ნიკა გვარამია: მითხრეს, დამძიმდება ჩემი მდგომარეობა გირაოს თუ არ გადავიხდი, დამძიმდეს

რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეს იმყოფებოდა გენერალურ პროკურატურაში და კიდევ ერთხელ, ამჯერად ოფიციალურად თქვა უარი გირაოს გადახდაზე:

„დღეს ვიყავი პროკურატურაში და განმიმარტეს ჩემი უფლებები გირაოსთან დაკავშირებით. მითხრეს, რომ დამძიმდება ჩემი მდგომარეობა გირაოს თუ არ გადავიხდი.


დამძიმდეს, თანახმა ვიყავი რომ დამძიმებულიყო.მგონია, რომ რეალურად არაფერი ამ ქვეყანში არ უნდა დავთმოთ იმ ადამიანებმა, ვინც ვართ პატრიოტები, მათ შორის ტელეკომპანია იმედში იმ ადამიანებმა, ვინც არიან პატრიოტები, არ უნდა დათმონ და ამაზე მოგვიანებით ვისუაბრებ...


პროკურატურაში მითხრეს, რომ გაძლევთ გირაოს ანგარიშს და რაღაც უნიკალურ კოდს, მოგვიწერე ხელი რომ განგემარტაო. მე არანაირი უნიკალური კოდი არ წამოვიღე, რადგან არ მინდა უბრალოდ ვიცოდე და მივცე მიზეზი ვინმეს თქვან, რომ მე ჩავარიცხინე ვიღაცას გვერდის ავლით. მე უკვე დავწერე რომ არ მინდა. შესაბამისად, არც ეს უნიკალური კოდი არ მაქვს. ეს გააჩნია მხოლოდ პროკურატურას“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.


მან ასევე სატელევიზო გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტელევიზია მთავარი არხი ნოემბერში უნდა გასულიყო ეთერში, თუმცა  გაცილებით ადრე გავა.


შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.



სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ასევე უწყების ინფორმირების გარეშე ქვეყნის საზღვრების დატოვება აეკრძალა.


ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო.


მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 6 სოფელს მიენიჭა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლების სტატუსი კიდევ 4 მუნიციპალიტეტის  6 სოფელს მიენიჭა. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობას ახორციელებს.

აბასთუმნის საკარანტინო ზონაში ხუთი პირი შეიყვანეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში დღეს, 28 თებერვალს, კიდევ ხუთი პაციენტი შეიყვანეს. ხუთივე მათგანი ირანიდან საქართველოში დილით ჩამოფრინდა.

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს

One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აკრძალულია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

ჭოპორტში ახალგაზრდა კაცმა დედა და და მოკლა

ჭოპორტში ახალგაზრდა კაცმა დედა და და მოკლა. 

ჯივიპიმ ზესტაფონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე, წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

ყვარლის სატყეო სააგენტოს უფროსი და სპეციალისტი დააკავეს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს. 

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფიას (სკა) ასახელებს.

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება

განათლების რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის სამინისტრო კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს.

გამყრელიძე კორონავირუსზე: ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი უფრო გაძლიერებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლოებას მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა არ აქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია, მას ტემპერატურა არ აქვს. 

ლევან დავითაშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მაღალი დონის კონფერენცია გახსნა

გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ მაღალი დონის კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რიკ დაემსთან ერთად გახსნა.

ზუგდიდში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ დარჩელში მოხდა.

 

პოლიციამ ქუთაისში "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.გ., „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

თიბისი ბანკმა ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე, განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა.

ომბუდსმენი: მმართველი ძალა და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე თუ ვერ შეთანხმდებიან, ეს ყველასთვის ცუდი იქნება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" და გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გააგრძელებს და შეთანხმებას მიაღწევს.

საქართველოში დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-29 თებერვალს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ბანკში კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.