,,ფრეგოს“ ადვოკატი: მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ

შპს „ფრეგოსთან" დაკავშირებული პატიმრობაში მყოფი პირების, გიორგი თოფჩიშვილისა და ვლადიმერ ყველაშვილის ადვოკატი ნანი ფრიდონაშვილი „პირველთან" საუბარში კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები მზად არიან, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცენ და გამოძიებასთან აქტიურად ითანამშრომლონ.


ნანი ფრიდონაშვილი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა, საგამოძიებო უწყება „ფრეგოსთან" დაკავშირებულ პირებზე ზეწოლას ახდენდა.


„ძალიან არასწორად იყო ინფორმაცია აგორებული, თითქოს, დაატარებდნენ „ფრეგოსთან" დაკავშირებულ პირებს ფინანსურ პოლიციაში, თითქოს, რაღაც ზეწოლა ხდებოდა, რამდენიმე მილიონს ითხოვდნენ და ა.შ. მსგავსი მართლაც არაფერი ხდებოდა. ის ადამიანი, რომელიც არის „ფრეგოსთან“ დაკავშირებული, შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ჩემთან ერთად იყო ფინანსურ პოლიციაში მისული. ჩემ გარეშე არც ერთხელ არ მისულა. დაკავების პირველი წუთიდან მის გვერდით ვიყავი, ერთად ვიყავით როდესაც დაგვიბარეს და იქ მოხდა დაკავება", - აცხადებს ადვოკატი.


მისივე თქმით, საგამოძიებო უწყების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფ არც ერთ პირზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.


„მეორე, ვინც ასევე ,,ფრეგოსთან" დაკავშირებული პირია, ის დააკავეს გაცილებით ადრე. თუმცა, რა თქმა უნდა, მასთანაც მქონდა კომუნიკაცია და მსგავსი არაფერი ყოფილა. პირველ დღეებში ძალიან აქტიურად იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს იბარებდნენ, ემუქრებოდნენ, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ჩემთან არაფერი უთქვამთ და მე ამის შემსწრე არა ვარ“, - განმარტავს ნანი ფრიდონაშვილი.


ადვოკატი აცხადებს, რომ „ფრეგოს" შესყიდვებით დაკავშირებული პირი ვლადიმერ ყველაშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს და გამოთქვამს სურვილს რომ ზიანი აანაზღაუროს.


„საქმე, რომელზეც ახლა მიდის გამოძიება საკმაოდ მოცულობითია და დაახლოებით 11 ტომია ეს მასალა. აღმკვეთ ღონისძიებად იქნა გამოყენებული პატიმრობა, თუმცა, ჩვენი თხოვნა იყო, რომ გირაო ყოფილიყო შეფარდებული და დღეის მდგომარეობით არის ასეთი წინადადება ჩვენგან, რომ ეს პიროვნება, რომელიც ,,ფრეგოსთან" იყო შესყიდვებით დაკავშირებული, ვლადიმერ ყველაშვილი, გამოთქვამს მზაობას რომ ზიანი აანაზღაუროს. 2 მილიონ 800 ათასის ფარგლებშია ზიანი, დაახლოებით. გარდა მაგისა, მნიშვნელოვნად დაზარალდა კომპანია და აუცილებელია რომ ამუშავდეს. ეს ერთგვარად ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე საგამოძიებო უწყებაც ფიქრობს და აანალიზებს, იმიტომ რომ დაახლოებით არის 400-მდე თანამშრომელი, მათ უკან კიდევ ოჯახები დგას და დღეს სრულიად გაჩერებულია საკმაოდ წარმატებული კომპანია“, - აცხადებს ადვოკატი.


უფლებადამცველი იმ წინადადებებზეც საუბრობს, რაც მათ საგამოძიებო უწყებასთან აქვთ.


„ჩვენგან არის თხოვნა და შეთავაზება საგამოძიებო უწყების მიმართ, რომ ამ ადამიანების მიმართ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, გაგრძელდეს გამოძიება, ვითანამშრომლებთ ჩვენ გამოძიებასთან და დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და რაც ჩვენს ხელთ არის. შესყიდვებზე ვინც იყო მიმაგრებული, ის ადამიანი მზად არის ზიანი აანაზღაუროს. ჩვენი თხოვნაა რომ პატიმრობა შეიცვალოს სხვა აღკვეთის ღონისძიებით და მოგვეცეს საშაულება, რომ კომპანიამ სრულფასოვნად იმუშაოს და არ დაზარალდეს ძალიან ბევრი ადამიანი. ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად გაურკვეველ ვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ არავის ინტერესებში არ არის ასეთი წარმატებული კომპანიის დახურვა. ეს არის ჩვენი შეთავაზება, ამის მერე რა იქნება და რა პასუხს მივიღებთ, ეს რა თქმა უნდა საგამოძიებო უწყებაზე არის დამოკიდებული“, - აცხადებს ნანი ფრიდონაშვილი.


2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანია „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის მფლობელი გ.თ. და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში  ვ.ყ.,  რომლებიც მართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიებს - შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმს“ .


რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფორსაჟის გადაღების გამო ხვალიდან სამი დღით, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას თბილისის მერია ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.

"მცირე სასტუმროების დასახმარებელი პროგრამა, ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მცირე სასტუმროების დასახმარებლად გამოვაცხადეთ თანადაფინასების პროგრამა, რაც ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

თბილისის მერი მინსკში ფესტივალ - "თბილისობა 2019-ს" გახსნის 

თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის "თბილისობა 2019" გახსნის ცერემონიაში.

პრეზიდენტის სასახლეში 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება. 

ფორსაჟის გადაღების გამო 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რესპუბლიკის მოედნიდან "თავისუფლების მოედნამდე" მოძრაობა შეიზღუდება

27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მოძრაობა შეიზღუდება.

დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ნიკა ქაცარიძე: გუბაზ სანიკიძეზე მაქვს აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო, ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა

„ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერაფერს ვსწავლობთ“, - ამბობს მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ის ქვეყანაში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში ყოველთვის ეხმაურება და არც საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ერიდება.

ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია

ზემო ნაფეტვრებში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა.

ნაფეტვრებში ხანაძარია - ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

ზემო ნაფეტვრებში ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ამ დროისთვის 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

„ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, სოფელ რგანში სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე მცირე სასტუმროების მფლობელებს მთავრობის ახალ ინიციატივას აცნობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს ხვდებიან.

26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანას მაცხოვრებლებს.

 

შსს სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას საუკუნოვან სასახლეში ბარელიეფის დაზიანების საქმეს იძიებს

აბაშაში, სოფელ სუჯუნაში 104 წლის წინ ბიზნესმენ აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 259² პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

ლარის ახალი კურსი

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.
 

სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

 

რეკომენდაციები მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.

ტერაქტი ისრაელში. არის მსხვერპლი

ისრაელში დასახლება დოლევთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა, მისი ძმა და მამა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.