შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პოლიციის მაიორი ვაჟა სირაძე დაინიშნა. ამის შესახებ ,,პირველს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ვაჟა სირაძემ თანამდებობაზე მიხეილ დილიმაშვილი შეცვალა, რომელიც აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.


ვაჟა სირაძე 2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.


ვაჟა სირაძე 1986 წელს დაიბადა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა.


იგი 2003-2008 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.


2007-2010 წლებში ვაჟა სირაძემ პროფესიული საქმიანობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს მთავარი ინსპექტორის პოზიციაზე დაიწყო;


2010 წელს მან საქმიანობა განაგრძო ამავე მთავარი სამმართველოს რეგიონული სამმართველოს (თბილისი-მცხეთა-მთიანეთის) ობიექტების უსაფრთხოების სამსახურში, მთავარი ინსპექტორის პოზიციაზე;


2011 წელს ამავე დანაყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა;


2012-2013 წლებში ვაჟა სირაძემ საქმიანობა განაგრძო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის I განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე;


2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის სამმართველოს უფროსის მოადგილედ – დეტექტივების განყოფილების უფროსად;


2014-2015 წლებში საქმიანობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;


2015 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს II განყოფილების უფროსის მოადგილედ;


2015-2016 წლებში საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო ხაშურის რაიონული სამმართველო უფროსის პოზიციაზე;


2016-2018 წლებში ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა;


2018 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე;


2018-2019 წლებში საქმიანობა განაგრძო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;


ვაჟა სირაძე 2015 და 2018 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა მედლით – „მამაცობისთვის“.


ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს;


ჰყავს მეუღლე და შვილი.


პრემიერი: სიმშვიდე და მშვიდობა არის მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის მეტი საშუალება მივცეთ მოქალაქეებს  

სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საინვესტიციო ხელშეკრულებებას აღარ წარადგენს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ პროექტის მხარდაჭერის ნაცვლად, მთავრობამ მისი საბოტაჟირება მოახდინა და ამიტომ საინვესტიციო ხელშეკრულებებს აღარ წარადგენენ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა,
რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა.

ლაშა იორდანიშვილი: პირობა არის ასეთი, თუ არ იქნება მოსახლეობის 90 პროცენტიანი მხარდაჭერა, ჰესი არ აშენდება

"ხადორი 3"-ზე არის თემა გადაწყვეტილი, რომ უნდა მოვიპოვოთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და ისე შევიდეთ, - ამის შესახებ ჰესის მშენებელი კომპანიის, "ფერის" დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები ცნობილია

2019 წლის 15 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კვირიკაშვილის უდანაშაულობის შესახებ ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. მომდევნო სხდომა 6 ნოემბერს არის ჩანიშნული.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 123.8 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა, 86.21 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

გიგა ბუკია: მიხეილ სააკაშვილმა 30 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებზე გაამახვილა ყურადღება.

ფულადი გზავნილების მოცულობა 13.9%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობამ 2019 წლის სექტემბერში $149.8 მლნ (44 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9%-ით მეტია.

ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას: ეჭვი მეპარება რომ ვერ ამოეცანი ცხონებულ სულხან მოლაშვილს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში რქაწითელი უნდა ღირდეს არა 70 თეთრი, არამედ, 1.50 ლარი

დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა კახეთში რთველის დასრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 60-80 მლნ ლიტრი ჩამოსასხმელი ღვინო იყიდება რესტორნებში და რქაწითელის ღვინო რესტორნების უმეტესობაში ფალსიფიცირებულია.

ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

დღეს, დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბმება ეროვნული სტანდარტის ნორმებს

ჯორჯიან უოთერედნდ ფაუერი თბილისის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემებს აქვეყნებს.

ჯანდაცვის მინისტრი ჩეხ კოლეგას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ადამ ვიოტეხს შეხვდა.  

დიმიტრი ხუნდაძე: ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოკერიასა და სააკაშვილის გაყრის ან მათი ღირებულებითი ფერისცვალების სჯერა

ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოკერიასა და სააკაშვილის გაყრა-შეყრის ან მათი ღირებულებითი ფერისცვალების სჯერა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2019“ იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 

სასწავლო კურსი “გარემოსდაცვითი მმართველი” დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი  “გარემოსდაცვითი მმართველი”  დასრულდა.

 

ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ კავსაძის ქუჩის გავლით იმოძრავებს

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. 

საქართველოს ბანკის პარტნიორობით „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება.

გურიაში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება.

ზურაბ ერისთავმა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დომინიკის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ზურაბ ერისთავმა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს დანილო მედინას რწმუნებათა სიგელები გადასცა.