებისმიერადამიანს, მცირე და საშუალო მეწარმეებს აჭარაში. ივნისში ჩვენ გვქონდა 40-პროცენტიანი ზრდა და შემდეგიყო მნიშვნელოვანი ვარდნა ივლისში. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


 


 


ჯაბა ჯიშკარიანი ბუტა რობაქიძეზე: ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების და ისტორიის ნაწილი

"თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა",-ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

კახა კალაძე მინსკში „ქართული სახლის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 

"საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში"

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დამოიკიდებლობის დღეს ულოცავს. 

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა.

წეროვანთან ხანძარია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანთან ხანძარია. 

თეთრიწყაროში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ანუკი არეშიძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, დღეს მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, დღეს, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი გაიმართება.

ყვარელში ახალსოფლის ტყეში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს უკიდია.

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

აიტექნიკსის" გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის
მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავა.

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის მეტროს ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

პრეზიდენტის სასახლეში დღეს კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება.

გერმანიაში პანკისის ხეობის წარმომადგენელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ამის შესახებ ინფორმაცია ხეობის მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში სამი მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან სამი ადამიანი შეიყვანეს. სამივე ახალგაზრდა მამაკაცია.

ია კერზაიას შვილი დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურის მიერ დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასა და გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფორსაჟის გადაღების გამო ხვალიდან სამი დღით, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას თბილისის მერია ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.